მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის საინტერესო და საჭირო პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. ამ ბლოგში სწორედ ერთ-ერთ ასეთი პროექტზე STEM სკოლაზე ვისაუბრებთ, რომელიც საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტია. STEM სკოლა მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს, მთელი საქართველოდან, აძლევს შესაძლებლობას, უნიკალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთონ, რომელიც ტრადიციული გაკვეთილებისგან საკმაოდ განსხვავდება.

სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული სასწავლო მოდელიც.

თეორიიდან პრაქტიკამდე

STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და მეთოდოლოგია პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას (Project-Based Learning) ეფუძნება, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ცოდნა რეალური პრობლემების გადაჭრას მოახმარონ. სასწავლო პროგრამა, რომელიც სპეციალურად ამ სკოლისთვის შეიქმნა, ორი ოთხთვიანი მოდულისგან შედგება.

როგორც საინჟინრო ფიზიკის დოქტორი და მოდულების ავტორი, მარეხი მაზანაშვილი განმარტავს, პროცესი ეტაპობრივად რთულდება:

„პირველ მოდულში სწავლა მთლიანად ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები ვირტუალურ გარემოში სწავლობენ მიკროკონტროლერის დაპროგრამებას, სხვადასხვა სენსორების მუშაობის პრინციპს… მეორე მოდული უკვე რეალური კომპონენტების ჩართულობით მიმდინარეობს – გვიზიარებს მარეხი მაზანაშვილი.

ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ თეორიულად ითვისებენ მასალას, არამედ პრაქტიკულადაც ქმნიან საკუთარ პროექტებს.

„მოლოდინი მაქვს, რომ პროექტი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება – მოიცავს მეტ რეგიონს, მეტ მოსწავლეს. ვრწმუნდები, რომ კომაროვისა და საქართველოს ბანკის STEM სკოლის პროექტი გახდება ეროვნული საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციურ, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას მომავალი თაობისთვის –ამბობს ნინო ხიხაძე, STEM სკოლის მასწავლებელი.

გარემო, რომელიც პოტენციალს ავლენს

STEM სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შექმნას გარემო, სადაც ნიჭიერი ახალგაზრდები საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებენ. სრულად დისტანციური ფორმატი და საქართველოს ბანკის სტიპენდია საუკეთესო მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფს, რომ ხარისხიანი STEM განათლება მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

„ნიჭიერ მოსწავლეებს პოტენციალის გამოსავლენად სჭირდებათ სწორი გარემო და ხელმისაწვდომობა, სწორედ ასეთი გარემო შექმნა ჩვენმა პროექტმა ახალგაზრდებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან,“ –ამბობს გიორგი ლექვინაძე, STEM სკოლის მასწავლებელი.

პროექტის შედეგები აჩვენებს, თუ როგორ იცვლება მოსწავლეთა დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ბევრი მათგანი თავდაპირველად ვერც კი წარმოიდგენს, რომ რთული ტექნოლოგიური პროექტების შექმნა შეუძლია.

„ჩვენთან მოდიან მოსწავლეები, რომლებსაც უყვართ ფიზიკა, მათემატიკა, თუმცა უმეტესობას არ აქვს წარმოდგენა, რა შეუძლია STEM განათლებას. პირველი მოდულის ბოლოს ყველას ვუსვამთ კითხვას, წარმოგედგინა, რომ ასეთ რამეს გააკეთებდი? ყოველთვის გვპასუხობენ, რომ წარმოუდგენელი ეგონათ. მეორე მოდულის შემდეგ კიდევ უფრო გაოგნებულები რჩებიან საკუთარი შესაძლებლობებით – ამბობს გიორგი ჯიქიძე, ელექტრო ინჟინერი, STEM სკოლის მასწავლებელი.

საბოლოო ჯამში, STEM სკოლა არის ინვესტიცია მომავალში, რომელიც ახალგაზრდებს არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლებად, არამედ მათ შემქმნელებად აქცევს.

„სტუდენტებს სჭირდებათ ორი რამ: მოწადინება და ახლის სწავლის სურვილი. ინტერესს და ინჟინერიის სიყვარულს ჩვენ გავუღვივებთ,“ – განმარტავს ელგუჯა აბულაძე, ელექტრო ინჟინერი, STEM სკოლის მასწავლებელი.

თუ ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული, ნახე 5 მიზეზი რატომ უნდა ისწავლო STEM სკოლაში. იმისთვია კი რომ არ გამოგრჩეს შენთვის საინტერესო პროექტები და შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს ბანკი გთავაზობს, გადადი ბლოგზე და გაეცანი 2026 წელს დაგეგმილ ყველა პროექტს. გაეცანი ყველა დეტალს STEM სკოლაზე და გაიგე ყველაფერი რაც გჭირდება რეგისტრაციიდან დაფინანსებამდე და  დარეგისტრირდი STEM სკოლაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

16.09.2026.18:19

საქართველოს ბანკი ისთ ფოინთის დაბადების დღის აღსანიშნავად SOLO VISA ბარათის მფლობელებსსავაჭრო ცენტრის 70-ზე მეტ მაღაზიაში SOLO VISA ბარათით გადახდისას   30%-იან ქეშბექს სთავაზობს. (მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით თითოეულ მაღაზიაში).

შეთავაზება მოიცავს ისთ ფოინთის მაღაზიების ფართო სპექტრს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - Massimo Dutti, Boss, Levi's, Lee & Wrangler, Columbia, United Colors of Benetton, Mustang Jeans, Penti, Superdry & Co, Scalpers, Celio, Giordano, JOMA, Topsport, Under Armour, Adidas, Section Forty, Lee Cooper, Etam, Jack & Jones, Vero Moda, Mavi, Gallery Sport, Calvin Klein, Women'secret, Suwen, Gallery Accent / Factory, Converse, Keddo, JB Martin, Cole Haan, New Balance, Studio By Shoes Gallery, Crocs, Salamander, Wortman, Uno Shoes

აქსესუარები - IZIPIZI, Firali, New Time, Carpisa, Regalia, GMT, Tous, Modi – Barner

თავის მოვლა - Lutecia, Ici Paris, More Beauty

სახლი და ოჯახი -Togas Georgia, Forum, New Light, Enza Home, English Home, Bakara, Laboratory My Home, Marco, Bellona

ტექნიკა - Gadget, JBL, Shark | Ninja, Dyson

საბავშვო- Chicco, Panco, XS Toys, Carter's Georgia, Jacadi, Name It, Kids Gallery, Orchestra, Miniso, Yoyoso, LÄTT LIV

შეთავაზებით სარგებლობა მარტივია-  საკმარისია გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალზე განხორციელდეს. ქეშბექი კი ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება.

გასათვალისწინებელი პირობები და გამონაკლისები

რამდენიმე მაღაზიაში მოქმედებს განსხვავებული პირობები:

  • New Light - ქეშბექი შეადგენს 20%-ს, მაქს. 300 ლარი; არ ვრცელდება გარკვეული მოდელის სანათებსადა ნათურებზე
  • JBL, Shark | Ninja, Dyson - ქეშბექი შეადგენს 20%-ს, მაქს. 200 ლარი
  • BOSS - მოქმედებს 30% ქეშბექი ლიმიტის გარეშე
  • Chicco - ვრცელდება მხოლოდ Chicco-ს ბრენდის პროდუქციაზე
  • Regalia - არ ვრცელდება Tsikolia-ს პროდუქციაზე
  • GMT- არ ვრცელდება Ronius-ზე
  • Lutecia - არ ვრცელდება Chanel, Dior, Tiziana Terenzi, Giardino Benessere, V Canto და Lutecia ბრენდებზე, ასევე სასაჩუქრე და ლოიალობის ბარათებზე
  • Ici Paris - არ ვრცელდება Chanel, Tom Ford, Byredo, Casamorati, Juliette Has a Gun, Xerjoff, Roja, Vilhelm Parfumerie, YSL და Giorgio Armani ბრენდებზე, სასაჩუქრე ბარათებზე, აგრეთვე ICI MIX ნაკრებებზე

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებგვერდს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა