როგორ აფასებს „გურჯაანის ნაყინი“ სეზონს და რა სიახლეებს სთავაზობს ბაზარს
„გურჯაანის ნაყინი“ სეზონს ახალი გემოებით შეხვდა. ამ ბრენდით ნაყინს კომპანია „აისი“ აწარმოებს.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის ტექნოლოგმა და ხარისხის ჯგუფის ხელმძღვანელმა ეთერ მდივანმა განუცხადა, მიმდინარე სეზონზე „გურჯაანის ნაყინმა“ ბაზარზე გამოიტანა ხვეულა ატმის არომატით, ხვეულა კივის არომატით, ხვეულა ნესვის არომატით და ხვეულა საზამთროსა და ნესვის არომატით.
კომპანია დამატებით გეგმავს ხვეულა მანგოს არომატით გამოშვებასაც.
ეთერ მდივანის თქმით, დღეისათვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამინდის გამო რეალიზაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელია.
„გასულ წელს უფრო კარგი სეზონი იყო. წელს სულ წვიმებია და მარტი, აპრილი მაისი ნახევარი ფაქტობრივად არ გვიმუშავია. ნაყინი საქართველოსთვის ხომ სეზონური პროდუქტია. მსოფლიოსთვის არა, მაგრამ საქართველოსთვის სეზონური პროდუქტია. როცა ცივა არავინ არ ჭამს და როცა ცხელა ყველა ჭამს. ვერ გეტყვით, რომ წელს საუკეთესო სეზონი იყო. წინ გვაქვს თვენახევარი, 15 აგვისტომდე, მერე უკვე აცივდება.
გასული თვეებში ნაყინის მწარმოებლებისთვის ცუდი სეზონი იყო და სამომავლოდ არ ვიცი. თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით გასული წლის სეზონთან შედარებით რეალიზაცია დაბალია. ჩვენ ხომ ბაზრის მოთხოვნაზე ვართ დამოკიდებულები, რაც ბაზარს უნდა იმდენს ვაწარმოებთ“, - აცხადებს ეთერ მდივანი.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, „გურჯაანის ნაყინს“ ფასები არ გაუზრდია და წელსაც იგივე ფასებში ყიდის პროდუქციას.
კომპანია „აისი“ „გურჯაანის ნაყინის“ შეტანაზე ქსელურ მარკეტებთან მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს „გურჯაანის ნაყინზე“ მოთხოვნა არის.
„სულ გვირეკავენ მომხმარებლები, რომ ჩვენს რაიონში არ არის თქვენი ნაყინი, ჩვენს ქუჩაზე თქვენი ნაყინი არააო. რაც მაცივრები გაქვს ყველას ვავსებთ. ზოგადად მაცივრები ძვირია“, - ამბობს ეთერ მდივანი.
თბილისში „გურჯაანის ნაყინის“ შეძენა შესაძლებელია „ფრესკოში“ და რამდენიმე მცირე ქსელურ მარკეტებში: „ბილმარტი“, „შირნჰოფერი“, „კალათა“, იფქლის მაღაზიები, „მარი მარკეტი“, „ბესთ მარკეტი“, „მეინ მარტი“ და უბნის არაქსელური მაღაზიები. ასევე „გურჯაანის ნაყინის“ დიაბეტური ნაყინის შეძენა შესალებელია მხოლოდ „ზღაპარის“ ქსელში.
დღეისათვის „გურჯაანის ნაყინი“ ბაზარზე წარმოდგენილია 4 სახეობა ჭიქის ნაყინით, 2 სახეობა პლომბირით, 4 სახეობა ოჯახურით, 5 სახეობა ესკიმოთი და 1 სახეობა თავადური თხილით.
ხოლო რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ნაყინებს, ესენია: ბრიკეტი, ხვეულა, პლომბირი, თეთრი ჭიქის ნაყინი ბრენდი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.