მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.5
-0.0161
flag
AZN 1.5416
-0.0025
flag
CNY 38.979
-0.0068
flag
EUR 3.0314
-0.011
flag
GBP 3.5322
-0.0205
flag
KZT 57.61
0.0031
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6205
-0.0045
news banner

როგორ აფასებს Escapers წლის პირველ ნახევარს და რა არის კომპანიის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში

news image
mbc image

2026 წლის პირველი ნახევარი Escapers-ისთვის აქტიური და გამოწვევებით დატვირთული პერიოდი იყო. ამ პერიოდში კომპანიამ ახალი, შემეცნებითი და კულტურაზე დაფუძნებული ტურების განვითარება დაიწყო, წლის მეორე ნახევარში კი კორპორატიული ტურიზმის მიმართულების გაძლიერებას გეგმავს.

როგორ აფასებს Escapers 2026 წლის პირველ ნახევარს, როგორ შეიცვალა მოგზაურების მოთხოვნა და რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილ პერიოდში - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი ანი კეკელია ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით Escapers-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს? რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი Escapers-ისთვის საკმაოდ აქტიური და მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის ირანთან დაკავშირებულმა კრიზისმა და ამერიკის ჩართულობამ, გავლენა იქონია ავიაციაზე, ფრენების დაგეგმვაზე, ფასებსა და, შესაბამისად, მოგზაურების გადაწყვეტილებებზეც.

ამ პერიოდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ტურიზმისთვის კრიზისი უკვე აღარ არის მხოლოდ დროებითი მოვლენა, რომლის გადალახვის შემდეგაც ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. კრიზისები ერთმანეთის მიყოლებით მიმდინარეობს. ამიტომ მთავარი გამოწვევა მხოლოდ კონკრეტული კრიზისის გადატანა კი არა, მუდმივი მზადყოფნა და სწრაფი ადაპტაციაა.

კრიზისებთან მუშაობამ ბევრი ახალი გამოცდილება მოგვცა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მოქნილობა და სწრაფი რეაგირება ტურიზმის ბიზნესში უკვე ყოველდღიური მუშაობის ნაწილია.

როგორ შეიცვალა ქართველი მოგზაურების მოთხოვნა 2026 წლის პირველ ნახევარში?

ქართველი მოგზაური დღეს უფრო გააზრებულად ირჩევს მოგზაურობას. ფასის გარდა, ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, უსაფრთხოება, კომფორტი და ის, თუ რა გამოცდილებას მიიღებენ კონკრეტული მოგზაურობისგან.

ამ პერიოდში საინტერესო იყო ადამიანების რეაქციაც რეგიონში მიმდინარე კრიზისებზე. ჩვენი დაკვირვებით, გარკვეულ შემთხვევებში რეალურ მოვლენებთან შედარებით მომხმარებლის რეაქცია უფრო მძაფრი იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო სხვადასხვა საინფორმაციო არხიდან მიღებული სწრაფი და ხშირად გამძაფრებული სიახლეები, რაც ადამიანებში დამატებით შფოთვას და გაურკვევლობას ქმნიდა. შედეგად, ზოგჯერ გადაწყვეტილებები მიიღებოდა არა მხოლოდ რეალური ვითარების, არამედ იმ ინფორმაციის გავლენითაც, რომელსაც ადამიანი სხვადასხვა არხიდან იღებდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მოგზაურობის სურვილი არ გამქრალა. შეიძლება შეიცვალოს მიმართულება, თარიღი ან ბიუჯეტი, მაგრამ ადამიანებს ისევ სურთ ახალი ადგილების ნახვა და ახალი გამოცდილების მიღება.

კვლავ მაღალი მოთხოვნაა თურქეთის, საბერძნეთის, ეგვიპტისა და ევროპის მიმართულებებზე, თუმცა საინტერესო ცვლილებასაც ვხედავთ. ადამიანებს სულ უფრო მეტად აინტერესებთ ისეთი მოგზაურობები, რომლებსაც კონკრეტული იდეა და შინაარსი აქვს.

მხოლოდ სასტუმროში დარჩენა და დასვენება ბევრისთვის უკვე საკმარისი აღარ არის. ადამიანს სურს ახალი ადგილი ნახოს, აღმოაჩინოს, განიცადოს და მოგზაურობიდან რეალური გამოცდილება მიიღოს.

წლის პირველ ნახევარში აქტიურად საუბრობდით ახალი მიმართულებების დამატებასა და საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებაზე. რა სიახლეები დაემატა Escapers-ის შეთავაზებებს?

ახალი მიმართულებების კუთხით ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო გახდა შემეცნებითი და იდეაზე დაფუძნებული ტურების განვითარება.

გვინდა, მოგზაურობა მხოლოდ კონკრეტულ ქალაქში ჩასვლას არ ნიშნავდეს. ამიტომ ვმუშაობთ ტურებზე, რომლებსაც კონკრეტული თემა და იდეა ექნება. ერთ-ერთი მიმართულება, რომლის განვითარებაც დავიწყეთ, არის ხელოვნებასთან, მუზეუმებთან, ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული ტურები.

ჩვენი მიზანია, ადამიანს მოგზაურობის დროს არა მხოლოდ ახალი ადგილის ნახვის, არამედ ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობაც მივცეთ. ეს არის მიმართულება, რომლის განვითარებასაც მომავალშიც აქტიურად ვაპირებთ.

რა არის Escapers-ის მთავარი ფოკუსი 2026 წლის დარჩენილ პერიოდში და როგორი მოლოდინი გაქვთ წლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით?

წლის მეორე ნახევარში გავაგრძელებთ როგორც პოპულარულ მიმართულებებზე მუშაობას, ისე ახალი ტიპის ტურების შექმნას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულტურულ და შემეცნებით მოგზაურობებს.

ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება კორპორატიული ტურიზმის განვითარება. გვინდა, გავზარდოთ ჩვენი კორპორატიული კლიენტების ბაზა და უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ კომპანიებთან, შევთავაზოთ მათ როგორც საქმიანი მოგზაურობის, ისე გუნდური და კორპორატიული ღონისძიებებისთვის მორგებული ტურისტული სერვისები.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს უბრალოდ „ტური“ კი არ შევთავაზოთ, არამედ ვუთხრათ, რატომ არის ეს მოგზაურობა საინტერესო და რას მიიღებს ის ამ გამოცდილებისგან.

ვფიქრობ, სწორედ ეს მიდგომა გახდება Escapers-ის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი. ტურიზმი შეიძლება მუდმივად იცვლებოდეს და ახალ გამოწვევებს აწყდებოდეს, მაგრამ ადამიანების სურვილი, ნახონ, განიცადონ და გაიგონ, ყოველთვის უცვლელი დარჩება.

სანამ ეს სურვილი არსებობს, ტურიზმს განვითარების შესაძლებლობაც ექნება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „აგრიქულას“ 2026 წლის პირველი ნახევარი - ზრდა, ახალი სერვისები და სამომავლო გეგმები

03.09.2026.10:25

„აგრიქულა“ ფერმერებს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო პროდუქციისა და სერვისების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. პლატფორმა აერთიანებს ფართო ასორტიმენტს, პროფესიულ კონსულტაციას, ონლაინ შესყიდვასა და პროდუქციის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.

როგორ აფასებს „აგრიქულა“ 2026 წლის პირველ ნახევარს, როგორ იცვლება ფერმერების მოთხოვნები და რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილ პერიოდში - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს „აგრიქულას“ გაყიდვების ხელმძღვანელი ლიკა ჭიჭაყუა ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით „აგრიქულასთვის“ 2026 წლის პირველ 6 თვეს და რა არის ის მთავარი შედეგები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდით?

2026 წლის პირველ ექვს თვეს „აგრიქულასთვის“ ნამდვილად დადებითად შევაფასებდი. ამ პერიოდში გავიზარდეთ როგორც გაყიდვების, ისე მომხმარებელთა რაოდენობისა და ცნობადობის მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს „აგრიქულას“ უკვე გაცილებით მეტი ფერმერი იცნობს და იყენებს არა მხოლოდ როგორც ონლაინ მაღაზიას, არამედ როგორც პლატფორმას, სადაც მისთვის საჭირო პროდუქტის მოძიება, შერჩევა და შეძენა მაქსიმალურად მარტივად შეუძლია.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი სწორედ მომხმარებლის ქცევის ცვლილებაა. თუ რამდენიმე წლის წინ ონლაინ შეკვეთის განთავსებისას ფერმერების ნაწილს ჩვენი გუნდის დახმარება სჭირდებოდა, დღეს სულ სხვა სურათი გვაქვს - მომხმარებლები დამოუკიდებლად არჩევენ პროდუქტებს, ათავსებენ შეკვეთას და გადიან შეძენის პროცესს დამატებითი დახმარების გარეშე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან ნიშნავს, რომ შევძელით პლატფორმა რეალურად მომხმარებელზე მორგებული და მარტივი გაგვეხადა.

ამასთანავე, ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ პროდუქტის ონლაინ გაყიდვა. ვცდილობთ, ფერმერს შევუქმნათ სრულყოფილი და კომფორტული შესყიდვის გამოცდილება - შევთავაზოთ ფართო ასორტიმენტი ერთ სივრცეში, მის საჭიროებებზე მორგებული გადახდის შესაძლებლობები, მათ შორის განვადება, პროფესიული კონსულტაცია და პროდუქტის ადგილზე მიწოდება საქართველოს პრაქტიკულად ნებისმიერ წერტილში, სამწუხაროდ, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

საბოლოოდ, 2026 წლის პირველი ნახევრის მთავარ შედეგად გამოვყოფდი არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ ნდობის ზრდასაც. ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ უფრო და უფრო მეტი ფერმერისთვის ონლაინ შეძენა უკვე ბუნებრივი და კომფორტული პროცესია. სწორედ ამ მიმართულებით ვხედავთ „აგრიქულას“ განვითარებასაც - ტექნოლოგიების დახმარებით ფერმერისთვის საჭირო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გავხადოთ.

როგორი იყო ფერმერების მოთხოვნა „აგრიქულას“ სერვისებზე წლის პირველ ნახევარში და რომელ მიმართულებებზე გამოიკვეთა ყველაზე მეტი ინტერესი?

ფერმერების მოთხოვნა წლის პირველ ნახევარში საკმაოდ აქტიური იყო და, ბუნებრივია, გარკვეულწილად სეზონურ ხასიათსაც ატარებდა. სოფლის მეურნეობაში საჭიროებები სეზონების მიხედვით იცვლება - სხვადასხვა პერიოდში აქტუალური ხდება კონკრეტული დაავადებების პრევენცია და მკურნალობა, მცენარეთა დაცვა, მავნებლებთან ბრძოლა თუ სხვა სეზონური სამუშაოები. შესაბამისად, მოთხოვნაც სწორედ ამ საჭიროებებს მიჰყვება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მხოლოდ გაყიდვების ჭრილში არ ვუყურებთ. მუდმივად ვაკვირდებით, რა სჭირდება ფერმერს კონკრეტულ პერიოდში და ვცდილობთ, შესაბამისი პროდუქცია დროულად იყოს მისთვის ხელმისაწვდომი. ამ მხრივ განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა სწორედ სეზონურ პროდუქტებზე ფიქსირდება.

ამასთანავე, საკმაოდ საინტერესო ტენდენციაა ფერმის მცირე ინვენტარისა და ტექნიკის მიმართულებით მზარდი ინტერესი. ფერმერები სულ უფრო მეტად ცდილობენ ყოველდღიური სამუშაო პროცესების გამარტივებასა და მცირე მასშტაბის მექანიზაციას. შესაბამისად, მოთხოვნადია ისეთი ინვენტარი და ტექნიკა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დაზოგონ დრო, შეამცირონ ხელით შრომა და უფრო ეფექტიანად მართონ მეურნეობა.

საბოლოოდ, ჩვენთვის ეს ტენდენციები ერთ რამეს აჩვენებს - თანამედროვე ფერმერის მოთხოვნა თანდათან იცვლება. მას აღარ სჭირდება მხოლოდ კონკრეტული პროდუქტი; მისთვის მნიშვნელოვანია, ერთ სივრცეში ჰქონდეს წვდომა როგორც სეზონური პრობლემების გადასაჭრელ საშუალებებზე, ისე იმ ინვენტარსა და ტექნიკაზე, რომელიც მეურნეობის განვითარებასა და სამუშაო პროცესების გამარტივებაში დაეხმარება. სწორედ ამ მოთხოვნის შესაბამისად ვავითარებთ „აგრიქულას“ ასორტიმენტსა და სერვისებს.

„აგრიქულა“ ფერმერებისთვის არა მხოლოდ პროდუქციის, არამედ კონსულტაციისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობასაც ქმნის - როგორ განვითარდა ეს მიმართულება 2026 წლის პირველ ნახევარში და რა შედეგი ჰქონდა საგანმანათლებლო აქტივობებსა და ტრენინგებს?

ჩვენთვის „აგრიქულა“ თავიდანვე არ ყოფილა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვის პლატფორმა. ჩვენი მიზანია, ფერმერს პროდუქტთან ერთად მივცეთ ცოდნა, პროფესიული კონსულტაცია და მხარდაჭერა, რაც საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. 2026 წლის პირველ ნახევარში ამ მიმართულებით განხორციელებულმა აქტივობებმა კიდევ უფრო გააძლიერა მომხმარებლის ნდობა ჩვენი პლატფორმისა და გუნდის მიმართ.

„აგრიქულას“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა პროფესიონალი სპეციალისტების გუნდია - ვეტერინარები და აგრონომები, რომლებიც მომხმარებლებს საჭიროების შესაბამისად უწევენ კონსულტაციას. ფერმერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის შეძენისას მხოლოდ არჩევანის წინაშე არ დარჩეს და ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს პროფესიული ინფორმაცია მისი დანიშნულების, სწორად გამოყენებისა და კონკრეტულ საჭიროებასთან შესაბამისობის შესახებ.

ცოდნის გაზიარებას სხვადასხვა ფორმით ვცდილობთ. მათ შორის გვაქვს საგანმანათლებლო აქტივობები და სპეციალური კამპანიები, როდესაც კონკრეტული პროდუქციის შეძენისას მომხმარებლებს შესაბამის თემატურ ლიტერატურასა და პრაქტიკულ სახელმძღვანელოებს ვთავაზობთ საჩუქრად. ერთი შეხედვით ეს შეიძლება მცირე ინიციატივა ჩანდეს, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფერმერს პროდუქტთან ერთად მივაწოდოთ ცოდნაც, რომელიც მას მომავალშიც გამოადგება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერა. ტექნიკის მიმართულებით გვაქვს საკუთარი ტექნიკური ბაზა, სადაც შესაძლებელია ჩვენს გაყიდვაში არსებული ტექნიკის დიაგნოსტიკა, შეკეთება და აღდგენა. შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობა მომხმარებელთან პროდუქტის გაყიდვით არ სრულდება - ვცდილობთ, საჭიროების შემთხვევაში მას შემდგომი მომსახურებაც შევთავაზოთ.

ვფიქრობ, სწორედ ამ მიდგომამ მოგვცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი - გაიზარდა ნდობა „აგრიქულას“ მიმართ. როდესაც მომხმარებელმა იცის, რომ მის უკან დგას პროფესიონალი გუნდი, რომელსაც შეუძლია მისცეს რჩევა, გაუზიაროს ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მხარდაჭერაც აღმოუჩინოს, ურთიერთობა სცდება ერთჯერად ყიდვა-გაყიდვას და გრძელვადიან პარტნიორობად ყალიბდება. სწორედ ეს არის მიმართულება, რომლის კიდევ უფრო განვითარებასაც ვგეგმავთ.

რა არის „აგრიქულას“ მთავარი პრიორიტეტები და გეგმები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში - იგეგმება თუ არა სერვისების გაფართოება, ახალი მიმართულებების დამატება ან რეგიონებში ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა?

2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კვლავ ფერმერია - გვინდა, „აგრიქულას“ სერვისებით სარგებლობა მისთვის კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდეს, მიუხედავად იმისა, საქართველოს რომელ რეგიონში საქმიანობს.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მომხმარებლის საჭიროებებს და სწორედ მათი უკუკავშირის საფუძველზე ვავითარებთ როგორც პლატფორმას, ისე მომსახურების პროცესს. ვმუშაობთ ონლაინ გამოცდილების კიდევ უფრო გამარტივებაზე, ასორტიმენტის განვითარებაზე, მიწოდების პროცესის გაუმჯობესებასა და პროფესიული მხარდაჭერის გაძლიერებაზე.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში ხელმისაწვდომობა. თანამედროვე ფერმერს ხარისხიან პროდუქტზე, პროფესიულ კონსულტაციასა და შესაბამის სერვისებზე წვდომისთვის არ უნდა უწევდეს დიდი მანძილის გავლა. სწორედ აქ ვხედავთ „აგრიქულას“ ონლაინ პლატფორმის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას — საჭირო პროდუქტი და ინფორმაცია მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ ფერმერთან, მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა.

რაც შეეხება ახალ მიმართულებებს, „აგრიქულას“ განვითარება უწყვეტი პროცესია. ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ მეტი პროდუქტის ან სერვისის დამატება - მნიშვნელოვანია, თითოეული სიახლე რეალურ საჭიროებას პასუხობდეს და მომხმარებლისთვის პრაქტიკულ ღირებულებას ქმნიდეს.

შესაბამისად, წლის მეორე ნახევარშიც ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება მომხმარებელზე ორიენტირებული განვითარება: უფრო მარტივი პლატფორმა, უფრო ხელმისაწვდომი სერვისი, ფართო არჩევანი და კიდევ უფრო ძლიერი კავშირი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ფერმერებთან.

ინფორმაციისთვის, „აგრიქულას“ სერვის ცენტრი მდებარეობს თბილისში, სამგორის მეტროს მიმდებარედ, ქეთევან დედოფლის გამზ. №77 ნომერში. ფიზიკური სივრცის გარდა, ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ პლატფორმაც, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მათ მომსახურებას. ვებ-საიტის მეშვეობით ფერმერებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეიძინონ საჭირო პროდუქცია - ვეტერინარული მედიკამენტები, საკვები, ტექნიკა და სხვა. მიწოდება  ხდება დროულად და უსაფრთხოდ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა