მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7157.5
0.0143
flag
AZN 1.5384
-0.0005
flag
CNY 38.806
0.0003
flag
EUR 3.0315
0.0082
flag
GBP 3.5462
0.0067
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6152
-0.001
news banner

როგორ იქცა იავნანა ქართული ენის პირველ გაკვეთილად - საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტის შექმნის ისტორია

news image
mbc image

როგორ შეიძლება ბავშვმა ქართული ენა ისე გაიცნოს, რომ ეს მისთვის გაკვეთილი არ იყოს? სწორედ ამ კითხვიდან დაიწყო საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტის - „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“  შექმნის ისტორია.

პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის ყოველდღიურობაში ბუნებრივად შემოტანას და საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებას ემსახურება.

“საქართველოს ბანკი წლებია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მხარდაჭერაზე ზრუნავს და მათთვის საქართველოსთან, ქართულ ენასა და კულტურასთან კავშირის შენარჩუნებას არაერთი გზით უწყობს ხელს. „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ბავშვისთვის ქართული ენის სწავლას ბუნებრივ გამოცდილებად აქცევდა და მშობლებს ამ კავშირის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა“, - ამბობს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი.

იდეაზე მუშაობისას გუნდმა ყურადღება ბავშვის ყოველდღიურობაზე გაამახვილა  იმ ხმებსა და რიტუალებზე, რომლებიც ადრეული ასაკიდან მის ცხოვრებაში ბუნებრივად ჩნდება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი სწორედ იავნანაა - სიმღერა, რომელსაც ბავშვი ძილის წინ ისმენს და რომელიც სიმშვიდესა და მშობელთან სიახლოვესთან ასოცირდება.

სწორედ აქ გაჩნდა იდეა: თუ იავნანა ისედაც ბავშვის ყოველდღიურობის ნაწილია, რატომ არ შეიძლება ის ქართული ენის გაცნობის პირველ ნაბიჯადაც იქცეს?

„პროექტის საწყის ეტაპზე გვინდოდა გვეპოვა ისეთი ფორმა, რომელიც ბავშვისთვის ქართული ენის გაცნობას ბუნებრივ გამოცდილებად აქცევდა. იავნანა სწორედ ასეთი აღმოჩნდა. ის არ მოითხოვს ბავშვისგან სპეციალურად ძალისხმევას - დაჯდომას და სწავლას, რადგან უკვე ნაცნობი რიტუალის ნაწილია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ნაცნობი მელოდიისთვის ახალი ფუნქცია მიგვეცა და ქართული სიტყვები ბავშვისთვის მისაღებ, თბილ და ბუნებრივ გარემოში გაგვეცნო“, - ამბობს ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო „სუპერმარკეტის“ თანადამფუძნებელი. 

იდეის განხორციელებაზე საქართველოს ბანკის გუნდმა კრეატიულ სააგენტო „სუპერმარკეტთან“ და Heima Production-თან ერთად იმუშავა. პროცესში ჩართულები იყვნენ პედაგოგები, მწერლები და მუსიკოსები, რომელთა მიზანი იყო, ქართული სიტყვები ბავშვისთვის მარტივად აღსაქმელ და ბუნებრივ კონტექსტში მოექციათ.

იავნანას ტექსტისთვის შეირჩა ის თემები, რომლებსაც ბავშვები ადრეულ ასაკში ყველაზე ხშირად ეცნობიან: ოჯახი, სხეული, ბუნება და ცხოველები. შედეგად შეიქმნა ერთსაათიანი მუსიკალური ჩანაწერები, რომლებშიც ბავშვი მარტივ სიტყვებსა და ფრაზებს ჯერ მისთვის ნაცნობ ენაზე, შემდეგ კი ქართულად ისმენს.

პროექტის საგანმანათლებლო მიდგომის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი,სასწავლო რესურსების ავტორი, მარი ბედოშვილი აღნიშნავს:

„ბავშვისთვის ახალი ენის გაცნობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის სიტყვები ცალკეულ, ერთმანეთისგან მოწყვეტილ სიტყვებად არ ისწავლოს და ისინი უკვე ნაცნობ გამოცდილებას, კონტექსტს დაუკავშიროს. ნაცნობ ენაზე მოსმენილი სიტყვის შემდეგ იმავე მნიშვნელობის ქართულად გამეორება ბავშვს ეხმარება, ახალი სიტყვა უკვე არსებულ ცოდნას დაუკავშიროს. ამ პროცესში რიტმი, გამეორება და მუსიკა დამატებით ქმნის ბუნებრივ გარემოს, სადაც ბავშვი ენას ძალდატანების გარეშე ისმენს და იმახსოვრებს“

პროექტზე მუშაობისას, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი ის იყო, რომ ახალი საგანმანათლებლო ფუნქციის მიუხედავად, იავნანასთვის დამახასიათებელი სიმშვიდე, სითბო და დამამშვიდებელი ხასიათი სრულად შენარჩუნებულიყო.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, იავნანასთვის დამახასიათებელი სიმშვიდე და სითბო შეგვენარჩუნებინა და ახალი ვერსია სასწავლო ჩანაწერს არ დამსგავსებოდა. ამიტომ ტექსტისა და მელოდიის შექმნისას ვცდილობდით, ქართული სიტყვები მუსიკაში ისე ბუნებრივად ჩაგვექსოვა, რომ ბავშვისთვის მათი მოსმენა დამატებით ძალისხმევას არ მოითხოვდეს.  საბოლოოდ გვინდოდა, ეს ყოფილიყო იავნანა, რომელსაც მშობელი შვილს ძილის წინ სიამოვნებით ჩაურთავდა და რომლის მოსმენასთან ერთად ბავშვი ქართული სიტყვების დამახსოვრებასაც ბუნებრივად დაიწყებდა“, - ამბობს მებო ნუცუბიძე, Heima Production-ის თანადამფუძნებელი და მუსიკის ავტორი.

საბოლოოდ, პროექტის ფარგლებში იავნანას სამი ვერსია შეიქმნა - ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე, იმ ქვეყნების გათვალისწინებით, სადაც განსაკუთრებით ბევრი  ქართველი ოჯახები ცხოვრობენ.

დღეს იავნანას სამივე ვერსიის მოსმენა უკვე შესაძლებელია YouTube-ზე და SoundCloud-ზე. 

ერთი შეხედვით მარტივი იდეა - ნაცნობი იავნანასთვის ახალი დატვირთვის მიცემა  საბოლოოდ საგანმანათლებლო პროექტად იქცა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს საქართველოსგან შორს ყოფნის მიუხედავად, ქართულ ენასთან ყოველდღიური კავშირის შენარჩუნებაში ეხმარება.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია „აგრითაჩის“ 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

18.08.2026.14:00

2026 წლის პირველი ნახევარი „აგრითაჩისთვის“ კვლევისა და განვითარების, ახალი გენეტიკისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით აქტიური მუშაობით გამოირჩევა. კომპანიამ Planasa-სთან თანამშრომლობით საქართველოში ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამა დაიწყო. პარალელურად, „აგრითაჩმა“ საექსპორტო მიმართულებები გააფართოვა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ბაზარზე შევიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, წლის დარჩენილ პერიოდში კომპანიის მთავარი პრიორიტეტი R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია იქნება.

როგორ შეაფასებდით „აგრითაჩისთვის“ პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წელი „აგრითაჩისთვის“ საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსხვავებული წელია. წელს გაცილებით მეტი რესურსი და ძალისხმევა მივმართეთ კვლევა / განვითარება R&D-ის, ახალი გენეტიკისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით.

ერთ-ერთი მთავარი პროექტია Planasa-სთან თანამშრომლობა და საქართველოში და ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამის დაწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ჯიშების შემოტანა, არამედ მათი რეალურ ქართულ პირობებში გამოცდა, მონაცემების დაგროვება და შეფასება - რომელი გენეტიკა იქნება ყველაზე პროდუქტიული, ხარისხიანი და საინტერესო საექსპორტო ბაზრებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა EdenCore-ის Viewer ტექნოლოგიასთან მუშაობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით მცენარის მდგომარეობის, ზრდის დინამიკისა და მოსავლის პოტენციალის უფრო ზუსტად შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს.

2026 წელი მნიშვნელოვანია საერთაშორისო წარმომადგენლობის კუთხითაც. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, „აგრითაჩი“ შეირჩა საქართველოს პავილიონში ქვეყნის წარმოსადგენად რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე - Fruit Logistica-ზე, Fruit Attraction-ზე და India Select Expo-ზე.

ჩვენთვის ეს მხოლოდ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ერთდროულად წარმოვადგინოთ ქართული პროდუქტი, ქართული აგროსექტორის შესაძლებლობები და თავად საქართველო.

როგორია თქვენი სტრატეგია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში?

ჩვენი საექსპორტო სტრატეგიის მთავარი პრინციპია დივერსიფიკაცია - ქართული მოცვის ექსპორტი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე.

2026 წელს ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვიმუშავეთ. გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე და გვქონდა ექსპორტები კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა და ომანის მიმართულებით. პარალელურად ვმუშაობთ ისრაელის, თურქეთისა და ინდოეთის მიმართულებებზე.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი მონაწილეობაც საერთაშორისო გამოფენებში - Fruit Logistica, Fruit Attraction და India Select Expo. ეს ჩვენთვის მხოლოდ კომპანიის წარდგენის ადგილი კი არა, ახალი ბაზრების, იმპორტიორებისა და გრძელვადიანი პარტნიორების მოძიების ინსტრუმენტია.

ჩვენი მიზანია, ქართულ მწარმოებელს ჰქონდეს რამდენიმე ძლიერი საექსპორტო მიმართულება და მეტი არჩევანი პროდუქტის რეალიზაციისას.

რა რჩება 2026 წლის ძირითად პრიორიტეტად?

2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ორი ძირითადი პრიორიტეტი გვაქვს - R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია.

გავაგრძელებთ Planasa-ს ახალი გენეტიკის გამოცდას, Viewer-ის საშუალებით მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს და თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებზე მუშაობას.

ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა უკვე დაწყებული საექსპორტო მიმართულებების გაძლიერება და ახალი ბაზრების გახსნა.

ჩვენი ხედვაა, რომ „აგრითაჩი“ ეტაპობრივად გახდეს ერთგვარი დამაკავშირებელი პლატფორმა საქართველოსა და გლობალურ აგროინდუსტრიას შორის - ახალი გენეტიკის, ტექნოლოგიების, ცოდნისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა