როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო გადაადგილებისათვის
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილებისას უდიდეს როლს ჩვენი ავტომობილები ასრულებს. სეზონის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის სათანადო მომზადება მისი გამართული და შეუფერხებელი მუშაობის გარანტიაა.
უსაფრთხო მგზავრობაზე ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საზრუნავია და ავტომობილის გასამართად მომხმარებელს საშემოდგომო სეზონისთვის აქციებს სთავაზობს.
ლაშა ჭიტაძე, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის პროცესების მართვის ჯგუფის უფროსი: „როგორც წესი, მძღოლები ავტომობილებს ზაფხულისთვის განსაკუთრებულად ამზადებენ, რადგან ზაფხული მოგზაურობასთან და ავტომობილით სხვადასხვა რელიეფის მქონე მრავალკილომეტრიანი გზის გავლასთან ასოცირდება, შესაბამისად, მსგავსი მოგზაურობისთვის ავტომობილი ყოველმხრივ გამართული უნდა იყოს.
სეზონის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების წინაპირობაა. ზაფხულისა და საზაფხულო მოგზაურობის დასრულების შემდეგ კი ჩვენს ავტომობილებს საკმაოდ დიდი მანძილი აქვს გავლილი და შემოწმება და სხვადასხვა დეტალის განახლება სჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტომობილის ზოგიერთ დეტალზე სეზონის ცვლილება გამორჩეულად მოქმედებს.შემოდგომის პირველ თვეებში ზაფხულთან შედარებით ტემპერატურა იკლებს, ხოლო ზამთრისთვის დამახასიათებელი ნალექის რაოდენობით არ გამოირჩევა. შესაბამისად, ავტომობილის საშემოდგომო მომზადებაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხია".
სექტემბრის შეთავაზებები:
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.