მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

როგორ აფასებს „იდეოგრაფი“ 2026 წლის პირველ ნახევარს და რა გეგმები აქვს კომპანიას

news image
mbc image

2026 წლის პირველი ნახევარი „იდეოგრაფისთვის“ ზრდისა და განვითარების მიმართულებით აქტიური აღმოჩნდა. კომპანიაში ამ პერიოდის მთავარ შედეგებად არსებული პარტნიორების ნდობის შენარჩუნებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას აფასებენ.

როგორ აფასებენ „იდეოგრაფში“ 2026 წლის პირველ ნახევარს და რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილ პერიოდში - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებლები ლიკუნა ხაჩიძე და ლელა ზვიადაური ესაუბრნენ.

როგორ შეაფასებდით „იდეოგრაფისთვის" 2026 წლის პირველ 6 თვეს და რა არის ის მთავარი შედეგები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდით?

„იდეოგრაფისთვის“ 2026 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ ნაყოფიერი და ზრდაზე ორიენტირებული აღმოჩნდა. თუმცა, ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად არა მხოლოდ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, არამედ უკვე არსებული პარტნიორების ნდობის გამართლება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება მიგვაჩნია.

თუ ადრე ჩვენი მთავარი მიზანი ახალი პარტნიორების ძიება იყო, დღეს ჩვენი წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი სწორედ არსებული, სტაბილური პარტნიორების ნდობის შენარჩუნებაა, ადამიანები და კომპანიები, რომლებიც კვლავ გვირჩევენ, გვანდობენ საკუთარ ბრენდებს და გვაძლევენ სტიმულს, გავაკეთოთ მეტი, კიდევ უფრო მაღალი ხარისხით.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა მარკეტინგულ მომსახურებებზე და რა მიმართულებებზეა დღეს ბიზნესების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა?

ბოლო პერიოდში აშკარად შეიცვალა ბიზნესების დამოკიდებულება მარკეტინგის მიმართ. თუ ადრე მთავარი აქცენტი ცალკეულ სარეკლამო აქტივობებსა და სოციალური მედიის წარმოებაზე კეთდებოდა, დღეს კომპანიები უფრო კომპლექსურ და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას ეძებენ.

ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნაა ხარისხიან კონტენტზე, ბრენდის სწორ პოზიციონირებაზე, ციფრულ რეკლამასა და სტრატეგიულ დაგეგმვაზე. ბიზნესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მარკეტინგულ აქტივობას ჰქონდეს კონკრეტული მიზანი და საბოლოოდ ეს რეალურ შედეგზე აისახოს.

ამასთან, ბიზნესების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა ისეთ მარკეტინგულ კომპანიებზე, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ მომსახურებას კი არ აწვდიან კომპანიას, არამედ მათ საჭიროებებს მთლიანად ხედავენ და მარკეტინგის მიმართულებით გრძელვადიანად ეხმარებიან განვითარებაში. სწორედ ეს არის ის უპირატესობა, რითაც დღეს „იდეოგრაფი“ სარგებლობს.

რა არის „იდეოგრაფის" მთავარი პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში?

2026 წლის დარჩენილ პერიოდში „იდეოგრაფის“ მთავარი პრიორიტეტია, ერთდროულად 15-ზე მეტ კომპანიას მოემსახუროს სტაბილურად და სისტემატურად ისე, რომ თითოეულ პარტნიორთან შეინარჩუნოს მომსახურების მაღალი ხარისხი, ინდივიდუალური მიდგომა და ეფექტური კომუნიკაცია.

ასეთი მასშტაბის მომსახურება უკვე მოითხოვს არა მხოლოდ ძლიერი კრეატიული გუნდის არსებობას, არამედ შიდა პროცესების სრულფასოვან და მაღალ დონეზე მართვას. სწორედ ამიტომ, წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება შიდა მენეჯმენტის კიდევ უფრო გაძლიერება და პროცესების სტრუქტურირება იქნება, ხარისხისა და ეფექტური კომუნიკაციის დათმობის გარეშე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აკაკი ჯინჭარაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

30.10.2026.20:43

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.

აკაკი ჯინჭარაძის სპორტული ისტორია ხერხემლის დაზიანების შემდეგ დაიწყო. ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერით მან შეძლო მობილიზება, ვარჯიშის დაწყება და პარა ძალოსნობაში, +107 კგ წონით კატეგორიაში, საკუთარი ადგილის პოვნა.

„მინდა, მთელი მსოფლიოს წინაშე ვასახელო საქართველო“, თქვა მან 2015 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ეს სიტყვები დაპირებად იქცა, რომელიც აკაკიმ შეასრულა.

2024 წელს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, აკაკიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2025 წელს, ეგვიპტეში გამართულ მსოფლიო თასზე, ორი მედალი აიღო: ვერცხლი სამი მისვლის ჯამში, 737 კილოგრამით, და ბრინჯაო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, დაძლეული 250 კილოგრამით.

აკაკი ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი და რეკორდსმენია.
ასე აქცია აკაკი ჯინჭარაძემ 2015 წელს ნათქვამი სიტყვები რეალობად, გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საქართველო მართლაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასახელა.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?

პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.

სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

ჩემპიონები მზად არიან.

ახლა ბრენდების ჯერია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა