მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

როგორ აფასებს Magnus Insurance პირველ კვარტალს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

news image
mbc image

ქართული სადაზღვევო კომპანია Magnus Insurance-ის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი Business Insider Georgia-სთან 2026 წლის პირველ კვარტალს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებთ 2026 წლის პირველ კვარტალს მაგნუს დაზღვევისთვის და რა ძირითადი შედეგები და ტენდენციები გამოიკვეთა ამ პერიოდში?

2026 წლის პირველი კვარტალი მაგნუს დაზღვევისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. ზრდა დაფიქსირდა რამოდენიმე სადაზღვევო მიმართულებით. განსაკუთრებით აქტიური იყო სამოგზაურო დაზღვევა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას დაზღვევა სავალდებულო გახდა, ასევე გაიზარდა მოთხოვნა Green Card Insurance-ზე, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება საზღვარგარეთ საკუთარი ავტომობილით. ამასთან, მომხმარებლების ინტერესი დაზღვევის მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დადებითად ისახება მთლიანი ინდუსტრიის განვითარებაზე.

რამდენად შეესაბამა პირველი კვარტლის მაჩვენებლები თქვენს საწყის მოლოდინებს და რა ფაქტორებმა იმოქმედა შედეგების ფორმირებაზე?

პირველი კვარტლის შედეგებმა ჩვენი მოლოდინები გაამართლა. ზრდაზე გავლენა იქონია როგორც ტურისტული ნაკადის მატებამ, ასევე მომხმარებელთა გაზრდილმა ცნობიერებამ.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხი, ამიტომ  ყოველდღიურად ვმუშაობთ სერვისის გაუმჯობესებაზე, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებაზე.

რომელი მიმართულებები იყო ყველაზე მოთხოვნადი ამ კვარტალში და როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა ან არჩევანი?

როგორ უკვე მოგახსენეთ ყველაზე მოთხოვნადი იყო სამოგზაურო დაზღვევა და Green Card Insurance.

მომხმარებლები დღეს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ სერვისის ხარისხს, სანდოობასა და სწრაფ მომსახურებას. ასევე გაიზარდა მოთხოვნა მარტივ და კომფორტულ ონლაინ სერვისებზე.

რა იყო ბოლო პერიოდში კომპანიაში განხორციელებული სიახლეები პროდუქტის ან სერვისების მიმართულებით?

მაგნუს დაზღვევა აქტიურად მუშაობს დიჯიტალიზაციის მიმართულებით. კომპანიის მიზანია, დაზღვევის პროცესი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მარტივი და სწრაფი გახდეს. აქტიურად ვაგრძელებთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პარტნიორული ქსელის გაფართოებას.

რა არის კომპანიის განვითარების მთავარი პრიორიტეტი მომდევნო პერიოდისთვის და რა მიმართულებით გეგმავთ გაფართოებას?

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ხარისხიანი და თანამედროვე მომსახურების განვითარება. ვგეგმავთ დიჯიტალური სერვისების განვითარებას და ფილიალების გაფართოებას.

ასევე 2026 წელი ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან სექტემბერში მაგნუს დაზღვევა 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომელსაც პარტნიორებთან და ერთგულ მომხმარებლებთან ერთად აღვნიშნავთ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდზე“, BNI-სთან თანამშრომლობით პირველი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

11.11.2026.13:57

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ პირველ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საერთაშორისო ბიზნესქსელ BNI-სთან თანამშრომლობით გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად პოლონური კომპანიებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორები მონაწილეობდნენ.

ფორუმზე „ამბასადორი აილენდი“ ქართულ გლობალურ ინიციატივად წარადგინეს. მიმდინარე საინვესტიციო სიახლეები მონაწილეებს კუნძულის ინვესტორებმა, Holme Developments-მა (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და Origami Holding-მა (საქართველო) გააცნეს. პრეზენტაციები გამართეს პოლონური კომპანიების წარმომადგენლებმაც. აღნიშნული კომპანიები ავიაციის, ინვესტიციების, მარკეტინგის, საბროკერო საქმიანობის, მშენებლობისა და სხვა სფეროებში ოპერირებენ. მათ შორის იყვნენ LOT Polish Airlines, Polska Grupa Lotnicza, F-Trust iWealth, PWS AluSystem, POiD, GEM Technology, Radmir, 4Results, Manufaktura Dubiński, Götz Group, MOSiR Radom, CI OD Nieruchomości და Trustark Human Solutions.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „ამბასადორი აილენდზე“ ამჟამად 10 საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორი 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს. მათი შეფასებით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს შეუწყობს კუნძულზე საინვესტიციო გარემოს გამჭვირვალობის, სანდოობისა და დაცულობის გაუმჯობესებას.

BNI-სთან თანამშრომლობა 2026 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ვარშავაში BNI Poland-ის ქსელს შეუერთდა. BNI მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 355 000-ზე მეტ ბიზნესლიდერს აერთიანებს, პოლონეთში კი მისი ქსელი დაახლოებით 2 500 კომპანიას მოიცავს. თანამშრომლობის მიზანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება, ერთობლივი საწარმოების შექმნა და ბიზნესაქტივობის მხარდაჭერა.

„ჩვენი საერთაშორისო პოზიციონირების სტრატეგია ითვალისწინებს, რომ „ამბასადორი აილენდი” არამხოლოდ საცხოვრებელი და დასასვენებელი სივრცე გახდეს, არამედ ისეთი ადგილი, სადაც რეგულარულად გაიმართება ეკონომიკური ფორუმები და მიიღება გრძელვადიანი ბიზნეს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ამბასადორი აილენდს" ფორუმის ორგანიზებისთვის, რომელიც თავის მხრივ, გამორჩეულ ღონისძიებას წარმოადგენს და ქმნის სივრცეს, რათა გავაერთიანოთ ბიზნესის ძალები და ერთობლივად შევქმნათ ურთიერთგაგების ხიდები. ის რაც აქ ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით ხდება, მართლაც გასაოცარია და გვაძლევს უდიდეს ინსპირაციას, რათა აქ ჩამოვიყვანოთ პოლონელი მეწარმეები, ვუჩვენოთ მათ განვითარების ის შესაძლებლობები, რაც ამ პროექტშია წარმოდგენილი და განვახორციელოთ ინვესტიციები.” - განაცხადა BNI-ს ელჩმა, რობერტ დებიცკიმ.

ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ორგანიზატორების განმარტებით, მსგავსი ფორუმები კუნძულზე რეგულარულად გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს საქმიანი ტურიზმის განვითარებას მთელი წლის განმავლობაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა