მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ იყენებს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს კომპანია „ზიხარი“

news image
mbc image

“„ჩვენთვის მთავარი გულით გაკეთებული საქმეა”, - ამბობს ზურაბ ბრეგაძე, რომელმაც 2018 წელს ქუთაისში ეზოს ხელნაკეთი ავეჯის კომპანია „ზიხარ“ შექმნა. პირველი საქანელა საკუთარი ხელით, შვილის თხოვნით დაამზადა, შემდეგ კი იდეა გაუჩნდა, რომ ეს საქმიანობა საოჯახო ბიზნესად ექცია და ხის ხელნაკეთი ავეჯის ფართო წარმოება წამოეწყო.

ასე შეიქმნა ბრენდი, რომლის სახელსა და ლოგზე ოჯახმა იზრუნა, ხარისხი და სრულყოფილება კი მის მთავარ, უცვლელ ღირებულებად იქცა.

კომპანია გასული 6 წლის განმავლობაში სწრაფად გაიზარდა, ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად კი მათ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი აირჩიეს.

„ზიხარ“ 2018 წელს შეიქმნა. მას შემდეგ მუდმივად ვიზრდებით და პროცესში ბევრ ახალს ვსწავლობთ. გვსურდა, თავიდანვე ჩვენი ნიშა გვქონოდა, ამისთვის სპეციალურად შევისწავლეთ ხის მოხრის ტექნოლოგია, რაც ჩვენს პროდუქციას ყველა სხვა დანარჩენებისგან გამოარჩევს“, - იხსენებს ზურაბ ბრეგაძე.

მისი თქმით,  ბიზნესის განვითარებაში საქართველოს ბანკის სერვისები მნიშნველოვან როლს ასრულებენ.

„ბიზნესის წარმართვა ბევრად უფრო კომფორტულია, როცა ყველა საჭირო ფუნქციონალი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ბიზნეს მობილბანკი საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის და ჩვენი თანამშრომლებისთვის ბიზნეს ბარათები ონლაინ შევუკვეთოთ და ხარჯვის ლიმიტები მარტივად დავარეგულიროთ. ეს გვეხმარება, სწორად ვმართოთ ფინანსები და ნებისმიერი ანგარიშსწორება ეფექტურად განვახორციელოთ“, - აღნიშნავს ზურაბ ბრეგაძე.

საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათი, ბიუჯეტის მართვის, აღრიცხვის და ტრანზაქციების განხორციელების პროცესს ამარტივებს. ბიზნეს ბარათები კი ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში, რომელიც 4 წლის წინ შეიქმნა და უკვე იქცა ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციად კომპანიებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მობილბანკით შესაძლებელია ბიზნესბარათის შეკვეთა და სასურველი ლიმიტების დაწესება არა მარტო დირექტორისთვის, არამედ ნებისმიერი თანამშრომლისთვის. ყოველი ტრანზაქცია კი ავტომატურად აღირიცხება ბიზნეს მობილბანკში. ეს ბიზნესს დროისა და რესურსებისდაზოგვის საშუალებას აძლევს.

გარდა ამისა, ბიზნეს მობილბანკში ინახება ბარათით შესრულებული გადახდების სრული სია, რომელიცანალიტიკური ანგარიშის მომზადებაში, ბიუჯეტის განსაზღვრაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ბიზნესს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.

განაღდების დაბალი საკომისიო, ფასდაკლებები, ქეშბექები, უფასო მომსახურებები და სხვა სპეციალური შეთავაზებები ბიზნეს ბარათის დამატებითი უპირატესობებია. რაც მთავარია, ციფრულად, ბიზნეს მობილბანკში შეკვეთილი პირველი ბარათი სრულიად უფასოა.

ეს კი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია. აპლიკაციით შესაძლებელია დოკუმენტების მართვა, ფინანსური პროდუქტებით სარგებლობა, გადარიცხვებისა და გადახდების შესრულება, მარკეტინგული, ბუღალტრული და სხვა ტიპის შეთავაზებებით სარგებლობა და სხვა. ყველა ფუნქციონალის აღმოსაჩენად გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიშიმარტივად, ონლაინ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა