მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

როგორ აფასებს SHRE Studio საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს

news image
mbc image

„ჩვენი სტუდიის მთავარი იდეა ყოველდღიურ გარემოში ახალი შრის შექმნაა“ - ასე ხსნის SHRE Studio-ს თანადამფუძნებელი და CEO, ცოტნე მაზმანიშვილი ბრენდის მისიას.

SHRE თბილისში დაფუძნებული არქიტექტურული/დიზაინ სტუდიაა. მისი მიზანია არქიტექტურული და დიზაინ ამოცანების გადაჭრით ისეთი სივრცეები შეიქმნას, რომელიც ადმიანების სურვილებსა და მისწრაფებებს უპასუხებს.

აღსანიშნავია, რომ SHRE საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ინტერიერის დიზაინის გენერატორი შექმნა. Shre.space-ზე შესაძლებელია სასურველი ოთახის, სტილის, ფერისა და მასალების მონიშნვა, ხელოვნური ინტელექტი კი მითითებული დავალებით უნიკალურ დიზაინს ქმნის.

კომპანია უახლეს ტექნოლოგიებს ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლადაც აქტიურად იყენებს, მათ შორის, ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ ამოცანებს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკითასრულებს.

„ჩვენთვის და სხვა ბიზნესებისთვის, რომლებიც მუდამ ზრუნავენ სამომხმარებლო გამოცდილების გამარტივებასა და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია დახვეწილი ბიზნეს მობილბანკი, რომელიც სწრაფ ოპერირებაში გვეხმარება“, - ამბობს ცოტნე მაზმანიშვილი.

იგი აღნიშნავს, რომ მობილბანკით ბიზნესის მართვა უფრო მარტივია.

„ქალაქგარეთ სამშენებლო მოედანზე ყოფნა ხშირად გვიწევს, მობილბანკი კი გვაძლევს საშუალებას, რომ გადახდები და გადარიცხვები დროულად ვაწარმოოთ, რაც გვეხმარება იმაში, რომ ყველა პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს, მთავარია, არ შევწყვიტოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ უფრო ჯანსაღ და უკეთეს გარემოში“, - ამბობს ის.

საგულისხმოა სტუდიის მიდგომები და ხედვები, რაც არქიტექტურის ლანდშაფტთან ჰარმონიულ შერწყმას მოიაზრებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი სხვადასხვა ტექნიკას იყენებენ, რაც სწორი მიგნებების აღმოჩენაში ეხმარებათ, ეს კი გულისხმობს ადამიანების ქცევის, ფსიქოლოგიისა და მომხმარებლის გამოცდილების შესწავლას;

„ჩვენ მას მრავალშრიან მეთოდოლოგიას ვუწოდებთ და გვეხმარება, შევქმნათ ისეთი დიზაინი და არქიტექტურა, რომელიც ერთდროულად ფუნქციონალური და ექსკლუზიურია“.

როგორც ცოტნე აღნიშნავს, მათ საქმიანობაში გადახდებისა და გადარიცხვების დროულად შესრულება პრიორიტეტულია - ეს კი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის ერთ-ერთი საბაზისო ფუნქციონალია. ამ ფუნქციონალების გარდა, აპლიკაცია არაერთ ფინანსურ და არაფინანსურ პროდუქტს, სერვისსა თუ შეთავაზებას აერთიანებს. მათ შორის, ბიზნესებს სრულად სრულად ციფრულად წვდომას აძლევს დაფინანსებაზე; აქ, ასევე, შესაძლებელია ბიზნეს ნაკრებების გააქტიურება, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, საბუღალტრო, მარკეტინგული და სხვა ტიპის შეთავაზებებით სარგებლობა და სხვა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

25.07.2026.14:29

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მხოლოდ წარსულის დაფასებას არ ნიშნავს, ეს არის მისი გაცოცხლება, ხელახალი გააზრება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. სწორედ ამ იდეის გარშემო გააერთიანა თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი მრავალმხრივი პროექტი „გაზაფხული კვლავ მოვა“, რომელმაც ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორის ხმა, ისტორია და შემოქმედება თანამედროვე აუდიტორიას ახალი ფორმით გააცნო.

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ანიმაცია გახდა, რომელიც ინოლას ავტობიოგრაფიულ ტექსტებსა და მუსიკაზე დაყრდნობით შეიქმნა. ანიმაციის მთავარი იდეა არა მხოლოდ ინოლას ისტორიის მოყოლა, არამედ მისი ხმისა და სათქმელის გაცოცხლებაა - იმ სურვილის შესრულება, რომელიც თავად დატოვა: „იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო.“

Windfor’s-ის კონცეფციითა და Pocket Studio-ს, ანა ჩუბინიძისა და მისი გუნდის ხელით შექმნილი ანიმაციით, გაცოცხლდა ინოლას მოგონებები: მისი სოფელი, ოდა, ოთახი, საყვარელი ნივთები და ის სამყარო, რომელმაც მისი შემოქმედება შთააგონა. თითოეული დეტალი საარქივო ფოტოებისა და ოჯახური ისტორიების საფუძველზე აღდგა, რის შედეგადაც შეიქმნა ნამუშევარი, რომელიც მაყურებელს ინოლას შინაგან სამყაროში ამოგზაურებს.

ინოლა გურგულიას მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი უნიკალური საარქივო ჩანაწერების გამოცემა გახდა. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამოიცა შვიდი ვინილისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც 100 საარქივო აუდიოჩანაწერს აერთიანებს. ამ ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ფირებიდან აღდგენილი მასალა მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, ინოლას ხმა და შემოქმედება განსაკუთრებული სიახლოვით მოისმინოს.

ინოლას მუსიკა კვლავ გაცოცხლდა, 27 მაისს, მისადმი მიძღვნილ კონცერტზეც, სადაც სხვადასხვა თაობის მუსიკოსებმა და ოჯახის წევრებმა მისი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციებით შეასრულეს. ეს იყო მუსიკალური საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მსმენელი, რომ ინოლა გურგულიას შემოქმედება არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ მნიშვნელობებს იძენს.

პროექტის ფარგლებში თიბისი კონცეპტმა ასევე ახალი სიცოცხლე შესძინა ინოლა გურგულიას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმღერას „საქანელა“. ასევე, შეიქმნა არაერთი ვიდეორგოლი, რომლებშიც ინოლას შემოქმედებას იხსენებენ მისი ოჯახის წევრებიმსახიობები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანები. ეს ვიდეოეპიზოდები ინოლას პიროვნებასა და შემოქმედებას სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაცნობს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კვალს, რომელიც მან ქართულ კულტურაში დატოვა.

თიბისი კონცეპტი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ქართულ კულტურას ინარჩუნებს, ავითარებს და ახალ აუდიტორიამდე მიაქვს. ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილი ეს ინიციატივაც სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა - მცდელობა, რომ განსაკუთრებული ხელოვანების შემოქმედება არა მხოლოდ შევინახოთ, არამედ კვლავ გავაცოცხლოთ, რათა მათი ხმა მომავალშიც ისმოდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა