მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ აფასებს CityPay.io - ს თანადამფუძნებელი Startup Grind - ის ღონისძიებას

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს და ამ მიმართულებით ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სპიკერების რანგში, ქართული სტარტაპის CityPay.io - ს დამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალპ ჰატიპოღლუ იყვნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა მათი პირადი  გამოცდილების გაზიარებას.  ერალპ ჰატიპოღლუმ ისაუბრა  თუ რა გზა გაიარეს მათ ამ 3 წლის განმავლობაში, დაარსებიდან - ინვესტიციამდე.  ისაუბრეს, თუ რა იყო თავდაპირველი იდეა, როგორ შეძლეს 10 მლნ. დოლარის  დაფინანსების მოპოვება და როგორ გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე, ასევე თუ რა გამოწვევები ჰქონდათ გზადაგზა და როგორ გაუმკლავდნენ მათ.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებდი Startup Grind - ის შეხვედრაში, სპიკერის რანგში და შევხვდი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროთი დაინტერესებულ არაერთ საინტერესო ადამიანს. მიმაჩნია, რომ მსგავსი პლატფორმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი და ბენეფიტურია დამწყები სტარტაპერებისთვის, რადგან ასეთი ღონისძიებებით, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ ერთმანეთის გამოციდლებებზე, მათ წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის გაზრდას, განვითარებასა და ამ სექტორში ინოვაციების დანერგვას. დამწყებ სტარტაპერებს ვურჩევდი, რომ აირჩიეთ ის ბიზნეს იდეა, რომლითაც ყველაზე მეტად ხართ გატაცებული, შექმენით ძლიერი გუნდი და იყავით ადაპტირებადი, რადგან სტარტაპ გარემო მუდმივად ცვალებადია. ასევე, იზეიმეთ მცირე გამარჯვებები, რათა იყოთ მოტივირებული მთელი თქვენი სამეწარმეო „მარათონის“ განმავლობაში. გარდა ამისა, ვურჩევდი რომ იპოვონ, გაიცნონ და დაუახლოვნენ ადგილობრივ სტარტაპერებს, დაუკავშირდნენ უკვე გამოცდილ მეწარმეებს, მენტორებს, ინვესტორებს და ეცადონ მიიღონ მათი უკუკავშირი და მხარდაჭერა. ეს ყოველივე საჭიროა იმისთვის, რომ უფრო გამოცდილი ადამიანებისგან ვისწავლოთ და შეცდომები თავიდან ავირიდოთ“. - განაცხადა ერალპ ჰატიპოღლუმ, CityPay.io - ს თანადამფუძნებელმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა