მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

როგორ აერთიანებს Majestic New York ინდივიდუალურ დიზაინსა და საერთაშორისო სტანდარტებს

news image
mbc image

Majestic New York ძვირფასი სამკაულების ბრენდია, რომელიც 2025 წელს შეიქმნა და მომხმარებელს ნიუ-იორკში წარმოებულ ბრილიანტის, ოქროსა და პლატინის სამკაულებს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia ბრენდისა და კომერციული მიმართულების დირექტორს, რუსუდან კობახიძეს ესაუბრა.

როგორია Majestic New York-ის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Majestic New York-ის იდეა 2025 წელს გაჩნდა, 2026 წლის მაისში კი ჩვენი პირველი შოურუმი გაიხსნა ზ. ფალიაშვილის 71-ში. Majestic New York-ში ვქმნით ბრილიანტის, ოქროსა და პლატინის ძვირფას სამკაულს, რომელიც ნიუ იორკში იწარმოება. ყველაფერი იწყება სამკაულის იდეითა და კონცეფციით, შემდეგ ვქმნით დიზაინს, რომელიც ჩვენს არტიზანებს ხელით მოჰყავთ სისრულეში.

ბრენდის შექმნის დღიდან, ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის სამკაული, რომლის შეძენის გამოცდილება ისეთივე სრულყოფილია, როგორც თავად ნივთი.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი და რა მიმართულებებს აერთიანებს თქვენი კოლექციები?

ჩვენი მთავარი მიმართულება ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდებია - ეს არის მიმართულება, რითიც ძალიან ვამაყობთ და რაზე მუშაობაც ყველაზე დიდ სიხარულს გვანიჭებს. ნიშნობის ბეჭედი ყველასთვის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტთან ასოცირდება, შესაბამისად, მომხმარებლისთვის საოცნებო, იდეალური ნიშნობის ბეჭდის შერჩევა, ან ახლის შექმნა, ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი პროცესია.

Majestic New York-ში მომხმარებელს ვთავაზობთ ბუნებრივ და ლაბორატორიულ ბრილიანტს, რაც დიდ თავისუფლებას იძლევა არჩევანის გაკეთების დროს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Majestic New York-ში შეძენილი ბრილიანტი საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ არის დამოწმებული (GIA/IGI სერტიფიკატები).

ნიშნობის ბეჭდებთან ერთად, ვქმნით ბრილიანტის სამკაულს, რომელიც აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე სტილს, ვიზიარებთ ინდუსტრიის ტენდენციებს და ვცდილობთ მომხმარებლებს, ჩვენს ბრენდში ყოველთვის დავახვედროთ ის, რასაც სხვაგან ვერ აღმოაჩენენ.

რა განასხვავებს Majestic New York-ს ქართულ ბაზარზე და რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

Majestic New York-ის მთავარი უპირატესობა ხარისხის, ინდივიდუალური მიდგომისა და საერთაშორისო შესაძლებლობების ერთობლიობაა. ჩვენი სამკაული იქმნება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უმაღლესი ხარისხის ძვირფასი ლითონებით, სერთიფიცირებული ბრილიანტებითა და დამუშავების თითოეული დეტალისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.

ამასთან, მომხმარებელს ვთავაზობთ ინდივიდუალური შეკვეთით სამკაულის შექმნას, რაც საშუალებას გვაძლევს, მისი სურვილები უნიკალურ დიზაინში ავსახოთ. ჩვენი საერთაშორისო კავშირები კი გვაძლევს წვდომას იშვიათ და განსაკუთრებულ ბრილიანტებზე, რომელთა მოძიებაც ხშირ შემთხვევაში, რთული და ზოგჯერ შეუძლებელია.

სწორედ ამ შესაძლებლობების ერთობლიობით ვთავაზობთ მომხმარებელს გამორჩეულ სამკაულსა და მის სურვილებზე მორგებულ გამოცდილებას.

რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილი პერიოდისთვის - იგეგმება თუ არა ახალი კოლექციები, შოურუმების დამატება ან სხვა მიმართულებების განვითარება?

ამჟამად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სიახლეა წინ - სულ რამდენიმე კვირაში, Majestic New York-ის მეორე შოურუმი უკვე ბათუმში შეხვდება მოხმარებელს. ბრენდზე ფიქრისას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ყოველთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა იყო, რაც უპირველესყოვლისა, ჩვენს შოურუმებში იქმნება.

შოურუმში ვიზიტისას, მომხმარებელს ჩვენი ექსპერტების გუნდი სამკაულის შერჩევის სრულ პროცესში ეხმარება - იქნება ეს არსებული კოლექციიდან იდეალურის პოვნა, თუ ახალი დიზაინის შექმნა ინდივიდუალური შეკვეთით. ეს პროცესი სასიამოვნო გარემოში ხდება, სადაც ესთეტიკა და ხარისხი ერთიანდება. სწორედ, ამ გამოციდლების გაზიარებას ვგეგმავთ ჩვენს ახლა უკვე მეორე შოურუმში, ბათუმში.

ახალ შოურუმთან ერთად, მომხმარებელი სულ მალე სამკაულის ახალ კოლექციას იხილავს, რომელიც განსაკუთრებული და იშვიათი ბუნებრივი ბრილიანტებით არის შექმნილი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აერთიანებს Majestic New York ინდივიდუალურ დიზაინსა და საერთაშორისო სტანდარტებს

14.10.2026.16:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა