მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ დაიწყო ბიომეღვინეობა რაჭაში — გაიცანით "ღვინუკას" დამფუძნებელი და ინდ. მეწარმე ზუკა მაისაშვილი

news image
mbc image

საუკუნოვანი ოჯახური ტრადიციის აღდგენასა და რაჭაში უნიკალური ღვინის წარმოებაზე ფიქრი ზუკა მაისაშვილმა სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო. ასე გაჩნდა "ღვინუკას" შექმნის იდეა, რომელიც ღვინოებს დღეს უკვე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის აწარმოებს. ამასთანავე, "ღვინუკა" პირველი ბიომეღვინეობაა რაჭაში, რომელიც რეგიონში ბიო ღვინოს აწარმოებს და ვაზის უნიკალური ჯიშების პოპულარიზაციასაც ხელს უწყობს. "ღვინუკას" ისტორიას უფრო დეტალურად ბრენდის დამფუძნებელი, ზუკა მაისაშვილი, გვიყვება:

 

"'ღვინუკას' ისტორია 2018 წლიდან იწყება, როდესაც სკოლის დამთავრებისთანავე რაჭაში ყოფნისას გამიჩნდა იდეა, რომ ჩემი ოჯახის ტრადიცია აღმედგინა. ჩემს ოჯახს ღვინის წარმოებისა და დაყენების მიმართულებით ტრადიცია ჰქონდა, რომელიც სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს და რომლის აღდგენაც გადავწყვიტე. ჩემს ღვინოებს დაარსების დღიდან აქვს კონკრეტული მიმართულება — შევქმნათ ბიო და მშრალი ღვინოები და რაჭული მეღვინეობა მომხმარებლებს ამ ნიშური მხრიდან დავანახოთ. 2021 წელს დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენი ბიო ვენახის სერტიფიცირება დავიწყეთ, 2024 წელს კი ვენახების სერტიფიცირება მოვახდინეთ. შედეგად, რაჭის რეგიონში გავხდით ერთ-ერთი პირველი მეღვინეობა, რომელსაც ბიო სერტიფიკატი აქვს მიღებული", — ამბობს ზუკა მაისაშვილი.

 

ბიზნესის ზომისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, ზუკა მაისაშვილის თქმით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ინდ.მეწარმის სტატუსით გაცილებით უფრო მოსახერხებელია. ამიტომ, ბიზნესის დაწყებისთანავე ზუკა მაისაშვილმა ინდ. მეწარმის სტატუსი მიიღო, შემდეგ კი საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელიც გახდა. დიდი ხანია, რაც ინდ.მეწარმეები საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკითა და ბიზნეს მობილბანკით სარგებლობენ. ეს ციფრული სერვისები მომხმარებლებს სხვა უპირატესობებთან ერთად ეფექტურ მომსახურებასა და საუკეთესო საბანკო გამოცდილებს სთავაზობს.

 

"საქართველოს ბანკი ინდ.მეწარმეებს სხვადასხვა ტიპის და შინაარსის ტრენინგებს მუდმივად სთავაზობს. ასევე, მნიშვნელოვანია შეთავაზებები პროექტების მიმართულებით, რომლებშიც როგორც უშუალოდ ბანკი, ისე სხვა დონორი ორგანიზაციებიც არის ჩართული. რთულია, თანამედროვე გარემოში ბიზნესმა ინტერნეტ თუ მობილბანკის გარეშე ოპერირება მოახერხოს. შესაბამისად, ინტერნეტ/მობილბანკს მეც ყოველდღიურად ვიყენებ, რითაც ბიზნესის მიმდინარე ტრანზაქციებს ვახორციელებ და კომუნალურებსაც ვიხდი", — აღნიშნა ზუკა მაისაშვილმა.

 

საქართველოს ბანკმა ინდ.მეწარმეებისთვის ქვეყანაში პირველი გათამაშება დაიწყო, რომლის გამარჯვებულებსაც 50 000, 30 000 და 20 000 ლარის მიღების შესაძლებლობა აქვთ. საქართველოს ბანკის მომხმარებლები, რომლებსაც მიკრო ან მცირე მეწარმის სტატუსი აქვთ, გათამაშებაში მონაწილეობას ავტომატურად იღებენ. გათამაშების ბილეთები ბიზნეს ინტერნეტ/მობილბანკშიტრანზაქციების შესრულებისას გროვდება. გათამაშება სამ ეტაპად ჩატარდება და 13 დეკემბრამდე გაგრძელდება. თითოეულ ეტაპზე 50, 100, 200, 500-ლარიანი პრიზები გათამაშდება, ხოლო ფინალში გამარჯვებული ინდ. მეწარმეები  50 000, 30 000 და 20 000 ლარს მოიგებენ.

 

"ინდ.მეწარმეების გათამაშებაში რომ გავიმარჯვო, თანხას რაჭაში ბიომეღვინეობებისგანვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე მათ პოპულარიზაციას მოვახმარ. ჩემი გეგმაა, რომ ჩვენი წარმოების მაჩვენებლები 3-ჯერ გაიზარდოს და ავაშენოთ ღვინის ახალი საწარმო, სადაც სადეგუსტაციო სივრცის მოწყობასაც შევძლებთ. ასეთი საწარმო ტურისტების მოზიდვასა და ჩვენი ღვინის პოპულარიზებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება", — ამბობს ზუკა მაისაშვილი.

 

გათამაშებაში ავტომატურად ერთვება ყველა ინდ.მეწარმე, რომელიც საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელია. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში. გათამაშების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქ ნახავთ.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა