მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ დაზოგავ საქართველოს ბანკის sCool Card-ით კიდევ უფრო მეტს Black Friday-ის კვირეულში

news image
mbc image

წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მოვლენას თუ ველოდებით ისე, როგორც Black Friday-ს. მასშტაბური ფასდაკლებების პერიოდში კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, მიმზიდველი აქციები შესთავაზონ მომხმარებელს. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოს ბანკია. sCool Card-ის მომხმარებლებს, ტრადიციულად, წელსაც შეუძლიათ სხვადასხვა ფასდაკლებებითა და ქეშბექებით სარგებლობა და თანაც მთელი კვირის განმავლობაში!

სუპერ კვირეულის შეთავაზებები

აღარ არის საჭირო, მხოლოდ ერთ დღეს, შავ პარასკევს დაელოდო, რადგან საქართველოს ბანკი მთელი კვირის განმავლობაში განებივრებს სუპერ შეთავაზებებით:

  • 27 ნოემბერი  – Extra.ge – 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი)
  • 28 ნოემბერი – Veli.store – 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი)
  • 29 ნოემბერი  – LC Waikiki – 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი), მინისო – 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი)

ამ პირობებით სარგებლობისთვის sCoolApp-ში წინასწარ უნდა გააქტიურდეს შეთავაზება. მოსწავლეები აპლიკაციაშივე ადვილად შეძლებენ გაეცნონ სიახლეებს და სასურველ მაღაზიებში ქეშბექები მიიღონ.

რატომ არის sCool Card სუპერ ბარათი როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის

sCool Card-ისა და sCoolApp-ის შექმნის მთავარი მიზანი მოსწავლეებისა და მშობლებისათვის ფინანსური აქტივობების გამარტივებაა. თანამედროვე სამყაროში ბავშვებს ყოველდღიურად უწევთ ფინანსებთან შეხება. ასეთ დროს, მშობლებისთვის ყველაზე რთული ოქროს შუალედის პოვნაა – არც ზედმეტად გააკონტროლონ შვილების ყოველდღიურობა და არც რაიმე მნიშვნელოვანი გამორჩეთ თვალთახედვიდან. ასეთ დროს, sCool-ის პროდუქტებით სარგებლობა, ორივე მხარისთვის თანაბრად ხელსაყრელია – ბავშვები სწავლობენ ფინანსების დამოუკიდებლად მართვას, ხოლო მშობლებს საკუთარი ინტერნეტბანკიდან შეუძლიათ თვალი ადევნონ შვილების ტრანზაქციებს.

რა უპირატესობა აქვს sCool Card-ს

sCool Card-ის-ის მთავარი უპირატესობაა ისიც, რომ მშობლებს, სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეცვალონ შვილის ბარათზე თანხის ლიმიტი. ეს ფუნქცია განსაკუთრებით ხელსაყრელია შავი პარასკევის კვირეულში, როდესაც სხვადასხვა მაღაზიებს ბევრი საინტერესო შეთავაზება აქვთ მოსწავლეებისთვის. მშობლებს შეუძლიათ ფასდაკლებების პერიოდში გაზარდონ sCool Card-ისბიუჯეტი, შემდეგ კი ისევ ჩვეულ რაოდენობაზე დააბრუნონ.

შავი პარასკევის ხელსაყრელი პირობები

გარდა ფინანსების დაზოგვისა, Black Friday-ის პერიოდი მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ბავშვებისთვის, რომ პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ. წინა თაობებში დამოკიდებულება სხვაგვარი იყო – როგორც წესი, მშობლები წყვეტდნენ, რა ტანსაცმელი, წიგნი თუ პირადი ნივთი უნდა ჰქონოდა მათ შვილს. რა თქმა უნდა, გამოცდილ მშობელს მეტად აქვს იმის უნარი, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღოს, თუმცა დროდადრო შვილის წახალისება და დამოუკიდებლობის მიცემაც მნიშვნელოვანია, თუნდაც პატარ-პატარა შეცდომების ხარჯზე, რომელთა დახმარებითაც, ბავშვები თავადაც ისწავლიან გააზრებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, მეტად დააფასებენ თავისუფლებას და განვითარდებიან.

თუ თქვენს შვილს sCool Card ჯერ კიდევ არ აქვს, ნამდვილად არ არის გვიანი, რადგან მის შეკვეთას მობილ ბანკიდან ძალიან ადვილად შეძლებთ. მობილ ბანკიდანვეა შესაძლებელი შვილისთვის sCoolApp-ის გააქტიურებაც, სადაც უფრო დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ქეშბექის პირობები და სხვა შეთავაზებები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა