მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ დაიბრუნოთ კონტროლი თქვენს დროზე და დაიწყოთ ციფრული დეტოქსი 21-ე საუკუნეში

news image
mbc image

მნიშვნელოვანია, რომ გამუდმებით ახალ, ჯანსაღ ჩვევებზე ვიფიქროთ. კვლევების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში, საშუალოდ ადამიანი ინტერნეტში დღეში 6 საათსა და 41 წუთს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება სოციალურ მედიაში გატარებული დროის საშუალო რაოდენობა: რაც უფრო მეტ ახალ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს გვთავაზობს სოციალური მედია, მით უფრო მეტი დროის გატარება გვსურს ციფრულ სამყაროში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თვალყური ადევნოთ ონლაინ რეჟიმში გატარებულ დროს და პერიოდულად ჩაიტაროთ „ციფრული დეტოქსი“.

ეკრანთან გატარებული დროის სტატისტიკა და აპების ლიმიტები

დროზე კონტროლის აღსადგენად, დაიწყეთ თქვენი მოწყობილობების, პირველ რიგში კი, მობილურების გამოყენების ანალიზი. თავად გაჯეტი დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ ტელეფონზე გატარებულ დროს: როგორც iOS, ასევე Android სისტემებს შეუძლიათ გიჩვენონ ეკრანის დროის სტატისტიკა. თითოეული გაჯეტის პარამეტრებში ხელმისაწვდომია დეტალური ანგარიში, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენ დროს ხარჯავს მომხმარებელი დღეში საშუალოდ ტელეფონში. ასევე, ამ დროის რა ნაწილს დახარჯა ცალკეული აპლიკაციების გამოყენებაზე. iOS მოწყობილობებზე ამ განყოფილებას Screen Time, ანუ „ეკრანის დრო“ ეწოდება, ხოლო Android სისტემის მოწყობილობებზე სახელები შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგალითად, Xiaomi-ის სმარტფონებში მას Digital Wellbeing - ციფრული კეთილდღეობა ეწოდება, ხოლო Samsung-ის შემთხვევაში, Device Usage  - მოწყობილობის გამოყენება.

ამ განყოფილებაშივე ნახავთ სხვადასხვა ვარიანტებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ და შეზღუდოთ თქვენი „ეკრანის დრო“. მიზნიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ რეჟიმი, მაგალითად, დააყენოთ „დასვენების დრო". ეს არის პერიოდი, როდესაც მხოლოდ დაშვებული აპლიკაციებია ხელმისაწვდომი მოწყობილობაზე. ასევე, შესაძლებელია განსაზღვროთ აპლიკაციის ლიმიტები - გააქტიუროთ დროის ავტომატური შეზღუდვა კონკრეტული აპლიკაციების გამოსაყენებლად.

ამ მარტივი ქმედებებით, დიდ ნაბიჯს გადადგამთ გაჯეტსა თუ ცალკეულ აპებში გატარებული დროის მართვისკენ. ეკრანის დროის კიდევ უფრო მეტი კონტროლისთვის, არსებობს მრავალი მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებელი აპლიკაციებია: Menthal კონკრეტულად Android-ისთვის, ხოლო Forest და AppBlock როგორც Android-ის, ასევე iOS სისტემებისთვის. სხვათა შორის, ასეთი აპლიკაციები საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ თვალყური ადევნოთ თქვენს გაჯეტში გატარებულ დროს, არამედ შერჩეული დროის ინტერვალებში მთლიანად დაბლოკოთ ეკრანი ან ცალკეული აპლიკაციები.

ამასთან ერთად, შეგიძლიათ დაიწყოთ კონტროლი და შეზღუდოთ ონლაინ გატარებული დრო ინდივიდუალურად აპლიკაციებიში ჩაშენებული ფუნქციების გამოყენებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა სოციალურ ქსელსა თუ მესინჯერს არ აქვს ეს ფუნქცია.

„ჩუმი რეჟიმი” და „უხილავი რეჟიმი”

„ჩუმი რეჟიმი“ დაგეხმარებათ, ნაკლებად ხშირად ისარგებლოთ ტელეფონით, რათა მასში აღარ „გაიჭედოთ“. თქვენ აღარ შეგაწუხებთ ზარები, შეტყობინებები და მუდმივი შეხსენებები, რადგან მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ არ მოვა თქვენამდე. სმარტფონის ასეთი ფუნქციონირების პარამეტრები შეგიძლიათ იხილოთ „ფოკუსში“ - iOS მოწყობილობებზე და „ხმა და ვიბრაცია“ Android სისტემაში.

თუ კონკრეტული აპლიკაცია ან ჩატი მეტისმეტად ბევრი ინფორმაციის გამტარია, შეგიძლიათ გარკვეული დროით გამორთოთ მათი შეტყობინებები (როგორც წესი, ამის გაკეთება შესა

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა