მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ ავითარებს „შაინპრო“ დასუფთავების სერვისებს

news image
mbc image

„შაინპრო“ არის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ დასუფთავების სერვისებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებლებს, ოთარ ცეცაძესა და ცოტნე კაპანაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კომპანია „შაინპრო“ მომხმარებელს სთავაზობს სრულ დასუფთავების მომსახურებას. ბაზარზე 2024 წლის მარტიდან გამოვჩნდით და ჩვენი მიზანი იყო გვქონოდა როგორც B2B მიმართულებით მომსახურება, ასევე B2C. გვინდა, რომ შევქმანთ კომფორტული გარემო ჩვენი მომხმარებლისა და პარტნიორებისთვის, სადაც ხარისხი, კმაყოფილება და ნდობა გადის სწორ კომუნიკაციასა და პასუხისმგებლობის ჯეროვნად შესრულებაზე.

რამდენი ტიპის სერვისს სთავაზობთ მომხმარებლებს ამჟამად?

ამ მომენტისთვის გვაქვს 7 ტიპის მომსახურება, ოღონდ აქედან 1 უკვე გავიტანეთ სხვა ბრენდად. „ბროლი ჯორჯია“, რომელი ქვეყანაში ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს: მობაილ ავტო ქიმწემენდას.

რაც შეეხება მომსახურებებს, გვაქვს გენერალური დასუფთავების მომსახურება, რეგულარული დასუფთავების მომსახურება, რემონტის შემდგომი დასუფთავების მომსახურება, ვიტრაჟების წმენდის მომსახურება, ხალიჩის ქიმწმენდა/შამპუნირების მომსახურება, ავეჯის ქიმწმენდა, მყარი იატაკის მორეცხვა, როგორც მაღალი წნევის აპარატით, ასევე შესაბამისი ტექნიკით, გარე ფასადის რეცხვა, ავტომობილის მობაილ ქიმწმენდა.

როგორ უზრუნველყოფთ მომსახურების ხარისხს და მომხმარებელთა კმაყოფილებას?

ზოგადად, ობიექტზე სამუშაოების დასრულებამდე 2 საათით ადრე ვურეკავთ დამკვეთს და ვთხოვთ, რომ გადაამოწმოს ჩვენი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოები, ასევე იქვე არის ჩვენი პასუხისმგებელი პირიც. თუ რაიმე დეტალი გამორჩენილია ან მომხმარებელს სურს მისი გაუმჯობესება, გუნდი მაქსიმალურად ეცდება ყველაფრის გამოსწორებას. გარდა ამისა, რამდენიმე თვეა დავნერგეთ ხარისხის კონტროლი. ჩვენი ხარისხის მენეჯერი ყველა მომსახურების შემდეგ სატელეფონო ზარით უკავშირდება მომხმარებელს და უსვამს რამდენიმე კითხვას, რომლებზე პასუხიც გვაძლევს უკუკავშირს მომხმარებლის კმაყოფილებასა და ასევე გასაუმჯობესებელ ფაქტორებზე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

გვსურს, რომ გავფართოვდეთ და ქვეყანაში შევქმნათ გარემო, სადაც მომხმარებელი თავს კომფორტულად იგრძნობს. გვინდა ვიმუშაოთ ინოვაციურ მომსახურებაზე, რომელიც მომხმარებელს თავს კომფორტულად აგრძნობინებს და გააუმჯობესებს მდგომარეობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კომპანიის ვებგვერდს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა