მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ აფასებს teamtwo - Architects & Engineers 2025 წელს

news image
mbc image

teamtwo - Architects & Engineers არის არქიტექტორების და კონსტრუქტორების ჯგუფი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia 2025 წლის შეფასებასთან დაკავშირებით, კომპანიის თანადამფუძნებელსა და არქიტექტორს შოთა საგანელიძეს ესაუბრა.

„teamtwo-სთვის 2025 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გამოცდილების გაღრმავების მხრივ. წელს მუშაობა დავიწყეთ ისეთ კომპლექსურ და ტექნიკურად მოთხოვნად პროექტებზე, რომლებმაც ჩვენი გუნდის ცოდნა და კომპეტენცია კიდევ უფრო გააძლიერა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია QSpeed Robotics ინდუსტრიული რობოტების ქარხნის პროექტი, რომელიც დამკვეთის მოთხოვნით EDGE სერტიფიცირების პროცესს გადის. EDGE სერტიფიცირება (Excellence in Design for Greater Efficiencies) არის საერთაშორისო მწვანე სტანდარტი, რომელიც აფასებს შენობების ენერგოეფექტურობას, წყლისა და მასალების დაზოგვას და მიზნად ისახავს ამ რესურსების მოხმარების მინიმუმ 20%-იან შემცირებას. შესაბამისად, პროექტირებისას უფრო ღრმად შევისწავლეთ მშენებლობის ევროპული სტანდარტები ენერგოეფექტურობის მიმართულებით, ტექნოლოგიური პროცესების ინტეგრაციისა და ინდუსტრიული არქიტექტურის სპეციფიკა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი გუნდის ინტელექტუალურ ბაზა და პრაქტიკულ გამოცდილება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის პირველი ნახევარი პროექტების მოზიდვის კუთხით გამოწვევებით დაიწყო, რაც დროებით აისახა კომპანიის ადამიანური რესურსების სტრუქტურაზეც. თუმცა წლის მეორე ნახევარში შევძელით პროცესების დაბალანსება, პროექტების სტაბილური ნაკადის აღდგენა და შედეგად, წლის ბოლოსთვის გუნდის რაოდენობა 20%-ით გაიზარდა “, - აღნიშნავს შოთა საგანელიძე.

ცნობისთვის, კომპანია მდებარეობს ქალაქ თბილისში, ზ. ფალიაშვილის #37-ში. მეტი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ teamtwo - ს ვებგვერდს ესტუმრონ ან დაუკავშირდნენ მათ შემდეგ ნომერზე : 555 57 74 99.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა