მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ გააცნო განჯინას საკონდიტრომ თავი ახალ მომხმარებლებს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით

news image
mbc image

„მათვის, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია“ — სწორედ ამ გზავნილით მარტის დასაწყისში საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობა მისცა. საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით, იმ ბიზნესებმა, რომლებიც მომხმარებლებს ყვავილებს, აქსესუარებსა და ტკბილეულს სთავაზობენ, სპეციალური შეთავაზება შექმნეს. შეთავაზება აღნიშნულ ობიექტებში ფასდაკლებასა და ქეშბექს ითვალისწინებდა. ამაში კი ბიზნესებს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი დაეხმარა. ამასთან, ბიზნესებმა სპეციალური პროდუქტებიც მოამზადეს კამპანიის ბრენდირებით.

Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან ფასდაკლების, PLUS ქულების ან ქეშბექის შეთავაზება და წარადგინონ იგი საქართველოს ბანკის იმ პლატფორმებზე, რომლითაც 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. მათ შორისაა მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით, მარტის კამპანიის ფარგლებში, შეთავაზება შექმნა Ganjina Dessert Shop • განჯინას საკონდიტრო-მ. კომპანიამ საკუთარი პროდუქცია სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უკეთ გააცნო.

„განჯინა თანამედროვე კონცეპტუალური საკონდიტროა თიბილისში, რომელიც ცდილობს, იყოს თავისუფალი, მეგობრული და  ინოვაციური. ვაწარმოებთ ისეთ პროდუქტებს რომლებსაც სხვაგან იშვიათად თუ შეხვდებით. გვაქვს გემრიელი დესერტების მრავალფეროვანი არჩევანი: დონატები, ორცხობილები, მოჩი, ნებისმიერი დიზაინის ტორტები, ე.წ. Cookie Pie და ა.შ.“, — ამბობს სოფო ჩიქოვანი.

განჯინა სტარტაპია, რომელიც თავდაპირველად ონლაინ საკონდიტრო იყო.  მისი ისტორია ერთ ბინაში პატარა ღუმელით დაიწყო, დღეს კი აქვს ფიზიკური სივრცე —კაფე-საკონდიტრო და უკვე 20-მდე ადამიანს ასაქმებს.

განჯინას საკონდიტროში 1-8 მარტს sCool Card-ით გადახდისას მოსწავლეებს თანხის 10%-ის დაბრუნება შეეძლოთ, ხოლო სტუდენტური ბარათით გადახდისას, მომხმარებლები 30 ჯერ მეტ PLUS ქულას აგროვებდნენ.

“ჩვენი ძალიან ბევრი მომხმარებელი sCool Card-ისა და სტუდენტური ბარათის მფლობელია, შესაბამისად, ყველას ძალიან გაუხარდა ქეშბექისა და PLUS ქულების აქცია. ამან პოზიტიურად იმოქმედა ჩვენზე“, — აღნიშნავს სოფო ჩიქოვანი.

განჯინას სამომავლოდაც დიდი გეგმები აქვს, მათ შორისაა ახალი ფილიალების გახსნა.

„განჯინა იყო პირველი საკონდირო რომელმაც მომხმარებელს  შესთავაზა  განსხვავებული ტორტის დიზაინები. ვაკეთებთ ნებისმიერი ფორმის, ზომისა თუ ფერის ტორტებს. რაც მთავარია, ყოველთვის ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მომხმარებლის ხასიათი თუ სტილი და მათზე მორგებული პროდუქტი შევქმნათ. გვაქვს ისეთი სერვისიც, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს, გვეწვიონ განჯინაში და თავისთვის ან საყვარელი ადამიანისთვის საკუთარი ხელით შექმნან ტორტები. გარდა ამისა, გვაქვს ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელსაც სხვაგან ვერ შევხვდებით, მაგალითად — „ქუქი ფაი“. ახლო მომავალში ვგეგმავთ გაფართოებას როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, — ამბობს სოფო ჩიქოვანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალები დაემატა. ახალი ფუნქციონალების დახმარებით ბიზნესის შეთავაზების შექმნა კიდევ უფრო გამარტივდა, შეთავაზების ჩვენება კი დანახარჯის გარეშე მობილბანკში, sCoolApp-ში და Offers.bog.ge-ზეა შესაძლებელი.

თუ თქვენც გსურთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება შექმნათ, ეწვიეთ ბმულს. ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა