მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როდემდე შენარჩუნდება მზესუმზირის ზეთზე გაიაფების ტრენდი - „ალფა“

news image
mbc image

კომპანია „ალფას“ ხელმძღვანელი ირაკლი ციხისთავი Business Insider Georgia-თან ადგილობრივ ბაზარზე მზესუმზირის ზეთის გაიაფების ორ ფაქტორს ასახელებს.

ციხისთავი ამბობს, რომ ზეთის ფასის შემცირებას იმპორტიორ ქვეყნებში პროდუქტზე ფასის კლება და ლარის გამყარება განაპირობებს.

„მსოფლიო ბაზარზე საკვები ზეთი გაიაფდა. ამასთან, რუსეთს ჭარბი პროდუქცია აქვს და გაყიდვები შეუმცირდა. აქედან გამომდინარე იძულებულები არიან ფასი დაწიონ.  

ფასის შემცირებაზე ასევე მოქმედებს ლარის გამყარების ტრენდი, რადგან დოლარი იაფდება. პროდუქციის შესყიდვა უცხოური ვალუტით ხდება და შესაბამისად ფასის შემცირებაზე ესეც მოქმედებს“, - ამბობს იმპორტიორი.

მისივე თქმით, ზეთზე შემცირებული ფასი შემოდგომამდე შენარჩუნდება.

„ახალი სეზონი სექტემბერში იწყება და სადღაც ივლის-აგვისტომდე ეს ტენდენცია შენარჩუნდება. შემდეგ მზესუმზირის ზეთის ფასი დამოკიდებული იქნება იმპორტიორ ქვეყნებში მოსავლის მოცულობაზე“, - ამბობს ციხისთავი.

კომპანია „ალფა“ ადგილობრივ ბაზარზე მზესუმზირის ზეთის მსხვილი იმპორტიორია, რომელსაც 500-600 ტონა ძირითადად რუსეთიდან შემოაქვს. „

სავაჭრო ქსელებში რუსეთიდან იმპორტირებული 1 ლიტრი ზეთის ფასი 3,80 -5,50 ლარის ფარგლებშია“, - ამბობს „ალფას“ ხელმძღვანელი.

2023 წლის ორ თვეში საქართველომ საზღვარგარეთ 3,353.25​ ტონა ზეთი იყიდა, რაც 75%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში განზორციელებულ ( ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები) იმპორტზე. 

2023 წლის ზეთის იმპორტის შედეგად კი ქვეყნიდან 4,489.28 ათასი დოლარი გავიდა.

ირკვევა, რომ საქართველომ ორ თვეში იმპორტირებული ზეთის 94%-ი რუსეთში შეიძინა. საუბარია სულ 3,151.27 ტონაზე, რაშიც 4,164.76 ათასი დოლარი გადაიხადა. 

ზეთის იმპორტიორ ქვეყნებში მეორეა უკრაინა, საიდანაც საქართველომ 187.50 ათასი დოლარის ღირებულების 118.96 ტონა შემოიტანა.

იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მესამეა ბელორუსი (50.09 ტონა).

2023 წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში მხოლოდ 2.85 ტონა ზეთი შემოვიდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 1,914.77 ტონა ზეთი იყიდა, რაშიც 2,968.05‬ ათასი დოლარი გადაიხადა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა