მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ გააძლიერა საქართველოს ბანკმა ციფრული საბანკო სერვისები Dynatrace-ის დახმარებით

news image
mbc image

დღეს მილიონობით ადამიანისთვის საბანკო მომსახურება ციფრულ მოწყობილობებზე თითის დაჭერით იწყება და სრულდება. გადახდების, გადარიცხვების, სესხების, დანაზოგების მართვა და სხვა ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციები სულ უფრო ხშირად ციფრულ არხებში ხორციელდება. ამ მარტივი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღმა კი კომპლექსური ტექნოლოგიური ეკოსისტემა დგას, რომელიც ყოველ წამს, 24/7 რეჟიმში, საიმედოდ უნდა მუშაობდეს.

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, ციფრული სერვისების სტაბილურობა და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნა საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ტექნოლოგიურმა პარტნიორმა, Dynatrace-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბანკის უფრო მდგრადი და ეფექტიანი ციფრული საბანკო გარემოს განვითარებაში.

ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საბანკო მომსახურების განვითარება

1994 წელს დაფუძნებიდან დღემდე საქართველოს ბანკი მნიშვნელოვნად გასცდა ტრადიციული საბანკო მოდელის ფარგლებს. დღეს ბანკი 2.2 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება და დაახლოებით 9 000 ადამიანს ასაქმებს. ციფრული სერვისები კი მომხმარებლებთან ურთიერთობის ცენტრალური ნაწილი გახდა.

„ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, ფინანსური სერვისები ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გამხდარიყო, ამასთან, მომხმარებლების ინდივიდუალური მიზნების მიღწევაში დავხმარებოდით” - აღნიშნავს ვაჟა ფირცხალაიშვილი, საქართველოს ბანკის DevOps & DataOps ინჟინერიის ხელმძღვანელი.

ციფრული სერვისების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, მათი უწყვეტი მუშაობის ხელშეწყობა  ბანკისთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა.

გრძელვადიანი ინვესტიცია სტაბილურობისთვის

შვიდი წლის წინ საქართველოს ბანკმა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და Dynatrace-ის  პლატფორმის დანერგვა დაიწყო. მიზანი იყო ციფრული სერვისების კუთხით არსებულ სიღრმისეული სურათზე დაკვირვება, პრობლემების უფრო სწრაფად აღმოჩენა და მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემების საიმედოობის გაუმჯობესება.

ბანკის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად გაიზარდა ერთიანი ხედვის საჭიროებაც აპლიკაციებზე, ინფრასტრუქტურაზე, ღრუბლოვან სისტემებსაც და ყოველდღიურად შესრულებულ ათასობით ტრანზაქციაზე.

ბანკის მიზანი მხოლოდ უკვე წარმოშობილ ინციდენტებზე რეაგირება აღარ იყო. მთავარ ამოცანად პოტენციური რისკების წინასწარ გამოვლენა და მათი აღმოფხვრა იქცა მანამდე, სანამ ისინი მომხმარებლის გამოცდილებაზე აისახებოდა.

ერთი პლატფორმა - სრული ხედვა

დღეს საქართველოს ბანკი თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემას მართავს, რომელიც მოიცავს როგორც ღრუბლოვან, ისე ლოკალურ ინფრასტრუქტურას, მიკროსერვისებსა და ერთმანეთთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან აპლიკაციას.

Dynatrace ამ მთელი ეკოსისტემის ერთიან სურათს ქმნის.

მონიტორინგის სხვადასხვა ხელსაწყოსა და მონაცემთა წყაროს შორის ნავიგაციის ნაცვლად, გუნდებს შეუძლიათ ერთიანი პლატფორმიდან რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია სერვისების მდგომარეობისა და პერფორმანსის შესახებ. ეს ინჟინრებს, დეველოპერებსა და ინფრასტრუქტურის გუნდებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ ერთიანი ხედვებით და პრობლემების წარმოშობისას გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღონ.

პრობლემების აღმოჩენა მანამდე, სანამ მომხმარებელი შეამჩნევს

საქართველოს ბანკისთვის Dynatrace-ის დანერგვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის იყო, რომ ბანკი პროაქტიულ ოპერირებაზე გადავიდა.

პლატფორმაში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მუდმივად აანალიზებს სისტემების მუშაობის პროცესს და ავლენს უჩვეულო ქცევის პატერნებს, რომლებიც შესაძლოა მომავალში პერფორმანსის პრობლემებზე მიუთითებდეს. ეს გუნდებს საშუალებას აძლევს, პოტენციური ხარვეზები ადრეულ ეტაპზევე გამოავლინონ და მოაგვარონ.

ციფრულ ბანკინგში, სადაც მომხმარებლები მყისიერ და შეუფერხებელ მომსახურებას ელიან, მცირე ხარვეზიც კი შესაძლოა, სამომხმარებლო გამოცდილებასა და კმაყოფილებაზე აისახოს. პრობლემების ადრეული აღმოჩენა ბანკს ეხმარება, შეინარჩუნოს მომსახურების ხარისხი და შეამციროს შეფერხებების რისკი.

შედეგად, გუნდები ნაკლებ დროს ხარჯავენ ინციდენტების მიზეზების ძიებაზე და მეტ დროს უთმობენ სერვისების გაუმჯობესებას.

სწრაფი ანალიზი და სწრაფი გადაწყვეტა

Dynatrace საქართველოს ბანკს საშუალებას აძლევს, თვალყური მიადევნოს ტრანზაქციების სრულ გზას ყველა ტექნოლოგიურ დონეზე - მომხმარებლისთვის ხილული აპლიკაციებიდან დაწყებული, მის უკან არსებული სისტემებითა და მონაცემთა ბაზებით დასრულებული.

ეს ხილვადობა გუნდებს საშუალებას აძლევს, პრობლემის წყარო რამდენიმე წუთში განსაზღვრონ, ნაცვლად იმისა, რომ სხვადასხვა სისტემიდან მიღებული ინფორმაციის მექანიკურად გაერთიანებასა და ანალიზს დრო დაუთმონ.

პლატფორმა მკაფიო ინფორმაციას აწვდის გუნდებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა, სად მოხდა და რომელ სერვისებზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა პრობლემას, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს გადაწყვეტილების მიღებისა და რეაგირების პროცესს.

გუნდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება

Dynatrace-ის დანერგვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გუნდებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაა.

როდესაც ყველა გუნდი ერთსა და იმავე მონაცემებსა და სისტემის მდგომარეობის საერთო სურათს ეყრდნობა, დისკუსია მეტად ორიენტირებულია პრობლემის გადაწყვეტაზე.

ერთიანი ხედვა სისტემების მუშაობის შესახებ კრიტიკულ სიტუაციებში კოორდინაციას აჩქარებს. ამ მიდგომამ ორგანიზაციაში საერთო პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

ციფრული საიმედოობა - კონკურენტული უპირატესობა

მომხმარებლისთვის ციფრული საბანკო პლატფორმის წარმატება მარტივი კითხვით იზომება: მუშაობს თუ არა ის მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება?

საქართველოს ბანკისთვის სერვისების საიმედოობა კონკურენტული უპირატესობის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრობლემების სწრაფი აღმოჩენა, რეაგირების დროის შემცირება, ოპერაციული ხედვების გაუმჯობესება და გუნდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება საბოლოოდ მილიონობით მომხმარებლისთვის უფრო სტაბილურ საბანკო გამოცდილებას ქმნის.

ციფრული გამოცდილების განვითარებაზე მუდმივმა ფოკუსმა საქართველოს ბანკს ხელი შეუწყო, რომ Global Finance-ის მიერ 2025 წელს მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად ზედიზედ მეორედ დასახელებულიყო.

მომავლის ხედვა

ციფრული ბანკინგის განვითარებასთან ერთად, ბანკი ამ ტექნოლოგიებს განიხილავს არა როგორც მხოლოდ რიგით ინსტრუმენტს, არამედ როგორც საიმედო და ინოვაციური მომხმარებლის გამოცდილების შექმნის აუცილებელ კომპონენტს.

„ბანკინგში ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. საკმარისი არ არის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ რაღაც მოხდა - აუცილებელია გვესმოდეს, რატომ მოხდა ეს და როგორ აისახება ის მომხმარებელზე“, — ამბობს ვაჟა ფირცხალაიშვილი.

საქართველოს ბანკისთვის Dynatrace ციფრული სერვისების მდგრადობისა და განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია - ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება ბანკს, შექმნას საიმედო, მასშტაბირებადი და მომავლის საჭიროებებზე მორგებული ციფრული საბანკო გამოცდილება.

ინფორმაციისთვის, Dynatrace-ის გადაწყვეტა რეგიონული პარტნიორული ეკოსისტემის მეშვეობით დაინერგა, სადაც რეგიონის მასშტაბით Dynatrace-ის დამატებითი ღირებულების მქონე დისტრიბუტორის (VAD) როლს კომპანია BAKOTECH-ი ასრულებდა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა