SOS Auto 2026 წლის პირველ ნახევარზე, მოთხოვნის დინამიკასა და სამომავლო გეგმებზე
2026 წლის პირველი ნახევარი SOS Auto-სთვის ზრდისა და პარტნიორული ქსელის გაფართოების მიმართულებით აქტიური აღმოჩნდა. როგორ აფასებს კომპანია წლის პირველ ნახევარს, რა სერვისებზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა და რა გეგმები აქვს წლის დარჩენილი პერიოდისთვის, აღნიშნულ საკითხებზე Business Insider Georgia-სთან SOS Auto -ს თანადამფუძნებელი და დირექტორი ნათია შუბითიძე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით SOS Auto-სთვის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი SOS Auto-სთვის აქტიური ზრდისა და პარტნიორული ქსელის გაფართოების პერიოდი იყო. ამ პერიოდში დაგვემატა რამდენიმე მსხვილი ავტოცენტრი, მათ შორის skoda, Audi და სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორები. ასევე გავზარდეთ მომსახურების მოცულობა, დავხვეწეთ ოპერაციული პროცესები და კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი პოზიცია კორპორატიულ მიმართულებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტი კომპანია გვირჩევს როგორც საიმედო და ტექნოლოგიურ პარტნიორს გზაზე დახმარების სერვისებში.
როგორია მოთხოვნის დინამიკა SOS Auto-ს სერვისებზე და რომელ მიმართულებებზეა ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა?
მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ ევაკუატორის მომსახურებაზეა, რაც ჩვენი ძირითადი მიმართულებაა. შემდეგ მოდის მძღოლის მომსახურება, რომელზეც ასევე მაღალი და მზარდი მოთხოვნაა. მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სერვისის სწრაფად, მარტივად და გამჭვირვალე პირობებით მიღება.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს - ხომ არ გეგმავთ ახალი სერვისების ან მიმართულებების დამატებას?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება ინვესტიციის მოზიდვა, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო აქტიურად გავიდეთ გლობალურ ბაზარზე, დავხვეწოთ არსებული სერვისები, გავაძლიეროთ ტექნოლოგიური პლატფორმა და კიდევ უფრო გავაფართოოთ პარტნიორული ქსელი. ჩვენი მიზანია SOS Auto ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიურ პლატფორმად.
სხვა სიახლეები
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
24.10.2026.21:32
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.
ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).
„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.
Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.
„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.