მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ იქცა ქართველი მეწარმის, ჯორჯ კობის იდეა დღესასწაულად - “შენ ამას შეძლებ. შესაძლებლობები უსაზღვროა”

news image
mbc image

მეწარმოება მხოლოდ ბიზნესის შექმნა არ არის. ეს არის უნარი დაინახო, ის რასაც სხვები ჩვეულებრივდეტალებად აღიქვამენ და შენ შეგიძლია ის განსაკუთრებულად აქციო. ეს არის ნიჭი ერთდროულად იყოგამომგონებელი და ანტრეპრენერი, ვინც შექმნის იმას, რისი შექმნაც ადრე არავის მოუფიქრებია.

სწორედ ასეთი ადამიანი იყო ჯორჯ კობი, რომელმაც პროფესიული განვითარებისა და საკუთარი ხედვისრეალიზაციის მიზნით, მოღვაწეობის წლები ემიგრაციაში გაატარა. მისი ცხოვრება ექსპერიმენტებითა დაგამბედაობით იყო სავსე.

წარმოშობით რაჭველმა გიგა კობახიძემ, თავის შეუპოვრობით, ახლის ძიების უშრეტი სურვილითა დანოვატორობით შეძლო “ამერიკული ოცნების” ახდენა და 1919 წელს, ოფიციალურად დააფუძნა Coby Glass Products Company. საწარმო, სადაც ახალგაზრდა გამომგონებელი იდეას რეალობად აქცევდა.

შემოქმედებითი და ტექნიკური ხედვა კობის საშუალებას აძლევდა, შეექმნა უნიკალური პროდუქტები. მისსახელთან დაკავშირებულია 60-ზე მეტი პატენტი, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი კვალიდატოვა. მის გამოგონებებს შორისაა: საწერ-კალმების ინოვაციური მოდელები, სუნამოს ფლაკონებისPrince Matchabeli-სთვის, სამედიცინო ამპულებისთვის მინის ჩამოსხმის უნიკალური ფორმულა, ასევეწყალგამძლე ცემენტის შექმნა. გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო ფუნქციურსა დაუსაფრთხოს ხდიდა.

ამ მრავალფეროვან პატენტებს შორის კობის ხედვა ერთ კონკრეტულ მიმართულებას არასდროსმიჰყვებოდა. იგი აკვირდებოდა ადამიანების საჭიროებებს, გარემოსა და ყოველდღიურ რიტმს დაცდილობდა, თითოეულ დეტალში დაენახა რაღაც განსაკუთრებული და შეექმნა ინოვაცია. სწორედ ამდაკვირვების შედეგად მივიდა იდეამდე, რომელმაც ახალი წელი ნამდვილ დღესასწაულად აქცია.

კერძოდ, კობიმ დაინახა შესაძლებლობა, შეექმნა სათამაშოები, რომლებიც სინათლეს, უსაფრთხოებასადა ემოციას გააერთიანებდა. სწორედ ამ ხედვამ აქცია ნაძვის ხე ახალი წლის მთავარ სიმბოლოდ. აღსანიშნავია, რომ კობიმ ინოვაცია ჯერ ამერიკაში დაამკვიდრა შემდეგ კი სიახლე შტატების საზღვრებსგაცდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

https://www.facebook.com/share/v/1ABForCepN/

ნაძვის ხის სათამაშოები

ჯორჯ კობის მიერ შექმნილ ნაძვის ხის მინის სათამაშოებზე თავდაპირველად ბუნებრივი დაუნივერსალური სიმბოლოები: მზე, ფოთლები და ფიფქები იყო გამოსახული. თუმცა მათ შორისგანსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ქართული ვაზის მტევნები, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმფაქტს, რომ ემიგრაციაში მოღვაწე მეწარმეს საკუთარი ფესვები არასდროს დავიწყებია.

კობისთვის ეს სათამაშოები უბრალო დეკორაცია არ ყოფილა. ის მათ „ორნამენტებს“ უწოდებდა დათითოეულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად. სწორედ ამიტომ იქცა ნაძვის ხე მის ხედვაში ახალი წლის მთავარ სიმბოლოდ, ხოლო “ორნამენტები“ დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად, რომელმაც ამერიკელებს შობა გაუფერადა.

საინტერესოა ისიც, რომ ნამუშევრები სპეციალურად დამზადებულ 12 და 24 ცალიან შინდისფერ ყუთებშითავსდებოდა, წარწერით: “Christmas is Coby”. შეფუთვა მინიმალისტური, მაგრამ ელეგანტური იყო. ზუსტად ისეთი, როგორიც თავად კობის ხედვა: სადა ფორმა, შინაარსზე გაკეთებული აქცენტი და ხარისხისშეგრძნება პირველივე შეხედვით.

შვლის ნუკრის ნაამბობიდან უოლტ დისნეის ბემბიმდე

კობის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მინაზე გამოსახული შვლის ნუკრისკომპოზიცია, რომელიც ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მოტივებზე შეიქმნა. ბუნებრივია ამმინის სათამაშოს დამსახურებით, ჯორჯ კობიმ უცხოელ აუდიტორიას ქართული ლიტერატურა, კულტურა დათავად ვაჟა-ფშაველა გააცნო.

არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ ნამუშევარმა შთააგონა უოლტ დისნეი, შეექმნა ანიმაციურიპერსონაჟი „ბემბი“ . ყველასთვის საყვარელი გმირი, რომელიც თავისი ამბით მალე იქცა მსოფლიოკულტურის ნაწილად.

უსაფრთხო შობა

ჯორჯ კობისთვის იდეების დაბადება შემთხვევითი არასდროს ყოფილა. გერმანიაში ყოფნისას, მანშენიშნა, რომ ევროპელები ნაძვის ხეებს ხშირად ნამდვილი სანთლებით რთავდნენ, რაც ხშირად ხანძრისმიზეზიც კი ხდებოდა.

ამერიკაში ცხოვრებისას კი, ამ დაკვირვებამ კობი კიდევ ერთ ინოვაციურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მინის სათამაშოებთან ერთად მან შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. Bubble Lamps, რომლებმაც ნამდვილი სანთლები უსაფრთხო ალტერნატივით ჩაანაცვლა. სინათლე, რომელიც მოძრაობისილუზიას ქმნიდა, შობას სიფერადეს, სიმშვიდესა და უსაფრთხოებას სძენდა.

კობის მიერ შექმნილი Bubble Lamps დროთა განმავლობაში საშობაო დეკორის კლასიკად იქცა და დღესაცმსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება.

ჯორჯ კობის ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დიდი ცვლილებები ხშირად ერთი ადამიანისდაკვირვებით, გამბედაობითა და შრომით იწყება.

სწორედ ჯორჯ კობის ისტორია იქცა საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეოს ინსპირაციად, რომელიცკიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თუ შენ საკუთარ თავს მიენდობი და მთელი გულით მიჰყვები დასახულმიზანს, მაშინ “შენ ამას შეძლებ, შესაძლებლობები უსაზღვროა”.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა