მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ აჯამებს „არდი“ 2024-ს და რა გეგმები აქვს 2025 წლისთვის

news image
mbc image

2024 წელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის და მათ შორის „არდისთვის“ საკმაოდ კარგი იყო და მოზიდული პრემია დაახლოებით 18%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელი „არდისთვის“ იმითაც იყო გამორჩეული, რომ „საქართველოს კაპიტალი“ „არდის“ ძირითადი აქციონერი გახდა.

„გასული წელი კარგი იყო სადაზღვევო ინდუსტრიისთვის და მათ შორის „არდისთვის“. ბაზარი ანუ მოზიდული პრემია დაახლოებით 18%-ით გაიზარდა და პოსტკოვიდურ პერიოდში შემცირებული მომგებიანობაც გაუმჯობესდა. ყველაზე მოთხოვნადი დაზღვევის სახეობა კვლავაც სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაა, შემდეგ მოდის ავტოდაზღვევა, ქონების დაზღვევა და სიცოცხლის დაზღვევა. სხვა სახეობებს შედარებით მოკრძალებული წილი უჭირავთ. ზუსტი მონაცემები დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 12 თვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გვეცოდინება.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან როგორც იცით გასულ წელს ძალიან მსხვილი გარიგების შედეგად „არდიში“ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა და „საქართველოს კაპიტალი“ „არდის“ ძირითადი აქციონერი გახდა“, - განმარტავს მიხეილ ჯაფარიძე.

მისივე განმარტებით, „არდის“ პორტფელში ჯანმრთელობის დაზღვევის წილი 80%-ია.

„ჩვენ სიახლეებზე მუდმივად ვმუშაობთ და ამ კუთხით ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ ჩვენ დაზღვეულებს. კონკრეტიკისგან შეგნებულად შევიკავებ თავს, თუმცა „არდის“ ძირითადი სტრატეგია უცვლელია, რაც მუდმივი განახლების გზით განსაკუთრებული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში მდგომარეობს. შესაბამისად სამედიცინო, ავტო, ქონების და სხვა დაზღვევის სახეობების მიმართულებით კიდევ უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით“, - ამბობს „არდის“ გენერალური დირექტორი. ​

სადაზღვევო კომპანიამ სერვისების გაციფრულების მიმართულებით აქტიურ სამუშაოები გაწია და აღნიშნული მიმართულებით კომპანია ისევ აქტიურად აგრძელებს სვლას. 

„გაციფრულება სავალდებულო თანმდევია ჩვენი ცხოვრების და „არდიში“ პროცესების უდიდესი ნაწილი გაციფრულებულია. ამ კუთხითაც ძალიან ბევრი რამ პირველებმა დავნერგეთ ბაზარზე და ეს ტრენდი არ შეიცვლება. კიდევ უფრო მეტად გაციფრულდება და გამარტივდება არსებული სერვისები, დაემატება ახალი პროდუქტები და ინიციატივები“, - აცხადებს „არდის“ გენერალური დირექტორი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა