როგორ იქცა Countman ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საბუღალტრო კომპანიად
Countman მცირე და საშუალო ბიზნესს აუთსორს რეჟიმში საბუღალტრო მომსახურების ყველაზე მარტივ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს. რა განაპირობებს კომპანიის ზრდას, როგორ იცვლება მომხმარებელთა მოთხოვნები და რა გეგმები აქვს Countman-ს - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ბარბაქაძე ესაუბრა.
ბოლო პერიოდში Countman-ის საქმიანობაში რა სიახლეებია, რა მიმართულებებზე გააკეთეთ მთავარი აქცენტი და რა ცვლილებები განხორციელდა კომპანიის განვითარებისთვის?
კომპანიის მთავარი სიახლე ის არის, რომ დღეს Countman უკვე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საბუღალტრო კომპანიაა. ბაზარზე ჩვენი სახელი და რეპუტაცია მნიშვნელოვნად გამყარდა. მომხმარებლები კარგად იცნობენ ჩვენი მუშაობის ხარისხს, პასუხისმგებლობასა და იმ დამოკიდებულებას, რომელიც თითოეული პარტნიორის მიმართ გვაქვს.
სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა კომპანიის სწრაფი ზრდა და განვითარება. ჩვენს მომსახურებაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მომხმარებელთა ნდობას.
უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გველოდება - ახალ ოფისში გადავალთ, სადაც Countman-ის მთელი გუნდი განთავსდება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ და მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ.
როგორ შეიცვალა მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხოვნები საბუღალტრო და ფინანსური მომსახურების მიმართულებით და რომელ სერვისებზეა დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნა?
დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ საბუღალტრო მომსახურებაზეა. ჩვენი ძირითადი სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია და ამ ეტაპზე კომპანიების დიდი ნაწილი ფინანსურ ანალიტიკას ჯერ კიდევ ნაკლებ ყურადღებას უთმობს - ხშირად ამ მიმართულებას საკუთარი რესურსებით მართავს.
ამასთან, ძალიან სასიხარულოა, რომ სტარტაპების დამფუძნებლები და ახალი კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ პროფესიული საბუღალტრო მომსახურების მნიშვნელობას. მათ კარგად ესმით, რომ ბუღალტერიის აუთსორსზე გატანა შესაძლებლობას აძლევთ, მიიღონ უფრო ხარისხიანი მომსახურება, შეამცირონ რისკები და საკუთარი დრო ბიზნესის განვითარებას დაუთმონ.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აუთსორს კომპანია სწორად და პასუხისმგებლობით შეირჩეს. დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ ახალი თაობის მიერ დაფუძნებული კომპანიების უმეტესობა სწორედ აუთსორს საბუღალტრო მომსახურებას ანიჭებს უპირატესობას. ვფიქრობ, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება და უახლოეს წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი ბუღალტერიას აუთსორსზე გაიტანს.
დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე, რა არის Countman-ის მთავარი უპირატესობა და რატომ ირჩევენ კომპანიები სწორედ თქვენს მომსახურებას?
ჩვენი მთავარი უპირატესობა პასუხისმგებლობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა. თითოეულ პარტნიორს, მისი ზომისა თუ საქმიანობის მასშტაბის მიუხედავად, ერთნაირი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ვუდგებით. განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს დამწყებ ბიზნესებზე, რომლებსაც მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა შეთავაზებას ვთავაზობთ.
ჩვენთვის მთავარი ღირებულება მხოლოდ მომსახურების გაწევა არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა კომპანიამ, რომელმაც საკუთარი ბუღალტერია გვანდო, თავი საიმედო პარტნიორის გვერდით იგრძნოს.
აუთსორს მომსახურების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომხმარებელს არ ჰქონდეს განცდა, რომ მომსახურების მიმწოდებელთან დისტანცია არსებობს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კომუნიკაციას, მომსახურების ხარისხსა და მუდმივ ხელმისაწვდომობას. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიები Countman-ს ირჩევენ.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ - ახალი სერვისების განვითარების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და კომპანიის გაფართოების მიმართულებით?
ჩვენი სამომავლო გეგმები სრულად მომხმარებლის საჭიროებებზეა ორიენტირებული. მთავარი მიზანია, ბიზნესს ყოველდღიური პროცესები კიდევ უფრო გავუმარტივოთ და ისეთი კომბინირებული მომსახურებები შევთავაზოთ, რომლებიც მათ საქმიანობის ეფექტიან მართვაში დაეხმარება.
ამასთან, გვინდა, მომხმარებლებს ჰქონდეთ უფრო მკაფიო ანალიტიკური ხედვა საკუთარი ბიზნესის შესახებ და სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა განვითარების თითოეულ ეტაპზე.
სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ის პრინციპი, რომელსაც Countman-ის საქმიანობა ეფუძნება - „გავუმარტივოთ ბუღალტერია Countman-თან ერთად.“ ეს ჩვენი მთავარი დევიზია და მომავალშიც ყველა ინიციატივა სწორედ ამ მიზნის განხორციელებას მოემსახურება.
სხვა სიახლეები
როგორ იქცა Countman ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საბუღალტრო კომპანიად
24.08.2026.12:00