როგორ მივიღოთ მონაწილეობა SOLO Visa კამპანიაში?
SOLO შესაძლებლობას აძლევს SOLO Visa ბარათის მფლობელებს, ჩაერთონ მასშტაბურ კამპანიაში და მიიღონ სამ საპრიზო კალათაში შემავალი 1042 საჩუქრიდან ერთ-ერთი - გაემგზავრონ ბალიზე, დაისვენონ საქართველოს გამორჩეულ სასტუმროებში ან მიიღონ 300-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.
გაინტერესებთ, როგორ ჩაერთოთ SOLO Visa კამპანიაში?
ამისათვის საჭიროა, მომხმარებელმა SOLO Visa ბარათით ნებისმიერ ტერმინალზე ან ონლაინ განახორციელოს მინიმუმ 50 ლარის მოცულობის გადახდა.
შედეგად, ყოველი 2 000-ე; 50 000-ე და 1 000 000-ე გადახდის შემდეგ პირველი ტრანზაქციის შემსრულებელი მიიღებს საჩუქარს შესაბამისი საპრიზო კალათიდან: 300-ლარიან სასაჩუქრე ბარათს, ვაუჩერს საქართველოს პრემიუმ სასტუმროებში ან ბალიზე საგზურს.
ტრანზაქციების რაოდენობა ითვლება ჯამურად, კამპანიის ყველა მონაწილეს შორის.
SOLO Visa კამპანიის წესებისა და საჩუქრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.