მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7165.2
-0.0188
flag
AZN 1.537
-0.0039
flag
CNY 38.868
-0.0106
flag
EUR 3.0412
-0.0139
flag
GBP 3.547
-0.021
flag
KZT 56.49
-0.0054
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.007
news banner

როგორ აფასებს Vaziani Company ღვინის ბაზრის მიმდინარე დინამიკას და რა გეგმები აქვს კომპანიას

news image
mbc image

Vaziani Company-ისთვის 2026 წლის პირველი ნახევარი სტაბილური საქმიანობის ფონზე წარიმართა. როგორ აფასებს კომპანია მოთხოვნის დინამიკას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ღვინის ინდუსტრია და რა იქნება კომპანიის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი, აურიკა კროიტორი ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით Vaziani Company-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

ჩვეულ რიტმში, სტაბილურად ვაგრძელებთ მუშაობას. განსაკუთრებული ცვლილებები არ ყოფილა. ღვინოზე მოთხოვნა შენარჩუნებულია, თუმცა ეს ძირითადად რუსეთის ბაზარზე შეინიშნება. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, იქ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

ის სირთულეები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ გრძელდება და მოთხოვნის ზრდას ამ ეტაპზე ვერ ვაფიქსირებთ. ძირითადად, ბაზარზე ყველა საუბრობს რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე. მომხმარებლების განწყობაც კვლავ ისეთია, როგორიც იყო - ადამიანები ცდილობენ, ნაკლები დახარჯონ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც უფრო მეტად გართობასა და ცხოვრების სასიამოვნო ნაწილთან არის დაკავშირებული.

რა იქნება Vaziani Company-ის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რომელ მიმართულებებში ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

ამ ეტაპზე განსაკუთრებული პროექტები დაგეგმილი არ გვაქვს. ადგილობრივ ბაზარზე, სავარაუდოდ, რამდენიმე ფესტივალში მივიღებთ მონაწილეობას.
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ამ ეტაპზე დამატებითი ხარჯების გაწევისგან თავს ვიკავებთ. არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, კომპანიებს ხარჯების დაზოგვა უწევთ, რადგან სტაბილური გარემო არ არის. შესაბამისად, ბევრი ცდილობს, ნაკლები დახარჯოს გამოფენებში, პრეზენტაციებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობაზე.

თუმცა, ვფიქრობ, ამ პერიოდში პირიქით, უფრო აქტიური მონაწილეობაა საჭირო კონკურსებში, გამოფენებსა და მსგავს ღონისძიებებში, რათა რთულ პერიოდში კომპანიებმა საერთაშორისო ბაზრებზე არსებული პოზიციების გაუმჯობესება შეძლონ.

განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დაბალი მოხმარება უფრო დიდ გავლენას ახდენს მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებსა და კომპანიებზე, ვიდრე ისეთ ღვინის მწარმოებელ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა.

დღეს არსებობს როგორც ინტერესი ქართული ღვინის მიმართ, ისე ცოდნის ნაკლებობა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის ეს პერიოდი ხელსაყრელი იმისთვის, რომ ქართული ღვინო უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ და მომხმარებლებს მისი უნიკალურობა დავანახოთ. ტრადიციული და მასობრივი პროდუქტების მიმართ ინტერესი შესაძლოა მცირდებოდეს, თუმცა ახალი და განსხვავებული პროდუქტების მიმართ მომხმარებლის ინტერესს კვლავაც ვხედავთ.

ინფორმაციისთვის, მეღვინეობა კახეთში, ქ. თელავში მდებარეობს, რომელიც 1982 წელს დაფუძნდა და მისი რესტრუქტურიზაცია 2012 წელს მოხდა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს Vaziani Company ღვინის ბაზრის მიმდინარე დინამიკას და რა გეგმები აქვს კომპანიას

28.08.2026.10:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა