მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ მოიზიდა ახალი მომხმარებლები „ეპიზოდმა“ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით

news image
mbc image

„სასტუმრო  ენერგიული მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას“ - ასე აღწერენ გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო „ეპიზოდს“, რომელიც თბილისში, პეკინის 41 ნომერში მდებარეობს.

მისი ისტორია 2021 წლის ოქტომბრიდან იწყება. დღეს კი სასტუმრომ საკუთარი ადგილისა და სახელის დამკვიდრება  მაღალტექნოლოგიურობით მოახერხა.

„მიზანი ახალი თაობის ტექნოლოგიური სასტუმროს შექმნა იყო. 21-ე საუკუნის ადამიანს არ სურს დროისდაკარგვა იმაში, რისი გაკეთებაც ტექნოლოგიების საშუალებით უმოკლეს პერიოდში შეუძლია.შესაბამისად, თანამედროვე მოგზაურებისთვის სისწრაფე, კომფორტი და მოქნილობა ის მთავარიკრიტერიუმები გახდა, რომლის გათვალისწინებითაც „ეპიზოდი“ შეიქმნა“, - ამბობს ქეთევან ზივზივაძე, ეპიზოდის მარკეტინგის სპეციალისტი.

ბრენდმა ტექნოლოგიებისადმი სიყვარული საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გამოყენებითაც გამოავლინა. როგორც კომპანიაში ამბობენ, Ads Manager-მა გაუმარტივათ გზა, რომ სასტუმრო ეპოვა ზუსტად იმ მომხმარებელს, რომელიც მას ეძებს. 

ციფრული ტექნოლოგიები სასტუმროში

„მომხმარებელს საინტერესო, განსხვავებულ გამოცდილებას ვთავაზობთ მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად.  ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს“, - ამბობს ქეთევანი.

სასტუმრო 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს აერთიანებს. თითოეული დეტალი კი იმისთვისაა შექმნილი, რომ მომხმარებლებმა მშვიდად იმუშაონ, საინტერესო ადამიანები გაიცნონ, შთამაგონებელ იდეებზე იფიქრონ და ტექნოლოგიებსდაეუფლონ.

„ეპიზოდი მოხმარებელს არსებული სტანდარტებისგან თავისუფალ, მომსახურების გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს. ამ ყველაფერს შესაძლებელს ის ტექნოლოგიები ხდის, რომელიც საწყის ეტაპზე დაინერგა. მათი მახასიათებლების სპექტრი კი მუდმივად ფართოვდება. მთლიანი სამომხმარებლო გზა გაციფრულებულია, დაწყებული შესვლის დროს მოწოდებული ციფრული ბარათიდან, დამთავრებული სასტუმროსთან კომუნიკაციით. სერვისები, რომელიც, სტანდარტულად, სასტუმროებში ფიზიკური სახით სრულდება, ჩვენთან ციფრულია“, - ამბობს ქეთევანი.

Ads მენეჯერით მოზიდული ახალი მომხმარებლები

„ეპიზოდი“ საქართველოს ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. ახლახან სასტუმრომ Ads მენეჯერის მეშვეობით იმ შეთავაზებების სპექტრი გაააქტიურა, რომელსაც პოტენციურ მომხმარებელს სთავაზობს.

„პლატფორმამ საშუალება მოგვცა, მოქნილად და სწრაფად შეგვექმნა კონკრეტული შეთავაზება, გაგვევრცელებინა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშევეობით სამიზნე აუდიტორიისთვის და მიღებული შედეგების ანალიტიკას მარტივად, ციფრულად დავკვირვებოდით“, - იხსენებს ქეთევანი.

მისი თქმით, Ads Manager-ის მეშვეობით, მიზანზე ორიენტირებული შეთავაზებების გავრცელებით, როგორც ახალი სტუმრები მოიზიდეს, ასევე არსებულ მომხმარებლებში ლოიალობა გაზარდეს.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ გარდა გაყიდვებისა, პლატფორმა ცნობადობის ზრდაში დაგვეხმარა“, - ამბობს ქეთევანი და აღნიშნავს, რომ მომავალში კამპანიების დაგეგმვისას, Ads Manager-ის მონაცემებსა და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს აუცილებლად გამოიყენებენ.

„მისი მეშვეობით ჩვენ უკეთ ვიცნობთ არსებულ და პოტენციური მომხმარებლების სურვილებსა და ქცევებს, რაც საშუალებას გვაძლევს, მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები მათთვის სასურველ ფორმატში განვათავსოთ“.

ეპიზოდი მუდმივად ვითარდება. ახლო მომავალში სასტუმროში კიდევ რამდენიმე ინოვაცია დაინერგება, რაც სამომხმარებლო გამოცდილებას უფრო მოსახერხებელს და სასიამოვნოს გახდის, ხოლო გრძელვადიან პერპექტივაში მიზანი კიდევ უფრო გაფართოებაა.

საქართველოს ბანკის განახლებული Ads მენეჯერი კი ახლა კიდევ უფრო ეფექტიანად ეხმარება ბიზნესებს სამიზნე აუდიტორიასთან დაკავშირებაში. უახლესი ფუნქციონალებითა და გამარტივებული ინტერფეისით, საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა ეხმარება ბიზნესებს საკუთარი შეთავაზება წარადგინონ საქართველოს ბანკის იმ პლატფორმებზე, რომლებსაც 1 500 000 მომხმარებელი იყენებს. გაიგეთ მეტი Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა