როგორ აფასებს ზაფხულის სეზონს და რა სიახლეებს გეგმავს „კრუიზი“
ამ დროისათვის რესტორნის დატვირთულობა საშუალოზე მაღალია, ჩვენი სტუმრების 90% საქართველოს მოქალაქეები არიან,10% უცხოელები - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Cruise Hotel & Restaurant-ის მენეჯერმა ლაშა ოქროპირიძემ განიცხადა.
„სექტემბერში რესტორნის სერვისზე მოთხოვნა 10%-ით გაიზარდა, ოქტომბერში გვაქვს წინასწარი ჯავშნები. რაც შეეხება აგვისტოს, საკმაოდ დაბალი იყო სტუმრების ვიზიტების დინამიკა, ძირითადად უცხოელები გვსტუმრობდნენ. შემოდგომის სეზონზე კი გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - ამბობს რესტორნის მენეჯერი.
Cruise Hotel & Restaurant-ში იგეგმება სიახლეები. კერძოდ, ახალი შოუ-პროგრამა რომლის დეტალებზეც ჯერ კომპანიაში არ საუბრობენ.
რაც შეეხება კონკურენციას ბაზარზე, მენეჯერი მიიჩნევს, რომ „კრუიზის“ კონკურენტები არიან კლასიკური სტილის რესტორნები.
„ჩვენს რესტორანს გამოარჩევს გარე და შიდა ინტერიერი. გვაქვს გუნდური მომსახურება, განვაახლეთ სამზარეულო და კვების მენიუ. არცერთი სტუმარი არ ტოვებს რესტორანს უკმაყოფილო“, - ამბობს მენეჯერი.
ცნობისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსი ,,კრუიზი” 2008 წლის ოქტომბერში დაარსდა. ეს იყო პირველი სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსი, რომელიც ქალაქ თბილისში გაიხსნა.
2023 წლის მარტიდან რესტორანი განახლებული გარემოთი, სამზარეულოთი და შოუ-პროგრამით ოპერირებს. ინფრასტრუქტურულ სიახლესთან ერთად, ცვლილებებია მენიუშიც, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველია სტუმრებისთვის და ყველა ტიპის მომხმარებელზეა მორგებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.