მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.5
-0.0052
flag
AZN 1.5366
-0.0003
flag
CNY 38.849
-0.0015
flag
EUR 3.0465
-0.012
flag
GBP 3.5598
-0.0086
flag
KZT 57.15
0.0036
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6121
-0.0004
news banner

როგორ გვეხმარება საკრედიტო ისტორია განვადებით სარგებლობაში

news image
mbc image

განვადება მიკრობანკ „კრისტალის“ მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი საბანკო პროდუქტია. ამ პოპულარობას მეტწილად განაპირობებს მისი მოქნილი მახასიათებლები, რომლებიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, სასურველი ნივთი ან მომსახურება მათთვის ხელსაყრელ დროს შეიძინონ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად მომხმარებლებს განვადება სხვადასხვა დროის ინტერვალითა და პირობებით უმტკიცდებათ, რაც, რა თქმა უნდა, უბრალოდ შემთხვევითობა არ არის: ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაცია, მათ შორის მიკრობანკი „კრისტალიც“, პროდუქტით სარგებლობის დეტალებს ყოველთვის გარკვეული კრიტერიუმებით განსაზღვრავს. ამ სტატიაში სწორედ მათ გაგაცნობთ: მოგიყვებით, რა განაპირობებს განვადებით მარტივად და საუკეთესო პირობებით სარგებლობას.

განვადება და მისი დანიშნულება

განვადება ძალიან ჰგავს სამომხმარებლო სესხს, რომელსაც ადამიანები სასურველი ნივთის ყიდვისთვის იღებენ, თუმცა მათ შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა: განვადებას აუცილებლად კონკრეტული მიზნობრიობა აქვს და ფინანსური ორგანიზაციის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში განხორციელებულ შენაძენებზე ვრცელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტით სარგებლობა მომენტალურად, ამავე ობიექტებშია შესაძლებელი.

განვადებით სარგებლობისას მომხმარებელი ნივთის საფასურს ერთიანად არ იხდის და მას წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ნაწილ-ნაწილ ფარავს. უმეტესწილად ეს ვადა 1-36 თვეს შეადგენს, თანხის მოცულობა კი 100-7000 ლარის ფარგლებში მერყეობს. განვადება ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთსაც, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებლებს პროდუქტით უპროცენტოდ სარგებლობაც შეუძლიათ.

როგორ მტკიცდება განვადება და რა განსაზღვრავს მის პირობებს

განვადების განხილვისა და დამტკიცების დროს ფინანსური ორგანიზაციები იკვლევენ, ჰქონდა თუ არა მომხმარებელს სესხები წარსულში, რამდენად დროულად და პასუხისმგებლიანად ფარავდა მათ, ამჟამად თუ ერიცხება დავალიანებები, სარგებლობს თუ არა საკრედიტო პროდუქტებით და ა.შ. მომხმარებლის გადახდისუნარიანობასა და სანდოობას ისინი სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე აფასებენ.

ყველა ეს ჩამოთვლილი მონაცემი საკრედიტო ისტორიაშია თავმოყრილი - დოკუმენტში, რომელიც ადამიანის ფინანსური ცხოვრებისა და ქცევების ერთობლიობას წარმოადგენს და მის თითოეულ სესხს, განვადებასა და საკრედიტო ბარათს, ვალდებულებების შესრულების ვადებსა და გრაფიკებს ასახავს. შეიძლება ითქვას, რომ საკრედიტო ისტორია ადამიანის გრძელვადიანი ფინანსური რეპუტაციაა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნება.

საკრედიტო ისტორიები პოზიტიური და ნეგატიურია. პოზიტიურია ისტორია, როცა მომხმარებელს ვადაგადაცილება არ უფიქსირდება, დროულად და პასუხისმგებლიანად ფარავს ყოველთვიურ შენატანებს, ხშირად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით და ა.შ. ნეგატიურის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა: მას აქვს ჭარბი დავალიანებები, დაგვიანებული გადახდები და ა.შ.

რაც შეეხება საკრედიტო ქულას, ეს არის მონაცემი, რომელიც საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობით, შესაბამისი პროდუქტების გამოყენების სიხშირითა და ვალდებულებების მოცულობით განისაზღვრება. საქართველოში საკრედიტო ქულა 0-დან 400-მდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო სანდოა მომხმარებელი, მისი საკრედიტო ისტორია კი - პოზიტიური. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო ქულით დგება საკრედიტო რეიტინგიც. სულ ჩვენს ქვეყანაში საკრედიტო რეიტინგის 11 საფეხურია. ყველაზე მაღალია A, ყველაზე დაბალი კი - E3.

კარგი საკრედიტო ისტორია და მაღალი ქულა ობიექტურ და სრულ სურათს იძლევა მომხმარებლების სანდოობის შესაფასებლად, ამიტომ ყველა ფინანსური ორგანიზაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში სწორედ ამ ფაქტორებს ეყრდნობა. შესაბამისად, მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა და ვალდებულებების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია.

რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი საკრედიტო ისტორია და საკრედიტო ქულა

კარგი საკრედიტო ისტორია, მაღალი საკრედიტო ქულა და რეიტინგი მომხმარებლის უპირატესობებია. ყველა მათგანი საკრედიტო პროდუქტებით, მათ შორის განვადებით სარგებლობასაც ამარტივებს და სამომავლოდ მათი მიღების შესაძლებლობებსაც ზრდის.

ამას გარდა, კარგი საკრედიტო ისტორიისა და მაღალი საკრედიტო ქულის მქონე მომხმარებლებს ფინანსური ორგანიზაციები, როგორც წესი, განვადებასაც მარტივად უმტკიცებენ და უკეთესი პირობებითაც ემსახურებიან. მიკრობანკ „კრისტალის“ შემთხვევაშიც ეს მიდგომა ვრცელდება: კარგი საკრედიტო ისტორია და მაღალი რეიტინგი განიხილება, როგორც სანდოობის მაჩვენებლები და მომხმარებლებს, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, შეუძლიათ განვადებით უპროცენტოდ ან მინიმალური საპროცენტო განაკვეთით, მაღალი ლიმიტებითა და ხანგრძლივი დროით ისარგებლონ.

მიკრობანკ კრისტალის“ განვადება საქართველოს თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტში მოქმედებს. პროდუქტი გამორჩეულია მოქნილი პირობებით, საშეღავათო პერიოდითა და შემოსავლებზე მორგებული გრაფიკის შესაძლებლობით. განვადების მინიმალური თანხა 100 ლარია, მაქსიმალური კი — 10 000 ლარი. პროდუქტით სარგებლობის ვადა 1 თვიდან იწყება და 48 თვემდე გრძელდება. დაინტერესებულ მომხმარებლებს შემოსავლის სახით ხელფასის, იჯარის, ფულადი გზავნილის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესაქმიანობის წარდგენა შეუძლიათ. დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://crystal.ge/product/ganvadeba-partnior-maghaziebshi/

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ესპანური კვარტალის“ საცხოვრებელი ნაწილი სრულად რეალიზებულია - ამ ეტაპზე გაყიდვების ძირითადი მიმართულება Barceló-ს სასტუმრო ნომრების რეალიზაციაა | მამუკა მახარაძე

25.08.2026.11:00

„იელთი ჯგუფისთვის“ 2026 წლის პირველი ნახევარი ახალი პროექტების, საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებისა და განვითარების პერიოდად იქცა. „იელთი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი მამუკა მახარაძე Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში კომპანიის შედეგებზე, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ცვლილებებსა და მიმდინარე პროექტებზე საუბრობს და 2026 წლის მეორე ნახევრის მთავარ გეგმებსაც მიმოიხილავს.

როგორი იყო „იელთი ჯგუფისთვის“ 2026 წლის პირველი ნახევარი?

2026 წლის პირველი ნახევარი „იელთი ჯგუფისთვის“ აქტიური განვითარების და ახალი ბიზნესმიმართულებების მომზადების პერიოდი იყო. ჩვენი მთავარი ყურადღება არსებული პროექტების ეფექტიან განვითარებასთან ერთად ახალი საინვესტიციო პროდუქტების შექმნასა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებაზე იყო მიმართული.

ამ პერიოდში მომზადდა ახალი პროექტები თბილისსა და ბათუმში, რომელთა წინასწარი გაყიდვების დაწყებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კახეთში დაგეგმილი მასშტაბური გასართობ-დასასვენებელი კურორტის გენერალურ გეგმაზე. აღნიშნული პროექტი „იელთი ჯგუფის“ პორტფელის დივერსიფიკაციისა და ახალი მიმართულებების განვითარების სტრატეგიის ნაწილია.

წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი რესურსი დაეთმო საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებასაც. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში Barceló Hotel Group-თან ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ფარგლებშიც „იელთი ჯგუფს“ საქართველოში მისი წამყვანი ქვებრენდი - Occidental Hotels & Resorts შემოჰყავს. სასტუმრო ბათუმის ახალ ბულვარში, მულტიფუნქციურ კომპლექს „იელთი კვარტალში“ განთავსდება.

ამასთანავე, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა, რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად გავასაჯაროებთ.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და რომელი ბაზრებიდან იყო დაინტერესება?

ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ უძრავი ქონების მყიდველის გადაწყვეტილება უფრო გააზრებული და ინვესტიციაზე ორიენტირებული გახდა. ფასი კვლავ მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ის აღარ არის ერთადერთი განმსაზღვრელი. მომხმარებელი უფრო დეტალურად აფასებს დეველოპერის გამოცდილებასა და რეპუტაციას, პროექტის კონცეფციას, მართვის ხარისხს, ლიკვიდურობასა და შემოსავლიანობის პოტენციალს.

ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საერთაშორისო ინვესტორების შემთხვევაში, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენა, არამედ ის, თუ რამდენად გამართული და პროგნოზირებადია საინვესტიციო მოდელი გრძელვადიან პერიოდში.

„იელთი ჯგუფის“ ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი გაყიდვების გეოგრაფიული დივერსიფიკაციაა. დღეისათვის ჩვენი მფლობელების ბაზა უკვე 67 ქვეყნის მოქალაქეს აერთიანებს. ეს საშუალებას გვაძლევს, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე და გაყიდვების სტრუქტურა უფრო დაბალანსებული იყოს.

2026 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა როგორც ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ცალკეული ბაზრების წილი. წლის მეორე ნახევარშიც ჩვენი მიზანია ამ გეოგრაფიის შემდგომი გაფართოება და ახალ საერთაშორისო ბაზრებზე სისტემური პოზიციონირება.

რა პროგრესია მიმდინარე პროექტებში „ესპანური კვარტალი“, Status House და Oxy Residence?

„ესპანური კვარტალის“ საცხოვრებელი ნაწილი სრულად რეალიზებულია. ამ ეტაპზე გაყიდვების ძირითადი მიმართულება Barceló-ს სასტუმრო ნომრების რეალიზაციაა. რაც შეეხება Status House-სა და Oxy Residence-ს, ორივე პროექტში აქტიურად მიმდინარეობს გაყიდვები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ მშენებლობის საწყის ეტაპზეა, ობიექტების 60%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.

ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ბიზნესინდიკატორია, რადგან პროექტების განვითარების ადრეულ ეტაპზე გაყიდვების ასეთი მაჩვენებელი ასახავს როგორც ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, ასევე მომხმარებლებისა და ინვესტორების ინტერესს პროექტების კონცეფციისა და საინვესტიციო პოტენციალის მიმართ.

⁠რა გეგმები აქვს „იელთი ჯგუფს“ 2026 წლის მეორე ნახევრისთვის?

2026 წლის მეორე ნახევარში „იელთი ჯგუფს“ რამდენიმე ძირითადი ბიზნესპრიორიტეტი აქვს. პირველ რიგში, ეს არის ახალი პროექტების წინასწარი გაყიდვებისთვის მომზადება და მათი ეტაპობრივი წარდგენა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო გაყიდვების ქსელის კიდევ უფრო გაფართოება. „იელთი ჯგუფის“ პროექტები მაღალი საინვესტიციო მიმზიდველობით ხასიათდება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო მომხმარებლებისა და ინვესტორების ბაზის როგორც რაოდენობრივი, ისე გეოგრაფიული ზრდა. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ ახალი პარტნიორების, გაყიდვების არხებისა და სამიზნე ბაზრების განვითარებაზე.

პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პროექტებზე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. რამდენიმე სამიზნე ლოკაციაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ჩვენი მიზანია, „იელთი ჯგუფის“ გამოცდილება ეტაპობრივად საერთაშორისო პროექტებშიც გადავიტანოთ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით კონკრეტული სიახლეების გაზიარებასაც შევძლებთ.

ცალკე სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარება, რომლის მიზანია საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირება უფრო მარტივი და სტრუქტურირებული გახდეს - საინვესტიციო პროდუქტის შერჩევიდან მის შემდგომ მართვამდე.

შესაბამისად, ციფრული ტრანსფორმაცია „იელთი ჯგუფისთვის“ მხოლოდ ტექნოლოგიური განახლება არ არის. მას განვიხილავთ, როგორც ბიზნესის მასშტაბირების, საერთაშორისო გაყიდვების ზრდისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ეფექტიანობის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა