მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

როგორ აფასებს ირაკლი გილაური Georgia Capital-ის 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგებს

news image
mbc image

Georgia Capital-მა 2026 წლის მეორე კვარტლისა და პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.

,,მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი კვარტლის ძლიერი ფინანსური შედეგები, რაც ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების თანმიმდევრული და დისციპლინირებული შესრულების შედეგია. ეს კვლავაც უზრუნველყოფს ოპერაციულ ეფექტიანობასა და ჩვენი აქციონერებისთვის ღირებულების მდგრად შექმნას. 2026 წლის მეორე კვარტალში ერთ აქციაზე წმინდა აქტივების ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს - 175.12 ლარს (50.10 ფუნტ სტერლინგს) მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 13.1%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ასახავს ჯგუფის ყველა ძირითად ბიზნესში დაფიქსირებულ ძლიერ ოპერაციულ შედეგებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს Georgia Capital-ის გრძელვადიან ღირებულებისა და ზრდის პოტენციალს აქციონერებისთვის. კომპანიის საჯაროდ სავაჭრო პორტფელმა კვარტლის განმავლობაში 484.1 მილიონი ლარის ღირებულება შექმნა, რამაც ერთ აქციაზე NAV-ის ზრდას 9.4 პროცენტული პუნქტით შეუწყო ხელი. აღნიშნული ზრდა ძირითადად Lion Finance Group PLC-ის აქციის ფასის 22.1%-იანი მატებით იყო განპირობებული. ჯამში, პორტფელმა კვარტლის განმავლობაში 720 მილიონ ლარზე მეტი ღირებულება შექმნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი მაღალი ხარისხისა და მდგრადი ზრდის შესაძლებლობას.

2026 წლის ივნისში Georgia Capital-მა წარმატებით დაასრულა თავისი საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების ბიზნესის m²-ის, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერია, ადგილობრივ ინვესტორებზე გაყიდვა. აღნიშნული გარიგება მნიშვნელოვანი ეტაპი იყო Georgia Capital-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებული საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელების პროცესში გარიგებამ კიდევ უფრო გააძლიერა ჯგუფის ბალანსი, რადგან შეამცირა მისი საერთო რისკის პროფილი.

ჯგუფის ძლიერი ფინანსური მდგომარეობა, ჰოლდინგური კომპანიის დონეზე ვალის არარსებობა და კონსერვატიული ფინანსური პოლიტიკა ასევე აღიარა S&P Global Ratings-მა, რომელმაც Georgia Capital-ის საკრედიტო რეიტინგი BB-დან (Positive) BB-მდე (Stable) გააუმჯობესა.

შედეგად, Georgia Capital-ის საკრედიტო რეიტინგი სრულად გაუთანაბრდა საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯგუფის ძლიერ ფინანსურ პროფილს. ამასთან, 2026 წლის 29 ივნისს, ჯგუფმა გამოაცხადა თავისი ქართული ჰოლდინგური კომპანიის Georgia Capital-ის 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მდგრადობასთან დაკავშირებული ადგილობრივი ობლიგაციების ვადამდე სრულად გამოსყიდვის შესახებ. კომპანიამ უკვე გამოიყენა აღნიშნული ობლიგაციების ვადამდე გამოსყიდვის უფლება, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება 2026 წლის 19 აგვისტოს არის დაგეგმილი. ამავდროულად, კომპანიამ ასევე გამოაცხადა აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების მიმდინარე პროგრამის გახანგრძლივების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჯერ კიდევ დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გამოსყიდვაა დარჩენილი. მიმდინარე გამოსყიდვის პროგრამის დასრულების შემდეგ, ეს ტრანზაქციები სრულად დაასრულებს Georgia Capital-ის 700 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამას, თანაც საწყისად განსაზღვრულ 2027 წლის დეკემბრის ვადაზე ერთ წელზე მეტი ხნით ადრე. პროგრამის ვადაზე ადრე დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ძლიერ ფულად ნაკადებს და კაპიტალის განაწილებისადმი დისციპლინირებულ მიდგომას", - აღნიშნავს ირაკლი გილაური, Georgia Capital-ის CEO. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რეგიონალურ ლოგისტიკურ ჰაბად - მიხეილ ნამადოვი

05.11.2026.10:00

ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რეგიონალურ ლოგისტიკურ ჰაბად, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ცალსახად, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რეგიონალურ ლოგისტიკურ ჰაბად. მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შორს ვერ წავალთ და ეს არ იქნება დიდი შემავსებელი ჩვენი ეკონომიკისთვის და, რა თქმა უნდა, დანარჩენი სექტორებისთვისაც, იმიტომ რომ საკმაოდ ინკლუზიური და კომპლექსური დარგია ლოგისტიკა. ეს არ არის მხოლოდ გზები და პორტები.

აქედან გამომდინარე, ამ საკითხის წინ წაწევა დღეს ერთ-ერთ ტოპ მიმართულებად ითვლება არამხოლოდ ჩვენს ქვეყნებში, არამედ გლობალურადაც. კოვიდმა, პირდაპირ ვთქვათ, ეს პროცესები დააჩქარა. მაშინ გახსოვთ, მიწოდების ჯაჭვში რამხელა პრობლემები არსებობდა

მეორეს მხრივ, დღეს უკვე გლობალურად ვითარდება ინფრასტრუქტურა, თუმცა, ისევ და ისევ, ლოგისტიკური ცენტრების გარეშე, რკინიგზასთან კოორდინაციისა და გაციფრულების გარეშე, მხოლოდ ინფრასტრუქტურა არაფრის მთქმელია და, ზოგადად, არ არის დამაჩქარებელი პროცესი მთლიანად სექტორისთვის“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა