როგორ აფასებს ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე პრემიერისა და ბიზნესის შეხვედრას
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ქვეყნის წამყვანი ბიზნესმენების შეხვედრა დააორგანიზა, სადაც კერძო სეატორს საკუთარი მოსაზრებების და დარგში არსებულ გამოწვევებზე საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა. პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ბიზნესის ხმა, ხოლო ბიზნესმა - მთავრობის გეგმები. აღმასრულებელი ხელისუფლება და კერძო სექტორი შეთანხმდა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
უფრო კონკრეტულად, როგორ აფასებს ბიზნესი მთავრობის მეთაურთან და მის მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრას Business Insider Georgia დეველოპერული კომპანია ELT Group-ის დამფუძნებელს ელგუჯა თურმანიძეს გაესაუბრა.
„მინდა თქვა, რომ აღნიშნული პლატფორმები, შესაბამისი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ეს არის საშუალება რა დროსაც ხდება პირდაპირი კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. იყო განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, დასმული იყო ძალიან ბევრი სამუშაო კითხვა, რომელზედაც ნაწილობრივ პასუხი მივიღეთ და ნაწილობრივ დაგვპირდა პრემიერ-მინისტრი მაქსიმალურ დახმარებას. რიგ კითხვებზე პასუხებით უახლოეს დღეებში სხვა სამუშაო ფორმატების გამართვას და მუშაობის გაგრძელებას. მათ შორის საინტერესო მიმართულებები იყო, როგორც ენერგეტიკის, ტურიზმის, სამშენებლო-დეველოპმენტის მიმართულებით, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ბევრი სხვა საკითხები. ვფიქრობ, რომ აღნიშნული შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს და იქნება მაქსიმალურად პროდუქტიული და არანაირად ხელის შემშლელი“.
- ბატონო ელგუჯა რა გამოწვევებს ხედავთ დღეს უძრავი ქონების სექტორში, რა ინიციატივები აქვს სექტორს, რომელსაც მთავრობას გააცნობს და შემდეგ ის იმსჯელებს გაითვალისწინოს თუ არა.
- დიახ, უძრავი ქონების სექტორის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მოთხოვნები შენარჩუნებული, ასევე ახალი ბაზრების ათვისება, ეს იქნება როგორც დსთ-ს ქვეყნები, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ინდოეთი, ჩინეთი, ცენტრალური ევროპა თუ ასე შემდგომ. ანუ როგორც შენარჩუნება, ასევე ახალი ბაზრების მოპოვება. ამის ხელშესაწყობად დასმული იყო რამდენიმე კითხვა და მივიღეთ შესაბამისი პასუხიც, დაპირებაც, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგებიან. მაგალითად, ჩვენს მიერ დაფიქსირებული იყო „გოლდენ ვიზების“ გადახედვა, იმ საინვესტიციო თანხების გადახედვა და შემცირება, რათა ის მოვიდეს კონკურენტუნარიან სიტუაციაში ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები, როგორიც არის საბერძნეთი, კვიპროსი, პორტუგალია თუ ასე შემდგომ. რაც დაკვირვებით, ჩვენი შესწავლით, ჩვენი სტატისტიკით ამ სეგმენტს გაყიდვებში დაეხმარება მინიმუმ 20-25%-ით.
- დღეისათვის, რამდენად არის შენარჩუნებული უცხოელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ და რჩება თუ არა გაყიდვების ტემპი იმავე დონეზე, რაც, მაგალითად, გასულ წელს იყო?
- დიახ, ამ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს გვიწევს ძალიან დიდი ძალისხმევა ხელისუფლებასთან ერთად, შევინარჩუნოთ აღნიშნული მდგომარეობა. კარგად იცით, რომ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, რეგიონში ქვეყნის გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში რა რთული ვითარებაა და ჩვენ ამ ვიწრო დერეფანში უნდა გავძვრეთ მაქსიმალურად უვნებლად. ამისათვის გვიწევს დიდი ძალისხმევა, როგორც არსებული ბაზრების შესანარჩუნებლად, ასევე ახალი ბაზრების ათვისებით ხდება კომპენსირება, როგორც შენარჩუნება, ასევე ზრდა. ამიტომ ამ ყველაფერს უნდა კიდევ ერთხელ, კარგად დეტალურად შესწავლა და ერთობლივი მუშაობით ვფიქრობთ, რომ ეს მიღწევადია. არ იქნება მარტივი, მაგრამ მიღწევადია.
- მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის დასრულებამდე რამდენიმე თვე დარჩა, როგორ შეაფასებდით ELT Group-ისთვის მიმდინარე წელს და რა გეგმებით ხვდება კომპანია 2026 წელს?
- 2025 წელი შემიძლია ჩვენი კომპანიისთვის შევაფასო დადებითად. ჩვენ წელს დავასრულეთ რამდენიმე პროექტი ბათუმში - ჩვენს „იელთი კვარტალში“. ასევე, 2025 წლის მეორე ნახევარში დავიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა, როგორც ბათუმში, ისე დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოს ულამაზეს - კახეთის რეგიონში. 2025 წლის ბოლოს, 2026 წლის დასაწყისში ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ საინტერესო სიახლეებით შევხვდეთ - ჩვენი ახალი პროექტები, ჩვენს ახალ პარტნიორებთან ერთად. ძირითადი ჩვენი პარტნიორები არიან ესპანელები, ამერიკელები და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, მალე დავაანონსებთ ყველაფერს საკმაოდ წარმატებით.
სხვა სიახლეები
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
16.06.2026.15:11
27 ივნისს, საქართველოში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ეს არის ტურნირი, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და სწორედ, აქ იბადებიან მომავალი ვარსკვლავები.
2017 წლის შემდეგ, საქართველო ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს, ტურნირის წარმატებით ჩატარების შედეგად, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლის ახალი, გაფართოებული ფორმატის, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაც საქართველოს ანდო. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 12-ის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს, რაც კონკურენციას ამძაფრებს და შედეგად, ტურნირისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.
ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩებს თბილისი ავჭალის სტადიონი და ქუთაისის აია არენა უმასპინძლებენ; ხოლო ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები მიხეილ მესხის სტადიონი ჩატარდება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.
როცა ახალგაზრდა სპორტსმენები მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა მხოლოდ ნიჭი, არამედ რწმენაა - საკუთარი თავის, გუნდისა და მომავლის რწმენა. სწორედ, ამიტომ არის თიბისი ქართული რაგბის მხარდამჭერი. გვჯერა, რომ შესაძლებლობების დანახვა და მათი მხარდაჭერა ქმნის გამარჯვების საფუძველს - როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, სადაც თიბისის მოსწავლის ბარათზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს: https://tkt.ge/show/31504/ragbi-u20-msoflio-chempionati