როგორ და რა პირობებში გაატარებენ ზამთარს თბილისის ზოოპარკის მობინადრეები
თბილისის ზოოპარკი ზამთრის სეზონს მაქსიმალურად მომზადებული ხვდება და შექმნილია ყველა პირობა, რაც მობინადრე ცხოველებს ცივი ზამთრის გადასატანად სჭირდებათ.
როგორც თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მზია შარაშენიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ზამთარში მთავარი თემა არის გათბობა, რომელიც უზრუნველყოფილია და ამ მხრივ ცხოველები მაქსიმალურად დაცული არიან.
,,ზამთრის სეზონს მაქსიმალურად მომზადებულ დავხვდით, როგორც წინა წლებში, წელსაც ეს საკითხი მოგვარებულია. ყველა პირობაა იმისთვის, რომ ცხოველები მათთვის საჭირო და მისაღებ პირობებში იყვნენ, იმ კლიმატის გათვალისწინებით, რასაც მიჩვეული არიან. ვოლიერები, სადაც საჭიროა, რომ იყოს გათბობა, ეს სისტემა გამართულად მუშაობს.
ასევე აუციელებლია წყლის გათბობა და შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა ცხოველებისთვის, რომლებიც თბილ კლიმატს არიან მიჩვეულები. დღეის მდგომარეობით, მათთვის ეს პირობები უზრუნველყოფილია. თუმცა არიან ცხოველები რომლებსაც ეს არ სჭირდებათ, მაგალითად კეთილშობილი ირმები, რომლებიც საქართველოში არიან გავრცელებული, ასევე ჯიხვები, დახურული ვოლიერები არ აქვს, გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, ფაქტობრივად ყველა პირობაა შექმნილი, რომ თავი კარგად და უსაფრთხოდ იგრძნონ", - ამბობს მზია შარაშენიძე.
უამინდობის გამო ამ ეტაპზე ზოოპარკშიო ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. ზაფხული საკმაოდ დატვირთული პერიოდი იყო.
მზია შარაშენიძის თქმით, წელს დამთვალიერებლების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა და ეს ტრენდი შემოდგომის განმავლობაშიც შენარჩუნდა.
ცნობსითვის, თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა. მას არსებობის განმავლობაში არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია, მათ შორის 90-იანი წლების კრიზისის.
თბილისის ზოოპარკისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო 2015 წლის წყალდიდობა, რომელმაც ზოოპარკის ბინადართა ნახევარზე მეტი იმსხვერპლა.
წყალდიდობის შედეგად 277 ცხოველი დაიღუპა, რაც დიდი ტრაგედიაა. თუმცა ევროპის სხვადასხვა ზოოლოგიურმა ბაღებმა და ევროპის ზოოპარკების ასოციაციამ თბილისის ზოოპარკს დიდი დახმარება გაუწია და იქაურობა თანდათან ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.