მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ აფასებს წელს Fintech ასოციაცია

news image
mbc image

2023 წელს ნამდვილად პოზიტიურად შევაფასებდი იმ კუთხით, რომ ბევრი პოზიტიური მოვლენა მოხდა ჩვენს სფეროში, - ასე აფასებს Business Insider Georgia-სთან საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე 2023 წელს. მისი თქმით, 2023 წელს ბევრი მნიშვნელოვანი რეგულაცია განხორციელდა ან დაიწყო. 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სებ-ში განხორციელებულმა გარკვეულმა ცვლილებებმა არც თუ ისე კარგი პოზიტივი მოიტანა, თუმცა ყოველ შემთხვევაში რაც მოხდა მოხდა. იმედი გვაქვს, რომ სებ-ის ახალი მენეჯმენტი უფრო ინტენსიურად და შემართებით გააგრძელებს დაწყებულ საქმეს. 

რაც შეეხება ზოგადად მოვლენებს, 2023 წლის მთავარი მოვლენა ღია ბანკინგის პირველი სერვისის პირველი ნაწილის დასრულება, რომლის საფუძველზეც ღია ბანკინგის სერვისები ყველა კომერციულმა ბანკმა გარეთ გადგა და გაჩნდა მოთხოვნა სხვადასხვა კომპანიების მხრიდან ამ სერვისების გამოყენების. იმედი გვაქვს, რომ ბაზარზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ახალი პროდუქტები. რამდენიმე ორგანიზაცია უკვე არის, რომელიც მიმდინარე ეტაპზე უკვე მუშაობს ღია ბანკინგის სერვისების მოპოვებაზე შესაბამისად სიახლეებიც დაანონსდება. 

გარდა ამისა აღვნიშნავდი საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოში შემოსვლას. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც შემოვიდა „ბიქეიენია“. ასევე ფინტექ კომპანიების რაოდენობა დაახლოებით, საუბარი მაქვს ოფიციალურად ლიცენზირებულ კომპანიებზე 2023 წელს 3 კომპანიით გაიზარდა. გარდა ამისა ბაზარზე GITA-ს და ფაი ჰანდრიტ-ის დაფინანსებით წამოვიდა ბევრი ახალი სტარტაპი. იმედი გვაქვს, რომ ეს კომპანიები ბაზარზე მყარად დაიმკვიდრებენ თავს და შეძლებენ ბაზრის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას  ეს არის 2023 წლის დასაწყისში სებ-ის მიერ კრიპტო რეგულაციების შემოღება. სებ-მა მიიღო დებულება კრიპტო აქტივების სერვის პროვაიდერების რეგულირების შესახებ. დაამტკიცა მისი რეგისტრაციის და რეგულირების წესი, რაც ძალაში შევიდა და მის ფარგლებში პირველი ლიცენზია უკვე გაცემულია კიდეც. ვარაუდობთ, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ლიცენზია გაიცემა“, - აღნიშნა დავით კიკვიძემ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინტექ ასოციაცია (FIA) 2019 წელს ტექ ინდუსტრიის ლიდერთა ჯგუფის მიერ დაარსდა. დაარსების დღიდან FIA არის განათლების, ინფორმაციისა და კავშირების გაზიარების პლატფორმა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს შორის. FIA ხელს უწყობს ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ფინანსური სერვისების განვითარებას და სექტორში რეგულაციების მოდერნიზაციას, ინკლუზიურობისა და ინოვაციურობის მხარდაჭერას. ასოციაციის წევრები არიან ინოვატორები, ბაზრის ახალი მოთამაშეები, რომლებიც კონკურენციას უწევენ ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს და ქმნიან მეტად მოქნილ და ხელმისაწვდომ პროდუქტებს.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა