მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

როგორ აფასებს „სანდომი“ FHA 2026-ის გამოფენას და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

news image
mbc image

FHA 2026-ში მონაწილეობა ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს საკონდიტრო კომპანია „სანდომის“ საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერმა, სალომე ჩხეიძემ განუცხადა.

როგორ აფასებთ FHA 2026-ის საერთაშორისო გამოფენის მნიშვნელობას თქვენი კომპანიისთვის?

FHA 2026-ში მონაწილეობა კომპანია „სანდომისთვის", ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. ჩვენ უკვე არაერთ საერთაშორისო გამოფენაში მიგვიღია მონაწილეობა, თუმცა ეს გამოფენა განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ვიზიტორების ხარისხით. საინტერესო იყო ისიც, რომ ვიზიტორები წარმოდგენილნი იყვნენ არა მხოლოდ სინგაპურიდან, არამედ მრავალი აზიური ქვეყნიდან, რაც გამოფენას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ეფექტურს ხდიდა. სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი პროდუქცია წარგვედგინა ფართო საერთაშორისო აუდიტორიისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაგვემყარებინა რეალური და პერსპექტიული კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან.

გაქვთ თუ არა დაინტერესება ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობის დაწყების
კუთხით?

ქართული პროდუქტი ვიზიტორებისთვის ნამდვილად საინტერესო და გამორჩეული აღმოჩნდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე მივიღეთ რამდენიმე კონკრეტული თანამშრომლობის წინადადება როგორც დისტრიბუტორების, ისე რითეილერების მხრიდან. ზოგიერთ პოტენციურ პარტნიორს ჰქონდა განსხვავებული მოთხოვნები, რაც მოითხოვს პროდუქტის ადაპტაციასა და კონკრეტული ბაზრების საჭიროებებზე მორგებას. ეს ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი პროცესია და ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ თითოეული ბაზრის სპეციფიკა და შევთავაზოთ შესაბამისი, მათზე მორგებული პროდუქტი.

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სამუშაო პროცესი ამ მიმართულებით, და გვჯერა, რომ ძალიან მალე „სანდომის" ექსპორტის ქვეყნების ჩამონათვალს კიდევ ერთი ახალი ბაზარი დაემატება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

როგორც იცით, „სანდომი" უკვე დაახლოებით წელიწადნახევარია აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით და ამ პერიოდში საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენი შემდეგი ნაბიჯი არის სამიზნე ბაზრების კიდევ უფრო გაფართოება და საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაძლიერება. პარალელურად ვაგრძელებთ ახალი პროდუქტების განვითარებას და ვცდილობთ, ჩვენი ასორტიმენტი მაქსიმალურად მოვარგოთ სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლის მოთხოვნებს.

ჩვენთვის ექსპორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების კუთხითაც. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ქართული პროდუქტი უფრო ფართოდ ხვდება საერთაშორისო ბაზრებზე და წარმოჩინდება როგორც ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ „სანდომი" ეტაპობრივად გადაიქცეს ძლიერ საერთაშორისო ბრენდად, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს ქართულ წარმოებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ინფორმაციისთვის, კომპანია არის ISO:22000-2005 სტანდარტის მფლობელი, რაც იმის დასტურია, რომ „სანდომი“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, ქართულ პროდუქტს ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 4-წლიანი პარტნიორობის შეჯამება და ახალი სტრატეგია: „აგროსიმა“ და „კლოუნ ქიმია“ თანამშრომლობას აფართოებენ

29.10.2026.16:00

კომპანია „აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს პესტიციდების, აგროქიმიკატების და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.

გასულ თვეს აგროსიმას „კლოუნ ქიმიას“ წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის 4-წლიანი პერიოდი შეაჯამეს, მიღწეული შედეგები გააანალიზეს და ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი დაგეგმეს. აღნიშნული პარტნიორობის გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „აგროსიმას“ მკაფიო სტრატეგიას - ქართველ ფერმერებსა და აგრომეურნეობებს შესთავაზოს მაღალეფექტური და მრავალფეროვანი პესტიციდები.

„ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებისა და თანამედროვე აგროგამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორთან. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შევაფასეთ გასული წლების შედეგები და დავსახეთ განახლებული სტრატეგიები, რაც უახლესი თაობის პესტიციდების პორტფელის გაფართოებასა და ქართველი ფერმერებისთვის მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აღნიშნული სიახლეების დამატების შემდეგ, „აგროსიმას“ პორტფელში 70-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პესტიციდი და აგროქიმიკატი გაერთიანდება. 9-წლიანი ოპერირების მანძილზე შევძელით და საქართველოს ბაზარზე არაერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია შემოვიყვანეთ, „კლოუნ ქიმია“ კი ამ გზაზე ჩვენი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია,“ - აცხადებს „აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.

„კლოუნ ქიმია“ არის განვითარებაზე ორიენტირებული მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია პესტიციდების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში. დაარსების დღიდან კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე კლიმატურ გამოწვევებს, რითაც ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.

კომპანია „აგროსიმამ“ საწყის ეტაპზე საქმიანობა 10 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 70-მდეა. განახლებული და მრავალფეროვანი პორტფელი სრულად ფარავს აგროსექტორის საჭიროებებს და მოიცავს: ინსექტიციდებს, აკარიციდებს, ფუნგიციდებს, ჰერბიციდებს, სასუქებს და სათესლე მასალას. კომპანიის მიზანია ფერმერების მხარდაჭერა და მათი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა