მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რობოტები კრისტალში - ინოვაციური ნაბიჯი ორგანიზაციული განვითარებისთვის

news image
mbc image

კრისტალის ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა - კომპანიაში წარმატებით დაინერგა პირველი რობოტიზებული პროცესები.

როგორც კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია აღნიშნავს, „რობოტიზაცია კრისტალში არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია - ეს არის ჩვენი ხედვის გაგრძელება, სადაც ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, იყვნენ უფრო შემოქმედებითი, სტრატეგიული და შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ კრისტალი გახდეს თანამედროვე, მოქნილი და სრულად ციფრული ფინანსური ორგანიზაცია,“ 

“რობოტების გამოყენება საშუალებას აძლევს კომპანიას გაზარდოს პროცესების ეფექტურობა, შეამციროს ოპერაციებზე დახარჯული დრო და მინიმუმამდე დაიყვანოს ადამიანური შეცდომების რისკი. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მეტი დრო და რესურსი დაუთმონ არარუტინულ და შემოქმედებით ამოცანებს, რაც მთლიანად ორგანიზაციის განვითარებას უწყობს ხელს” - განმარტავს კრისტალის საოპერაციო დირექტორი, ნინო ფანჯიკიძე.

რობოტიზაციის პროექტი ამ ეტაპზე ცენტრალიზებული ბექ ოფისის დეპარტამენტში დაინერგა. პარალელურად მიმდინარეობს სხვა პროცესების იდენტიფიცირება და მათი ეტაპობრივი ავტომატიზაცია, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს კომპანიის საერთო ეფექტიანობასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას.

რობოტიზებული პროცესების დანერგვა სრულად შეესაბამება კრისტალის სტრატეგიულ მიზანს - ინოვაციური, ტექნოლოგიურად განვითარებული და ეფექტური ფინანსური ინსტიტუტის შექმნას. 

მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება დავითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები. 

 

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა