მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.1
0.0081
flag
AZN 1.5457
-0.0002
flag
CNY 38.819
0.0025
flag
EUR 2.9916
0.0067
flag
GBP 3.4923
0.0031
flag
KZT 55.09
0.0006
flag
TRY 0.0554
-0.0001
flag
USD 2.6272
-0.0006
news banner

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში

news image
mbc image

აგვისტოდან „საგანძურის მარათონი“ ახალ ეტაპზე გადადის. ახალი თვე ნიშნავს ახალ ციკლს, განახლებულ საპრიზო ფონდს და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მათთვის, ვისაც მონეტების დაგროვება, ლიდერბორდზე დაწინაურება და ფულადი პრიზების მოპოვება სურს.

თუ ფიქრობ, რომ საუკეთესო მოთამაშეები უკვე ძალიან წინ არიან, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახალი ციკლი სწორედ იმისთვის იწყება, რომ ყველას ახალი შანსი მიეცეს.

მონეტების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა კი, შესაძლოა, იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე წარმოგიდგენია.

საქართველოში თიბისის მობაილბანკს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ შენს მეგობრებს, ოჯახის წევრებსა თუ კოლეგებს, დიდი ალბათობით, მობაილბანკი უკვე აქვთ, თუმცა შესაძლოა „საგანძურის მარათონში“ ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩართულები.

თუ მათ თამაშში მოიწვევ, 350 მონეტას მიიღებ. ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა მონეტების დასაგროვებლად, მისიების შესასრულებლად და ლიდერბორდზე უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად.

თუმცა, „საგანძურის მარათონში“ მხოლოდ პირადი შედეგი არ წყვეტს ყველაფერს.

თამაშის მთავარი საიდუმლო გუნდურობაშია. თითოეული მონეტა, რომელსაც აგროვებ, არა მხოლოდ შენს, არამედ შენი საგვარეულოს საერთო შედეგსაც ემატება. სწორედ ამიტომ, ძლიერი გუნდი ნიშნავს უფრო დიდ შანსს, რომ ფინალში გახვიდე და 50 000-ლარიანი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლო.

მონეტების დაგროვების კიდევ ერთი შესაძლებლობა შაბათ-კვირის ბონუს აქტივობებია. სახალისო და ინტელექტუალური ქვიზები დამატებითი მონეტების მიღების საშუალებას გაძლევს და ამავე დროს, კვირის ლიდერის ტიტულისა და 2 000-ლარიანი პრიზის მოპოვების შანსსაც ზრდის.

აქვე, არ დაგავიწყდეს მარტივი, თუმცა ოქროს წესი - შედი თამაშში ყოველდღე. ყოველდღიური აქტივობა უწყვეტი სერიისთვის დამატებით მონეტებს გაძლევს და მიზანთან კიდევ უფრო გაახლოებს.

აგვისტო ახალი თავგადასავლის დასაწყისია. ახლა საუკეთესო დროა მოიწვიო მეგობრები, შეასრულო მისიები და დაგროვილი მონეტებით არა მხოლოდ პირადი ლიდერბორდი, არამედ საკუთარი საგვარეულოც გამარჯვებამდე მიიყვანო.

გახსენი თიბისის მობაილბანკი და შეუერთდი „საგანძურის მარათონის“ ახალ ეტაპს - ყველაზე საინტერესო ბრძოლა ახლა იწყება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ღვინისა და კინოს ახალი გამოცდილება „რთველისთან“ ერთად

30.07.2026.16:00

კავეას კინოთეატრებში საყვარელი ფილმის ყურება რთველისის ღვინოსთან ერთად არის შესაძლებელი“, - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს „რთველისის“ ბრენდის განვითარების მენეჯერმა კატო დედაბრიშვილმა განუცხადა.

„რთველისი“ და კავეა კინოსა და ღვინის მოყვარულებს განსაკუთრებულ სიახლეს სთავაზობენ. კავეას კინოთეატრებში საყვარელი ფილმის ყურება უკვე „რთველისის“ ღვინოსთან ერთად არის შესაძლებელი.

კინოთეატრის სტუმრების კომფორტისთვის, „რთველისის“ ღვინო სპეციალურად შერჩეულ, მცირე ზომის და მოსახერხებელ ბოთლებშია წარმოდგენილი. მაყურებელს შეუძლია სასურველი ღვინო შეარჩიოს, ფილმის ყურებით ისიამოვნოს და კინოს სრულიად ახალი გამოცდილება მიიღოს“, - აცხადებს კატო დედაბრიშვილი.

ინფორმაციისთვის, კომპანიამ აქტიური საქმიანობა ღვინის ინდუსტრიაში 2020 წელს დაიწყო. „რთველისი“ ფლობს საკუთარ ღვინის ქარხანას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში. ქარხნის ტერიტორიაზე არის განთავსებული ქართული ღვინის მარანი, სადაც მზადდება ქვევრის ღვინო, თავად ქარხანა კი დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებითა და ლაბორატორიით, რასაც ქარხნის მუშაობაში დიდი წვლილი შეაქვს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა