მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ აფასებს ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე პრემიერისა და ბიზნესის შეხვედრას

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ქვეყნის წამყვანი ბიზნესმენების შეხვედრა დააორგანიზა, სადაც კერძო სეატორს საკუთარი მოსაზრებების და დარგში არსებულ გამოწვევებზე საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა. პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ბიზნესის ხმა, ხოლო ბიზნესმა - მთავრობის გეგმები.  აღმასრულებელი ხელისუფლება  და კერძო სექტორი შეთანხმდა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

უფრო კონკრეტულად, როგორ აფასებს ბიზნესი მთავრობის მეთაურთან და მის მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრას Business Insider Georgia დეველოპერული კომპანია  ELT Group-ის დამფუძნებელს ელგუჯა თურმანიძეს გაესაუბრა. 

„მინდა თქვა, რომ აღნიშნული პლატფორმები, შესაბამისი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ეს არის საშუალება რა დროსაც ხდება პირდაპირი კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. იყო განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, დასმული იყო ძალიან ბევრი სამუშაო კითხვა, რომელზედაც ნაწილობრივ პასუხი მივიღეთ და ნაწილობრივ დაგვპირდა პრემიერ-მინისტრი მაქსიმალურ დახმარებას. რიგ კითხვებზე პასუხებით უახლოეს დღეებში სხვა სამუშაო ფორმატების გამართვას და მუშაობის გაგრძელებას. მათ შორის საინტერესო მიმართულებები იყო, როგორც ენერგეტიკის, ტურიზმის, სამშენებლო-დეველოპმენტის მიმართულებით, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ბევრი სხვა საკითხები. ვფიქრობ, რომ აღნიშნული შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს და იქნება მაქსიმალურად პროდუქტიული და არანაირად ხელის შემშლელი“.

- ბატონო ელგუჯა რა გამოწვევებს ხედავთ დღეს უძრავი ქონების სექტორში, რა ინიციატივები აქვს სექტორს, რომელსაც მთავრობას გააცნობს და შემდეგ ის იმსჯელებს გაითვალისწინოს თუ არა. 

- დიახ, უძრავი ქონების სექტორის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მოთხოვნები შენარჩუნებული, ასევე ახალი ბაზრების ათვისება, ეს იქნება როგორც დსთ-ს ქვეყნები, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ინდოეთი, ჩინეთი, ცენტრალური ევროპა თუ ასე შემდგომ. ანუ როგორც შენარჩუნება, ასევე ახალი ბაზრების მოპოვება. ამის ხელშესაწყობად დასმული იყო რამდენიმე კითხვა და მივიღეთ შესაბამისი პასუხიც, დაპირებაც, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგებიან. მაგალითად, ჩვენს მიერ დაფიქსირებული იყო „გოლდენ ვიზების“ გადახედვა, იმ საინვესტიციო თანხების გადახედვა და შემცირება, რათა ის მოვიდეს კონკურენტუნარიან სიტუაციაში ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები, როგორიც არის საბერძნეთი, კვიპროსი, პორტუგალია თუ ასე შემდგომ. რაც დაკვირვებით, ჩვენი შესწავლით, ჩვენი სტატისტიკით ამ სეგმენტს გაყიდვებში დაეხმარება მინიმუმ 20-25%-ით. 

- დღეისათვის, რამდენად არის შენარჩუნებული უცხოელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ და რჩება თუ არა გაყიდვების ტემპი იმავე დონეზე, რაც, მაგალითად, გასულ წელს იყო?

- დიახ, ამ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს გვიწევს ძალიან დიდი ძალისხმევა ხელისუფლებასთან ერთად, შევინარჩუნოთ აღნიშნული მდგომარეობა. კარგად იცით, რომ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, რეგიონში ქვეყნის გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში რა რთული ვითარებაა და ჩვენ ამ ვიწრო დერეფანში უნდა გავძვრეთ მაქსიმალურად უვნებლად. ამისათვის გვიწევს დიდი ძალისხმევა, როგორც არსებული ბაზრების შესანარჩუნებლად, ასევე ახალი ბაზრების ათვისებით ხდება კომპენსირება, როგორც შენარჩუნება, ასევე ზრდა. ამიტომ ამ ყველაფერს უნდა კიდევ ერთხელ, კარგად დეტალურად შესწავლა და ერთობლივი მუშაობით ვფიქრობთ, რომ ეს მიღწევადია. არ იქნება მარტივი, მაგრამ მიღწევადია.

- მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის დასრულებამდე რამდენიმე თვე დარჩა, როგორ შეაფასებდით ELT Group-ისთვის მიმდინარე წელს და რა გეგმებით ხვდება კომპანია 2026 წელს?

- 2025 წელი შემიძლია ჩვენი კომპანიისთვის შევაფასო დადებითად. ჩვენ წელს დავასრულეთ რამდენიმე პროექტი ბათუმში - ჩვენს „იელთი კვარტალში“. ასევე, 2025 წლის მეორე ნახევარში დავიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა, როგორც ბათუმში, ისე დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოს ულამაზეს - კახეთის რეგიონში. 2025 წლის ბოლოს, 2026 წლის დასაწყისში ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ საინტერესო სიახლეებით შევხვდეთ - ჩვენი ახალი პროექტები, ჩვენს ახალ პარტნიორებთან ერთად. ძირითადი ჩვენი პარტნიორები არიან ესპანელები, ამერიკელები და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, მალე დავაანონსებთ ყველაფერს საკმაოდ წარმატებით.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა