მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.9
-0.0084
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.884
0.003
flag
EUR 2.9128
-0.0146
flag
GBP 3.4633
-0.0043
flag
KZT 57.46
0.0005
flag
TRY 0.0524
-0.0001
flag
USD 2.5979
-0.0003
news banner

როგორ აფასებს „პრაქტიკული სწავლების ცენტრი“ 2025 წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

news image
mbc image

„პრაქტიკული სწავლების ცენტრი“  საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრში არსებულ სიახლეებზე, 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia პრაქტიკული სწავლების ცენტრის დირექტორს, ელისაბედ შენგელიას ესაუბრა.

- როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

პრაქტიკული სწავლების ცენტრი - PLC, აქტიურად ვითარდება და ფოკუსირებულია არაფორმალური იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებაზე.
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ორი პროექტი: ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი და შრომის სამართლის პრაქტიკული კურსი.

პროექტის ფარგლებში ჩვენს აპლიკანტებს სიახლეები დახვდათ, როგორიცაა განახლებული სასწავლო მეთოდიკა, საიდანაც აუცილებლად ცალკე უნდა აღვნიშნოთ სასწავლო ცენტრის ოფიციალური ტესტების პლატფორმა და მისი, როგორც სწავლების მექანიზმის როლი. ტესტების ციფრული პლატფორმა, ჩვენს სტუდენტებს/აპლიკანტებს გამოცდასთან მაქსიმალურად დაახლოებულ გარემოს უქმნის, ეხმარება სისტემატიზაციასა და სასწავლო მასალის ეფექტურად ათვისებაში, ამასთან დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით წინ გადადგმული ინოვაციური ნაბიჯია.

- როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით? 

სასწავლო ცენტრის სერვისებზე მოთხოვნა არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორიც ბოლო თვეებში დაფიქსირდა, ჩვენი კურსებით შემოდგომის სეზონზე 300-მდე ადამიანმა ისარგებლა, რაც მოთხოვნის ზრდის 30%-იანი მაჩვენებელია. ერთი მხრივ, აღნიშნული რიცხვები ჩვენთვის, როგორც სასწავლო ცენტრისათვის, საამაყოა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი გუნდისთვის ეს დიდ პასუხისმგებლობას და გამოწვევებს უკავშირდება, რადგან ჩვენი პრინციპული პოზიცია სფეროში ოპერირებისას ხარისხია.

- როგორ აფასებთ 2025 წელს?

მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული და რთული იყო, თუმცა სასწავლო კურსების, მათ შორის გამოცდების შედეგებისა და სხვა ობიექტური ინდიკატორების შეფასების მიხედვით, ჩვენმა გუნდმა ამ გამოწვევებს თავი ეფექტურად გაართვა.

უცვლელად, მიმდინარე წელსაც, ჩვენი სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებები რეკორდულად მაღალი ქულებით გამოირჩევიან.

2025 წლის გაზაფხულის (რიგით მე-17) ნაკადის საგამოცდო ქულების სტატისტიკა: 

 2025 წლის შემოდგომის (რიგით მე-18) ნაკადის საგამოცდო ქულების სტატისტიკა:

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე წელს, ერთ-ერთმა სტუდენტმა (მარიამ ბასილაშვილი), ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასებაში 100-დან 98 ქულა  მიიღო, რაც ამ გამოცდის ისტორიაში, პირველ პრეცედენტს წარმოადგენს.

როგორც აღვნიშნეთ პარალელურად დაინერგა და ამუშავდა ჩვენი ციფრული პლატფორმა, რომელიც გაცილებით მიმზიდველს და ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესებს. ასევე, 2025 წლის ფარგლებში, გვქონდა რამდენიმე კოლაბორაცია იურიდიული განათლების მიმართულებით წამყვან ორგანიზაციებთან, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით მუშაობენ. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, და 2025 წელმა ნაყოფიერად და გასულ წლებთან შედარებით კიდევ უფრო დიდი წარმატებებით ჩაიარა.

- როგორია 2026-ის გეგმები განსაკუთრებით გაფართოების/სერვისების ზრდის მიმართულებით?

2026 წელს, PLC ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის მე-19 ნაკადს (ჯგუფს) მიიღებს.

მომავალი წლისთვის ჩვენი მთავარი ამოცანა შეთავაზებული სერვისების გაზრდაა.

იგეგმება რამდენიმე პროექტი, რომელიც სამართლის ვიწრო ან პრობლემატური მიმართულებების მოთხოვნებს/საჭიროებებს დააკმაყოფილებს/უპასუხებს, როგორიცაა მაგალითად სამედიცინო, სამეწარმეო, სამშენებლო სამართალი, ხელოვნური ინტელექტთან და ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

ასევე, აქტიურად განვაგრძნობთ თანამშრომლობას სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სასწავლო დაწესებულებებთან - ამ მიმართულებითაც რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს აუდიტორიას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

20.10.2026.14:04

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებს საკუთარი ინტერესების აღმოჩენისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების გზაზე აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამიტომ, ბანკი მათ ტექნოლოგიების, პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტისა და კრეატიული მიმართულებებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.

პროგრამების ფარგლებში მოსწავლეებს შეუძლიათ, შეიძინონ ახალი უნარები, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროფესიებს და მიიღონ ცოდნა საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის:

სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში

საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს 20-მდე პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით.

ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ვებპროგრამირების, გრაფიკული და UI/UX დიზაინის, IT პროექტების მართვის, პროგრამირების საფუძვლების, ხელოვნურ ინტელექტისა და სხვა მიმართულებებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.

TUMO ქუთაისი - ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა. TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.

STEM განათლების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს.

ფოთის საჭადრაკო კლუბი - შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის

საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს, ერთი წლის განმავლობაში, სწავლას სრულად დაუფინანსებს.

UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის - ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაში

საქართველოს ბანკი გაერთიანებული მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა.

Code IT - პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში

პროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის Code IT-ის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა