როგორ აფასებს Grammarly - ის ინჟინერი იგორ კონუნჩენკო Startup Grind - ის ღონისძიებას
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობას და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი და Startup Grind უკვე 5 წელია რაც თანამშრომლობენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში კი 45-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა და 7 000 - ზე მეტ დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა ჰქონდა 100 - ზე მეტი საერთაშორისო თუ ადგილობრივი წარმატებული ანტრეპრენერისთვის მოესმინათ.
Startup Grind - ის მორიგი ღონისძიების სპიკერი Grammarly-ის ინჟინერი და Gymnasia-ს დამფუძნებელი, იგორ კონონუჩენკო იყო. შეხვედრაზე მან მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. იგორმა ისაუბრა, თუ როგორ იქცა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი Grammarly-ის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად და რა როლი შეასრულა მილიარდიანი კომპანიის განვითარებაში. ასევე, მან აუდიტორიას კომპლექსური საინჟინრო საკითხების გადასაჭრელად პრაქტიკული რჩევები გაუზიარა და ესაუბრა თუ როგორ არის შესაძლებელი სტარტპებისთვის ტექნოლოგიური გადაწყვეტების გააუმჯობესება.
“მოხარული ვარ რომ Startup Grind - ის ღონისძიებას სპიკერის რანგში შევუერთდი. დამსწრე აუდიტორიას ჩემი გამოცდილების შესახებ ვესაუბრე, საკუთარი კომპანიის დაარსებიდან დაწყებული, Grammarly - ის ტექნიკურ გუნდში მუშაობის გამოცდილების ჩათვლით, თუ რა გზა გავიარეთ, როგორ განვითარდა კომპანია. ვისაუბრე ასევე ორგანიზაციული კულტურის მიმართულებითაც, თუ რა მნიშვნელობისაა ის კომპანიისთვის, განსაკუთრებით კი სტარტაპისთვის და როგორ უნდა მოიზიდო და შეუქმნა კომფორტული გარემო თანამშრომლებს, რათა მათ უფრო მეტად დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნონ თავი. ასევე ვისაუბრე სამომავლო გეგმებსა და საქართველოში ახალ სტარტაპზე - „Gymnasia“ რომლის მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა და ის სხვადასხვა სახის პროგრამებსა და აღჭურვილობას სთავაზობს სხვადასხვა სპორტითა და ფიზიკური აქტივობებით დაინტერესებულ ადამიანს. მიმაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ პირადად მოისმინონ უკვე გამოცდილი სტარტაპერების თუ დარგის სპეციალისტების გამოცდილება და პირადად გაესაუბრონ მათ“ - ამბობს Grammarly-ის ინჟინერი და Gymnasia-ს დამფუძნებელი, იგორ კონონუჩენკო გამართავს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკსა და Startup Grind-ის პარტნიორობის ფარგლებში 2024 წელს ღონისძიებების სერია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, თბილისსა და ბათუმში ჯამში 10 შეხვედრა ჩატარდება.
სხვა სიახლეები
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
16.06.2026.15:11
27 ივნისს, საქართველოში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ეს არის ტურნირი, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და სწორედ, აქ იბადებიან მომავალი ვარსკვლავები.
2017 წლის შემდეგ, საქართველო ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს, ტურნირის წარმატებით ჩატარების შედეგად, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლის ახალი, გაფართოებული ფორმატის, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაც საქართველოს ანდო. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 12-ის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს, რაც კონკურენციას ამძაფრებს და შედეგად, ტურნირისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.
ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩებს თბილისი ავჭალის სტადიონი და ქუთაისის აია არენა უმასპინძლებენ; ხოლო ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები მიხეილ მესხის სტადიონი ჩატარდება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.
როცა ახალგაზრდა სპორტსმენები მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა მხოლოდ ნიჭი, არამედ რწმენაა - საკუთარი თავის, გუნდისა და მომავლის რწმენა. სწორედ, ამიტომ არის თიბისი ქართული რაგბის მხარდამჭერი. გვჯერა, რომ შესაძლებლობების დანახვა და მათი მხარდაჭერა ქმნის გამარჯვების საფუძველს - როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, სადაც თიბისის მოსწავლის ბარათზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს: https://tkt.ge/show/31504/ragbi-u20-msoflio-chempionati