მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

როგორ მიმდინარეობს ზაფხულის სეზონი „პაბელონში“ და როგორია მოლოდინები შემოდგომის სეზონისთვის

news image
mbc image

სასტუმრო „პაბელონში“ ზაფხულის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს ბოლო სრულად დატვირთულია, ხოლო სექტემბრის ჯავშნების დაახლოებით 60% უკვე გაყიდულია. როგორც სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, თამარ ახალბედაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია.

როგორ აფასებთ მიმდინარე ზაფხულის სეზონს? როგორია მოთხოვნა და სასტუმროს დატვირთვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით?

მიმდინარე ზაფხულის სეზონზე სასტუმრო „პაბელონში“ დატვირთულობა საკმაოდ მაღალია. ჯავშნებთან დაკავშირებული მოთხოვნები აქტიურად შემოდის, როგორც კორპორატიული სეგმენტიდან, ასევე ინდივიდუალური სტუმრებისგან. განსაკუთრებით აქტიურია აგვისტოს პერიოდი, როდესაც სტუმრების მხრიდან ინტერესი არა მხოლოდ სასტუმროში განთავსების, არამედ სასტუმროს დამატებითი სივრცეებისა და სერვისების მიმართაც იზრდება, რომლებიც ჩვენს სასტუმროში საკმაოდ მრავალფეროვანია.

სასტუმრო „პაბელონის“ ტერიტორიაზე განთავსებულია ქართული რესტორანი „მაკრინე“, კახური სივრცე და ბარები. ასევე გვაქვს შიდა და გარე საცურაო აუზები, ფიტნესდარბაზი, სპა და გამაჯანსაღებელი სივრცე.

გარდა ამისა, სტუმრებს ვთავაზობთ სამ საკონფერენციო და შეხვედრების დარბაზს, მათ შორის საბანკეტო დარბაზს, რომელიც 200-ზე მეტ სტუმარს იტევს. ჩვენი პატარა სტუმრებისთვის გვაქვს საბავშვო ოთახიც. ასევე ფუნქციონირებს ღვინისა და სუვენირების მაღაზია.

სპორტისა და დასვენების მოყვარულებისთვის კი გვაქვს პიკლბოლისა და კალათბურთის მოედნები, ასევე სხვადასხვა სარეკრეაციო ზონა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ თავისუფალი დრო სასიამოვნოდ და აქტიურად გაატარონ. სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ტბის გარშემო კი შესაძლებელია ველოსიპედით გასეირნებაც.

ჩვენი მიზანია, სტუმრებს ერთ სივრცეში შევთავაზოთ დასვენების, გართობის, სპორტული აქტივობებისა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობის მრავალფეროვანი შესაძლებლობები.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ჯავშნების დინამიკა ზრდის მკაფიო ტენდენციას აჩვენებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასული წლის აგვისტო სასტუმროს ოპერირების საწყის ეტაპს წარმოადგენდა, რაც შედარებისას გასათვალისწინებელი ფაქტორია. მიმდინარე წლის მონაცემები კი მიუთითებს, რომ სასტუმროს მიმართ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და სტუმრების დაინტერესება უფრო მაღალია.

აგვისტოს თვე ჯერ კიდევ აქტიურია და დამატებით ჯავშნებს ველოდებით, შესაბამისად, საბოლოო შედეგი შესაძლოა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

გასული წლის ზაფხულთან შედარებით ასევე გაიზარდა ინტერესი რესტორნისა და აუზის მომსახურების მიმართ. აღნიშნული სერვისებით სარგებლობენ როგორც სასტუმრო „პაბელონის“ სტუმრები, ასევე სხვა ვიზიტორები, რაც დამატებით აქტივობას ქმნის.

როგორ შეიცვალა წელს სტუმრების ნაკადი ქვეყნების მიხედვით? რომელი ბაზრებიდან ფიქსირდება ყველაზე დიდი მოთხოვნა და შეინიშნება თუ არა ახალი მიმართულებების გააქტიურება?

ქვეყნების მიხედვით სტუმრების განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება ამ ეტაპზე არ შეინიშნება. სასტუმრო „პაბელონში“ ყველაზე დიდი წილი კვლავ საქართველოს ბაზარს უჭირავს. ასევე აქტიურად ვმასპინძლობთ სტუმრებს ისრაელიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ.

ამ ეტაპზე ქვეყნების მიხედვით ძირითადად გასული წლის მსგავსი სურათი გვაქვს და ახალი, გამოკვეთილად მზარდი ბაზარი არ ფიქსირდება. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრების სტაბილური ნაკადი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ბაზრების დივერსიფიცირება მოთხოვნის შენარჩუნებასა და სეზონური რისკების შემცირებას უწყობს ხელს.

შესაბამისად, ვაგრძელებთ სხვადასხვა ბაზრიდან სტუმრების მოზიდვაზე მუშაობას და ონლაინ არხების საშუალებით სასტუმრო „პაბელონის“ ცნობადობის გაზრდას. ჩვენი მიზანია, არსებული ბაზრების შენარჩუნებასთან ერთად, ეტაპობრივად ახალი მიმართულებების გააქტიურების შესაძლებლობებიც გამოვიყენოთ.

როგორია მოთხოვნა ზაფხულის დარჩენილ პერიოდზე და როგორია უკვე შემოდგომის ჯავშნების დინამიკა?

ზაფხულის დარჩენილ პერიოდზე მოთხოვნა კვლავ მაღალია. განსაკუთრებით აქტიურია თვის ბოლო პერიოდი. უფრო კონკრეტულად, 28 აგვისტოდან თვის ბოლომდე სასტუმრო „პაბელონი“ სრულად არის დატვირთული, რაც აღნიშნულ პერიოდზე საკმაოდ მაღალ მოთხოვნაზე მიუთითებს.

რაც შეეხება შემოდგომის წინასწარ ჯავშნებს, ამ ეტაპზე სექტემბრის მიმართულებით საკმაოდ მაღალი აქტივობა გვაქვს, ოთახების 60% უკვე გაყიდულია. ეს საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია და გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ზაფხულის მაღალი აქტივობის შემდეგ მოთხოვნა შემოდგომის პერიოდშიც შენარჩუნდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოქტომბრის ჯავშნების მოცულობა, რაც მიუთითებს, რომ სეზონურობა თანდათან უფრო ხანგრძლივი ხდება. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, არსებული პოზიტიური დინამიკა შემოდგომის შემდეგაც შევინარჩუნოთ და იგივე ტენდენცია ზამთრის თვეებშიც გაგრძელდეს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით

22.10.2026.11:49

საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

20 ოქტომბერს Los Angeles Lakers-მა NBA-ის რეგულარული სეზონის პირველი მატჩი გამართა და Golden State Warriors 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 127:105 დაამარცხა. ეს თამაში განსაკუთრებული იყო ქართული კალათბურთისთვის - სანდრო მამუკელაშვილი პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ლეგენდარული Los Angeles Lakers-ის მაისურით ითამაშა.

ლეიკერსი მეტია, ვიდრე საკალათბურთო კლუბი. წარმატებულ ისტორიასთან ერთად, ის კულტურულ ფენომენს წარმოადგენს, რომელიც მისდამი სხვანაირი ემოციითა და პატივისცემით განგაწყობს.

ითამაშო "ლეიკერსში" - ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ და შენკენ უამრავი თვალია ლოს-ანჯელესიდან ტოკიომდე მოპყრობილი. "ლეიკერსის" მაისურის ტარება დიდი გამოწვევაა, მაგრამ სანდროს კარიერაში ძალიან ბევრი რამ აქვს დამტკიცებული, რაც გვაძლევს საბაბს, ვიფიქროთ, რომ ის 100%-ით მზადაა.

მამუს “ლეიკერსის” შემადგენლობაში დებიუტი უკვე ჰქონდა. ეს იყო წინასასეზონო შეხვედრა “საკრამენტო კინგსის” წინააღმდეგ. 19 წუთში ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა დააგროვა.

ჩვეულებისამებრ, მატჩის შემდეგ სანდრო თავდაჯერებული ჩანდა. ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა: “ჩემთვის მთავარია მოედანზე გავიდე, მონდომებით ვითამაშო, მაქსიმუმი გავაკეთო და დანარჩენი თავისით მოხდებაო”.

პირველი ოფიციალური შეხვედრა “ლეიკერსმა” საშინაო არენაზე “გოლდენ სტეიტ უორიორსის” წინააღმდეგ გამართა. წინასასეზონო სამზადისში ეს ორი კლუბი უკვე 2-ჯერ დაუპირისპირდა ერთმანეთს. სანდროს გუნდმა ორივე შეხვედრა სამწუხაროდ დათმო (124:98 და 89:101).

თავად სანდრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა: პირველ შეხვედრაში "გოლდენ სტეიტს" 15 ქულა ჩაუგდო (ასევე 2 მოხსნა და 2 ასისტი), მეორე ჯერზე კი 10 ქულას, 7 მოხსნასა და 2 ასისტს მოუყარა თავი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სანდროს საოცარი ჩატენვა ბრუნში, რომელმაც ყველა სოციალური ქსელი მოიცვა. კადრში ჩანს მისი გაოგნებული თანაგუნდელის, NBA-ის "ოლ სტარის" 6-გზის მონაწილის, ლუკა დონჩიჩის სახე. დიახ, სამზადისში სანდრომ უკვე დაუმტკიცა თანაგუნდელებს, რომ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, შემოქმედითობა და გუნდური თამაში თანაბრად ეხერხება.

დონჩიჩმა სანდროს მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა: “თამაშს კარგად კითხულობს და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებსო”, - აღნიშნა მან. რამდენადაც დიდია მოლოდინი და სასიამოვნოა ეს პოზიტიური განწყობა, უნდა გვესმოდეს, რომ სანდრო ძალიან რთულ გზას გადის. NBA-ის უზომოდ გადატვირთულ კალენდარში თითოეული ფეხის დაცდენა ძვირად ფასობს. აქ პატიებას არ უნდა ელოდო - შანსს მხოლოდ მაშინ მიიღებ, თუ მას გამოიმუშავებ.

ლეიკერსამდე მიმავალი გზა

სანდრომ იბრძოლა, არ დანებდა და არ გაჩერდა. მიდიოდა იქ, სადაც შესაძლებლობა ელოდა. იღებდა გამოცდილებას და პროგრესის შანსს ხელიდან არ უშვებდა. იყო ცვლილებები, მოქმედება, სიახლისა და სიმაღლის წყურვილი და “ლეიკერსამდე” მიმავალი გრძელი გზა. ქრონოლოგიურად გადავხედოთ:

2021 წლის დრაფტზე იგი “ინდიანა პეისერსმა” აირჩია, თუმცა რეალურად კარიერა NBA-ის იმჟამინდელ მოქმედ ჩემპიონში, “მილუოკი ბაქსში” დაიწყო, სადაც ვარსკვლავური შემადგენლობა და უდიდესი კონკურენცია დახვდა. ნდობის მოსაპოვებლად მას G-ლიგაში თამაშიც მოუწია, სადაც ბრწყინვალე ასპარეზობით ყველას დაუმტკიცა, რომ მისი ადგილი მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ასოციაციაში იყო.

ამას მოჰყვა გარდამტეხი ეტაპი - ტრანსფერი “სან ანტონიოში” და ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით ასპარეზობა. მის ხელში მამუმ უდიდესი გამოცდილება მიიღო. “სან ანტონიოს” პუბლიკამ სანდრო შეიყვარა, თუმცა მამუს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა, ამიტომაც მორიგ გაჩერებად “ტორონტო რაპტორსი” აირჩია - საჯაროდაც დაადასტურა, რომ სხვა კლუბებისგან უკეთესი ფინანსური შეთავაზების მიუხედავად, გასული სეზონის სტარტზე არჩევანი “ტორონტოზე” შეაჩერა.

ამ ნაბიჯმა დაგვანახა, რომ მამუ პარკეტს მიღმა სწორ ნაბიჯებს დგამდა: გასული სეზონი მის კარიერაში გამორჩეული გამოდგა. კანადურ კლუბში სანდრო პარკეტზე 80 შეხვედრაში ვიხილეთ, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია. მამუმ სეზონი შთამბეჭდავი სტატისტიკით დაასრულა: საშუალოდ 21.9 წუთი, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 შედეგიანი გადაცემა. თამაშიდან სროლის სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელი 52.5%-ს შეადგენდა, რაც მთელი NBA-ის მასშტაბით მე-20 საუკეთესო შედეგი გახლდათ.

…და ლოს-ანჯელეს ლეიკერსი

"ტორონტოსთან" შეთანხმების მიხედვით, მამუკელაშვილს ჰქონდა უფლება, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გამხდარიყო და კარიერა სხვა კლუბში გაეგრძელებინა. ამ შესაძლებლობით კი “ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” ისარგებლა და სანდროს 4-წლიანი, 52 მილიონი დოლარის კონტრაქტი გაუფორმა, რითაც ძალიან ბევრი ქართველი ქომაგის ოცნება ახდა - სანდრო იმ კლუბში ითამაშებს, რომლის მაისურითაც მეჯიკ ჯონსონი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი, კობი ბრაიანტი და შაკილ ო’ნილი ასპარეზობდნენ.

სანდრომ ლეიკერსში 54-ნომრიანი მაისური მოირგეო, რაც სიმბოლიზმის მატარებელია. გაგახსენებთ, “ინდიანა პეისერსმა” იგი დრაფტზე 54-ე პიკად აირჩია. შესაბამისად, ეს იყო მისი სტარტი, ესაა მისი ამწყო და ვიყოთ იმედიანები - წარმატებული მომავალი.

მეექვსე სეზონი NBA-ში, ამჯერად უკვე “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” რიგებში - ეს ძალიან ხმაურიანი და შთამბეჭდავი ფურცელია ქართული კალათბურთის ისტორიაში. ეს საფეხური სანდროს ძალიან გაზრდის და ჩვენი ნაკრებისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოაყალიბებს. ცხადია, როდესაც NBA-ის კალენდრის გამო სანდრო სანაკრებო შეკრებებზე გუნდთან ერთად ვერ იმყოფება, ეს დიდი დანაკლისია, თუმცა მნიშვნელოვან მომენტებში, დიდ ტურნირებზე, სანდროს ნაკრებში მხრებით მოაქვს კლასი, გამოცდილება და დამაჯერებლობა - ლიდერული თვისებები მან გასულ ევრობასკეტზეც ნათლად დაგვანახა.

ერთი სიტყვით, წინ საინტერესო სეზონი გველოდება. კალიფორნია, “ლეიკერსი”, კობი ბრაიანტი, სანდრო მამუკელაშვილი - ეს უკვე ერთმანეთთან კავშირში მყოფი ასოციაციებია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მამუს ამ ძალიან საინტერესო თავგადასავალში ვუქომაგოთ და უდიდესი წარმატება ვუსურვოთ.

საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა