როგორ აფასებს სუვენირებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Lepert-ი 2025 წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
2025 წელი კომპანიისთვის საკმაოდ დადებითი აღმოჩნდა. შევიძინეთ ბევრი ახალი პარტნიორი და შევქმენით ახალი პროდუქცია , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სუვენირებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Lepert - ის პარტნიორმა, გიორგი გრიგალაშვილმა განუცხადა.
„2025 წელი კომპანიისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. შევიძინეთ უამრავი ახალი პარტნიორი და ჩვენს შესახებ უფრო მეტმა ადამიანი გაიგო, ვიდრე აქამდე იცოდა. ასევე, შევქმენით ახალი პროდუქცია, ვაწარმოეთ ღვინო და გავხსენით ახალი მაღაზია.
ვფიქრობთ რომ 2026 წელს ჩვენს კომპანიაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდება. ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას და გადასვლას ახალ სივრცეში, რაც უფრო მასშტაბური წარმოების შესაძლებლობას მოგვცემს. გარდა ამისა, გვსურს ჩვენი პროდუქცია ექსპორტზეც გავიტანოთ, რასაც ამჟამად ვერ ვახერხებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი 2026 წელს განხორციელდება “, - აცხადებს გიორგი გრიგალაშვილი.
ცნობისთვის, Lepert-ის მაღაზია მდებარეობს იოანე შავთელის ქუჩა №26-ში.
სხვა სიახლეები
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
24.10.2026.21:32
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.
ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).
„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.
Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.
„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.