მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში AI-ს გამოყენებისას

news image
mbc image

ხელოვნური ინტელექტი უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს. ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა აპლიკაციებს სამუშაო პროცესში და პირადი მიზნებისთვის თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ. ამავე დროს, მასთან დაკავშირებული რისკები უნდა გვახსოვდეს და გამოყენებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ.

კიბერრჩევების სერიის ფარგლებში, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში, განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების გამოყენებისას, როგორიცაა ChatGPT, Copilot, Gemini და სხვა: 

  1. დაფიქრდით, სანამ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციაში ინფორმაციას გააზიარებთ ან ფაილს ატვირთავთ: სასურველია, პირადი მონაცემები, კონფიდენციალური კორპორატიული ინფორმაცია არ გააზიაროთ. 

  2. დაიცავით პერსონალური ინფორმაცია: ვინაიდან AI მოდელები ვებგვერდებზე არსებულ ინფრომაციას იყენებს, ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ საჯაროდ აზიარებთ, ნაწილობრივ ან სრულად შეიძლება იქნას გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს მიერ. დაფიქრდით, რას გააზიარებდით ფართო აუდიტორიასთან, ნამდვილად გსურთ რომ ეს ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს ჰქონდეს დასამუშავებლად?

  3. გახსოვდეთ, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მავნე მიზნებისთვის ჰაკერებიც იყენებენ: ჰაკერებს შეუძლიათ თქვენი ხმის და იმიჯის გამოყენება იმისათვის, რომ თქვენი სახელით თქვენს ახლობლებს და ნაცნობებს თანხა გამოსძალონ; ან თქვენი მოდიფიცირებული ხმითა და იმიჯით არასასურველი ქმედებები განახორციელონ. 

  4. ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიური ხელსაწყოა: ის ბევრი რუტინული დავალების სწრაფად და ხარისხიანად შესრულებაში გეხმარებათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბრმა კოპირება და მინიშნება ერთმანეთისგან განსხვავდება. გამოიყენეთ AI როგორც მინიშნება და გზამკვლევი.                                                 
  5. და ბოლოს, გახსოვდეთ კიბერჰიგიენის ზოგადი წესები: ძლიერი პაროლის გარდა, გაააქტიურეთ მულტიფაქტორული ავთენტიფიკაცია ყველგან, სადაც შესაძლებელია. დააყენეთ განახლებები ყველა სამუშაო მოწყობილობაზე და იყავით ფრთხილად ყველა საეჭვო შეთავაზების თუ ინფორმაციის მიღებისას - თუ ის საეჭვოდ ან ზედმეტად კარგად ჟღერს, ის დიდი ალბათობით ყალბია. 

 

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა