მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ აფასებს სუვენირებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Lepert-ი 2024 წელს და როგორია 2025-ის გეგმები

news image
mbc image

კომპანია Lepert • ლეპერტ, სუვენირებისა და აქსესუარების ბაზარზე 5 წელია ოპერირებს.   „ლეპერტის“ პარტნიორი გიორგი გრიგალაშვილი Business Insider Georgia-თან მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 

„ჩვენი ასოტრიმენტი დიდია, სიახლეებიც სისტემატიურად გვაქვს. გვაქვს მინიატურები და ვაპირებთ შედარებით დიდი ზომის/მოცულობის ნივთების ჩამოსხმას, ასევე გვსურს გავაკეთით ბოქსები -  ვულისხმობთ, შესაფუთ საშუალებებს, რადგან ბაზარზე მწირი საშუალებებია ამისათვის. სწორედ, აღნიშნულმა გვიბიძგა შეგვექმნა ჩვენი ბოქსები. ასევე, შოკოლადის წარმოების მიმართულებითაც გვაქვს გეგმები“, - აცხადებს „ლეპერტის“ პარტნიორი გიორგი გრიგალაშვილი.

მომხმარებლების დაინტერესება ბრენდის პროდუქციის მიმართ საკმაოდ მაღალია.

„დაინტერესება ძალიან დიდია და ჩვენ მივყვებით ამ ინტერესს. ვითვალისწინებთ მომხმარებლის აზრს. ვაკვირდებით განსაკუთრებულ დღეებში მომხმარებლების მოთხოვნებს. მაგალითად, თუ როგორია მოთხოვნა დაბადებისა თუ საქორწინო დღეებზე, ასევე რელიგიურ დღესასწაულებზე -   საინტერესოა მომხმარებლების ინტერესი ამ კონკრეტულ დღეებში ნივთების მიმართ. ყოველ მომდევნო დღესასწაულზე ვქმნით ახალ ნივთს. კიდევ სიახლე ის არის რომ გვინდა შევქმნათ ყველა პორფესიის გაშარჟებული სასაჩუქრე მინიატურა“, - განმარტავს „ლეპერტის“ პარტნიორი.

2025 წელს კომპანია აქტიურად გეგმავს პროდუქციის ექსპორტზე გატანას. 

„2024 წელს შევაფასებდი ძალიან კარგად, ძალიან ბევრი პარტნიორი შევიძინეთ. 2025-ში ვფიქრობთ ექსპორტზე  გასვლას, რადგან  მივიჩნევთ,  ჩვენი პროდუქცია ქართული იდენტობის გამომხატველია და  სწორედ  ეს გვინდა რომ დავანახოთ სხვა ქვეყნებს “, - ამბობს გიორგი გრიგალაშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა