როგორ დაეხმარა საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათი „კენარს“ განვითარებაში
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ცოტა ხნის წინ ციფრული სასაჩუქრე ბარათების შექმნის ფუნქცია დაემატა. სასაჩუქრე ბარათი საქართველოს ბანკის მომხმარებლებს საშუალება აძლევს, საჩუქარი ახლობელ ადამიანს ან საკუთარ თავს გაუკეთონ, ბიზნესებს კი ამ ფუნქციონალის გამოყენებით 1,4 მილიონზე მეტი ადამიანისთვის თავიანთი პროდუქტისა და სერვისის შეთავაზება შეუძლიათ.
ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა ბიზნეს მენეჯერიდან ძალიან მარტივია, რადგან სასურველ აუდიტორიას თუ სასაჩუქრე ბარათის ვადებს თავად ირჩევთ. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სასაჩუქრე ბარათს შეიძენს, თანხა ავტომატურად დაგერიცხებათ.
კენარი ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც მომხმარებლებს ციფრული სასაჩუქრე ბარათები შესთავაზა და საქართველოს ბანკის ახალი ფუნქციონალიც გამოცადა. იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნამ გაყიდვებზე, კენარის შესყიდვების მენეჯერი, ნიკოლოზ ჯავახია, საუბრობს.
"საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათი მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი მარტივი და კომფორტული გზაა იმისთვის, რომ სასაჩუქრე ბარათები შეიძინონ. ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა ამ პროდუქტის პრეზენტაციის მოსმენისთანავე გადავწყვიტეთ და საკმაო წარმატებითაც მუშაობს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ, კენარის სასაჩუქრე ბარათები კიდევ უფრო მარტივად შეიძინონ, ჩვენ კი შევძელით, რომ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია ახალ აუდიტორიას მივაწოდოთ. მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ სასაჩუქრე ბარათების საქართველოს ბანკის აპლიკაციიდან შეძენა და სასურველი პირისთვის ჩუქება. ამ თვალსაზრისით, ეს პროდუქტი საკმაოდ კომფორტული გამოსაყენებელია", — ამბობს ნიკოლოზ ჯავახია.
სასაჩუქრე ბარათის შექმნის შემდეგ, ბიზნეს მენეჯერიდან ანალიტიკისთვის თვალის დევნებაც შეგიძლიათ. კერძოდ, ზუსტად გეცოდინებათ რამდენი და რა მოცულობის ვაუჩერები გაიყიდა, რამდენს შეადგენს ჯამური რეალიზაცია, რომელია ყველაზე პოპულარული სასაჩუქრე ბარათი და ა.შ. ასევე, სასაჩუქრე ბარათის შექმნით, ახალი მომხმარებლების მოზიდვა და უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლაც შესაძლებელია, რაზეც კენარის მაგალითიც მეტყველებს.
"სათვალე აქსესუარია, რომელიც ბევრისთვის ძალიან სასურველ საჩუქარს წარმოადგენს. შესაბამისად, მუდმივად წარმატებით ვყიდდით ჩვენს სასაჩუქრე ვაუჩერებს და რასაკვირველია, ბარათის ციფრული ვერსიის შექმნამ ეს კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახადა და შედეგად, ეს პროდუქტი ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად შემოსავლიანი გახდა. ანალიტიკის მიხედვით, ამ პროდუქტით სარგებლობენ როგორც ჩვენი ერთგული, ისე ახალი მომხმარებლებიც. შედეგი ნამდვილად სასიხარულოა, რადგან ინტერესი ჩვენი ციფრული სასაჩუქრე ვაუჩერის მიმართ საკმაოდ დიდია. უნიკალური მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად მოხარულები ვართ იმითაც, რომ რამდენიმე ერთგული მყიდველი უკვე ახალ
რკო ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.