მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7157.5
0.0143
flag
AZN 1.5384
-0.0005
flag
CNY 38.806
0.0003
flag
EUR 3.0315
0.0082
flag
GBP 3.5462
0.0067
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6152
-0.001
news banner

როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

news image
mbc image

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 108.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.98% წინა კვირასთან შედარებით და -0.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 217 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 106.50 - 116.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 83 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.68 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.37% წინა კვირასთან შედარებით და +0.18% გასულ
თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 239 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.90 - 46.22 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.83% წინა კვირასთან შედარებით და -3.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 179 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.65 - 42.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Mimo რებრენდინგისა და გაფართოებისთვის ემზადება - რა გეგმები აქვს კომპანიას

17.08.2026.18:00

Mimo მომხმარებლებს მრავალფეროვან საბავშვო პროდუქციას სთავაზობს, რომელიც უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. ბრენდი ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელი ანი ნიკოლაიშვილი ესაუბრა.

წინა ინტერვიუს შემდეგ რა სიახლეები აქვს Mimo-ს და რა მიმართულებებზე მუშაობთ ამ ეტაპზე?

Mimo მუდმივად განვითარების პროცესშია. გვჯერა, რომ ბრენდი, რომელიც პატარებისთვის იქმნება, ყოველთვის უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს მათთან ერთად. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ჩვენი მთავარი ყურადღება რებრენდინგზეა გადატანილი. აქტიურად ვმუშაობთ განახლებულ კონცეფციაზე და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ წელს მომხმარებელი სრულიად ახალ Mimo-ს იხილავს – განახლებული ვიზუალით, ახალი პროდუქტებითა და ბევრი სასიამოვნო სიახლით. გვინდა, რომ Mimo კიდევ უფრო თანამედროვე, გამორჩეული და შთამაგონებელი ბრენდი გახდეს ახალგაზრდა მშობლებისთვის.

როგორია 2026 წლის სეზონი კომპანიისთვის? რომელი პროდუქცია სარგებლობს მომხმარებელში ყველაზე დიდი მოთხოვნით?

2026 წელი ჩვენთვის წარმატებული და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ მომხმარებლის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პროდუქტად კვლავ Mimo-ს სპილო ბალიში რჩება. ეს არის ჩვენი ბრენდის საავტორო პროდუქტი, რომელიც წლების განმავლობაში უამრავი ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. მშობლები აფასებენ მის ხარისხს, კომფორტსა და უსაფრთხოებას, პატარები კი მის რბილ და მეგობრულ დიზაინს. სწორედ ასეთი სიყვარული გვაძლევს მოტივაციას, ყოველდღიურად შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი პროდუქცია.

რა ეტაპზეა საერთაშორისო ბაზრების განვითარების მიმართულება? თუ არის ამ კუთხით კონკრეტული სიახლეები ან ახალი პარტნიორობები?

საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ჩვენი სამომავლო განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, თუმცა ამ ეტაპზე ამ მიმართულებით კონკრეტული სიახლე ჯერ არ გვაქვს. გვინდა, თითოეული ნაბიჯი გააზრებულად გადავდგათ და მაშინ გავიდეთ ახალ ბაზრებზე, როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ Mimo იმ ხარისხითა და სტანდარტით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ჩვენგან ელოდება.

გეგმავთ თუ არა კომპანიის ფიზიკურ გაფართოებას, ფილიალების ან შოურუმების გახსნას?

ამ კითხვაზე ჯერ ყველა დეტალს ვერ გავამხელთ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან საინტერესო იდეაზე ვმუშაობთ. ამჟამად, აქტიური მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ და დიდი იმედი გვაქვს, ყველაფერი წარმატებით დასრულდება. თუ ჩვენი ჩანაფიქრი განხორციელდება, Mimo მომხმარებლის წინაშე სრულიად ახალი კონცეფციით წარდგება. გვინდა, ეს იყოს სასიამოვნო სიურპრიზი ყველასთვის, ვისაც ჩვენი ბრენდი უყვარს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც მშობლებს ყოველდღიურობას უმარტივებს, პატარებს კი უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს უქმნის. გვინდა, Mimo მხოლოდ საბავშვო აქსესუარების ბრენდი არ იყოს, არამედ ის იყოს ემოცია, ნდობა და ხარისხი, რომელიც ოჯახებს პირველივე დღიდან ახლავს. წინ ბევრი სიახლე, ახალი იდეა და დიდი გეგმები გველოდება. დარწმუნებული ვართ, რომ Mimo-ს ყველაზე საინტერესო ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის და ძალიან მალე ჩვენი მომხმარებლები თავად გახდებიან ამ ისტორიის ნაწილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა