მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

როგორ ამარტივებს ILARIA კომპანიებში HR პროცესების მართვას და რა გეგმები აქვს კომპანიას საერთაშორისო ბაზრებზე

news image
mbc image

ILARIA თანამედროვე HR ტექნოლოგიური პლატფორმა და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ავტომატიზაციასა და ადმინისტრაციული საქმიანობის გამარტივებაში ეხმარება. კომპანიის საქმიანობის სპეციფიკაზე, მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ სერვისებზე, კონკურენტულ უპირატესობებსა და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს მარიამ ქუთათელაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?

ILARIA თანამედროვე ციფრული სისტემა და HR საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ოფიციალურად 2026 წლის თებერვლიდან გამოჩნდა. ჩვენი მთავარი მისიაა, ორგანიზაციებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ბიზნესის მართვა, სრულად ავტომატიზებული გავხადოთ ადამიანური რესურსების მართვის (HR) პროცესები და მინიმუმამდე შევამციროთ ყოველდღიური ბიუროკრატია.

რეალურად, ILARIA-ს შეუძლია სრულად დაფაროს ნებისმიერი სირთულის ადმინისტრაციული HR პროცესი, დაწყებული დოკუმენტაციის ელექტრონული ბრუნვით, თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვითა და დავალებების გაწერით, დასრულებული ხელფასების უწყისების (Payroll) ავტომატური დაანგარიშებით. ამასთანავე, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჩვენს პლატფორმას აქვს რესურსი, სრულად გადაიბაროს კომპანიის HR მხარდაჭერა და ადამიანური კაპიტალის შერჩევის (რეკრუტინგის) მიმართულება.

ეს სისტემა შეიქმნა იმ რეალურ გამოწვევებზე დაკვირვებით, რომელთა წინაშეც დღეს მსხვილი კომპანიები და ჰოლდინგები დგანან. ჩვენი პროდუქტი ერთ წელზე მეტია აქტიურად იტესტება და ის ეფუძნება ამ სფეროში დაგროვილ 15 წელზე მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობაში და პროგრამაც ამ რეალურ პრაქტიკაზე დაყრდნობით ავაგეთ.

რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს და რომელ მიმართულებებზე ფიქსირდება ყველაზე მაღალი მოთხოვნა?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი მომსახურება ორ ძირითად ნაწილად იყოფა:

ILARIA-ს ციფრული პლატფორმა - ერთ სისტემაში აერთიანებს HR ადმინისტრირებას, ხელფასების დაანგარიშებას, შიდა პროცესების დამტკიცების workflow-ებსა და დავალებების მართვას.

უპირატესობა სწორედ ამ კომპლექსურ მიდგომას ენიჭება. კომპანიებს სურთ, ჰქონდეთ გამართული, თანამედროვე პროგრამა, განსაკუთრებით ხელფასების დაანგარიშებისა და დავალებების მართვის ნაწილში.

სრული HR აუთსორსინგი და ტალანტების შერჩევა (რეკრუტინგი) - ეს არის ჩვენი მეორე, უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას კი არ ვყიდით, არამედ შეგვიძლია სრულად გადავიბაროთ კომპანიის HR პროცესები, დაწყებული დოკუმენტაციის მოწესრიგებიდან, დასრულებული საუკეთესო კანდიდატების მოძიებითა და შერჩევით.

რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებისა და უახლესი ტექნოლოგიების სინთეზია. ილარია ისეა სტრუქტურირებული, რომ სრულად ფარავს HR პროცესების უწყვეტ ციკლს: სისტემაში ოპერაციის დაწყებისთანავე, პროგრამა თავად აგენერირებს შესაბამის ორენოვან შაბლონს, რომელიც ავტომატურად გადის მრავალდონიანი შეთანხმების ეტაპებს პასუხისმგებელ პირებთან. დოკუმენტის საბოლოო დამტკიცების შემდეგ კი, იურიდიული ძალის მქონე ფაილი მომენტალურად აისახება როგორც თანამშრომლის პირად ისტორიაში, ისე ხელფასების საანგარიშო უწყისში (Payroll), რაც გამორიცხავს მონაცემების ხელით ორჯერ შეყვანის საჭიროებას.

ამავე ლოგიკით, სისტემა ავტომატურ რეჟიმში ანაწილებს მიმდინარე დავალებებსაც. პლატფორმის მობილური აპლიკაციის დახმარებით, თანამშრომლებს შეუძლიათ დისტანციურად ან ადგილზე მისვლით - დააფიქსირონ სამუშაოს დაწყება (ტაბელი), მოითხოვონ შვებულება თუ სხვა საჭირო დოკუმენტაცია, თვალი ადევნონ საკუთარ დავალებებს და ერთი შეხებით დაადასტურონ მათზე განკუთვნილი სამუშაო ნაკადები.
ილარიას ინტერფეისი იმდენად ინტუიციური და მარტივია, რომ ნებისმიერ მენეჯერსა თუ HR სპეციალისტს შეუძლია მთელი ორგანიზაციის მართვა ერთიან ციფრულ სივრცეში შეძლოს. ეს სრულად აგვარებს ქაოტური კომუნიკაციის პრობლემას, კომპანიებს აღარ სჭირდებათ უამრავი ელექტრონული ფოსტის გზავნა, დაუსრულებელი სატელეფონო ზარები თუ სხვადასხვა მესენჯერში გაფანტული დავალებების ძებნა.

ყველაზე ხელშესახები უპირატესობა კი ჩვენი პარტნიორული მიდგომაა: ჩვენ სისტემას აბსოლუტურად უფასოდ ვნერგავთ ორგანიზაციაში და ბიზნესს საშუალებას ვაძლევთ 1 თვის განმავლობაში გამოიყენოს, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გამოსცადოს პლატფორმის სრული პოტენციალი და მხოლოდ შემდეგ მიიღოს თანამშრომლობის გადაწყვეტილება.

რა არის კომპანიის მთავარი განვითარების გეგმები 2026 წლისთვის, როგორც სერვისების, ისე ბაზრების მიმართულებით?

ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი მიზანია, მომდევნო 1 წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტ ქართულ კომპანიას გავუმარტივოთ მუშაობა და გავაცნოთ ILARIA.

ამავდროულად, აქტიურად ვემზადებით ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასასვლელად. ჩვენი სისტემა იმდენად მოქნილია, რომ უპრობლემოდ ერგება ნებისმიერი სხვა ქვეყნის კანონმდებლობასა თუ ხელფასების დაანგარიშების (Payroll) სპეციფიკას. გარდა ამისა, პლატფორმა მრავალენოვანია, რაც საერთაშორისო მასშტაბით მის ინტეგრაციას კიდევ უფრო ამარტივებს.

პროდუქტის განვითარების კუთხით, მომხმარებლებს ბევრ საინტერესო სიურპრიზს ვთავაზობთ და სისტემას მუდმივად ვამატებთ ახალ მოდულებსა თუ ფუნქციონალს. მაგალითად, როდესაც ILARIA პირველად გამოჩნდა ბაზარზე, HR პროგრამაში დავალებების მართვის (Task Management) კომპონენტის ინტეგრირება უაღრესად ეფექტური და მნიშვნელოვანი სიახლე აღმოჩნდა. კომპანიებმა პრაქტიკაში დაინახეს, რომ თანამშრომელთა ყოველდღიური დავალებების კონტროლი და ადამიანური რესურსების მართვა ერთმანეთისგან განუყოფელი პროცესებია

ზუსტად ამავე მიდგომით ვგეგმავთ ბაზრისთვის კიდევ ბევრი ახალი, პრაქტიკული კომპონენტის შეთავაზებას. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ის დიდი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვეთ, მაქსიმალურად გავუზიაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SPRIBE-ის მორიგი საერთაშორისო აღიარება - 3 გლობალური ჯილდო SiGMA World 2026-ზე

06.11.2026.16:15

ტექნოლოგიურმა კომპანია SPRIBE-მა საერთაშორისო ასპარეზზე მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. გასართობი ტექნოლოგიებისა და ციფრული ინოვაციების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გლობალურ ღონისძიებაზე, SiGMA World 2026-ზე კომპანიამ სამი ჯილდო მიიღო.

SiGMA World-ის ყოველწლიური დაჯილდოება დამსახურებულად მიიჩნევა ინდუსტრიის „ოსკარად“, სადაც გამარჯვება მხოლოდ რევოლუციურ ხედვას, ტექნოლოგიურ სრულყოფილებასა და გლობალურ ბაზარზე მასშტაბურ გავლენას მოაქვს.

რომში გამართულ წლევანდელ ღონისძიებაზე SPRIBE -ის მიერ მოპოვებული ჯილდოები ჩამონათვალი წელს ასე გამოიყურება:

• Best Player Engagement (Aviator by Spribe), რომელიც კომპანიის ფლაგმანურმა ქრაშ-თამაშმა, Aviator-მა მოიპოვა. 

• Best Casino Platform (Broadway Platform by Spribe) - ეს ჯილდო ადასტურებს, რომ SPRIBE არა მხოლოდ ცალკეული თამაშების შემქმნელი, არამედ სრულფასოვანი ტექნოლოგიური პლატფორმების მიმწოდებელია.

• Fastest Growing Aggregator (Broadhub by Spribe) - რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს SPRIBE-ის, როგორც დინამიკური და მოთხოვნადი ტექნოლოგიური პარტნიორის როლს.

„ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალოდ თამაშების ან პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ჩვენი ამოცანა თავიდანვე გლობალური ინდუსტრიის ტრანსფორმაცია, თამაშის წესების შეცვლა და ახალი მომხმარებლისთვის სრულიად განსხვავებული, რევოლუციური გამოცდილების შეთავაზება იყო. SiGMA-ს აღიარება ჩვენთვის უცხო არ არის, თუმცა წლევანდელი ტრიუმფი განსაკუთრებულია თავისი მასშტაბით.

ეს სამმაგი გამარჯვება ადასტურებს, რომ SPRIBE-ის ეკოსისტემა უმაღლეს მსოფლიო სტანდარტს ქმნის. ჩვენი გუნდის ძალა იმაშია, რომ არასდროს ვჩერდებით მიღწეულზე და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს. ჩვენ ვაგრძელებთ გლობალურ ექსპანსიას, ვნერგავთ მომავლის ტექნოლოგიებს და წინ უკომპრომისო ნაბიჯებით მივდივართ” - დავით ნატროშვილი, SPRIBE-ის დამფუძნებელი და CEO.

SiGMA World 2026-ზე მოპოვებული სამმაგი გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ SPRIBE გლობალურ ასპარეზზე პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს და ბაზარზე თავის მრავალფუნქციურ პროგრამულ პორტფელს წარმატებით ავითარებს.

SPRIBE-ის შესახებ:

SPRIBE-ი არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია და iGaming-ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინოვატორი. ქართველი ბიზნესმენის, დავით ნატროშვილის მიერ 2018 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ შექმნა Aviator-ი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინთამაში.

SPRIBE-ი არის UFC-ის, AC Milan-ისა და WWE-ის პარტნიორი, ხოლო მისი ბრენდ-ამბასადორები მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული სპორტსმენები და ვარსკვლავები არიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა