როგორ მუშაობს „ყველის გზის“ მარშრუტი და რა გამოწვევების წინაშეა პროექტი
„ყველის გზის“ განვითარებას დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება. ამ ეტაპზე ასეთი ვითარებაა, პროექტი მუშაობს და ჯერჯერობით 35 კომპანიაა გაერთიანებული“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ,,საქრძის" ხელმძღვანელმა კახა კონიაშვილმა განუცხადა.
„მომართვიანობა არის, ინტერესი საკმაოდ დიდია. ბევრი კომპანიაა მსურველი, რომ „ყველის გზის“ პროექტში მოხვდეს. საქმე იმაშია, რომ ყველის მწარმოებელი კომპანიის დამატება ავტომატურად არ ხდება. კომპანიის შესწავლის პროცესია მნიშვნელოვანია, რასაც სჭირდება ვიზიტი მეწაერმესთან, ადგილის გაცნობა, ვითარების შეფასება შესაბამისი კრიტერიუმებით და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მეწარმის დამატება „ყველის გზაში“. ჩვენი ასოციაციის ფარგლებში ფინანსურად ამას ვერ ვწვდებით და პროცესი ნელა მიმდინარეობს. თუ ვინმე დაინტერესდება, მზად ვართ ფინანსები მოვიზიდოთ რათა პროექტი ეფექტიანად განვახორციელოთ. ბევრი საქმეა გასაკეთებელი, როგორც ყველის მწარმოებლების, ისე ტუროპერატორების მხარეს. ტურისტული პაკეტებია შესამუშავებელი“, - ამბობს კახა კონიაშვილი.
რაც შეეხება „ყველის გზის“ პირველ ეფექტს, როგორც კახა კონიაშვილი ამბობს, პროექტის აპლიკაცია და ვებგვერდი მეწარმეებს პროდუქციის რეალიზაციაში ეხმარება.
„შედგა კონტაქტები ვებგვერდიდან და აპლიკაციიდან „ყველის გზის“ პროექტის მონაწილე მეწარმეებთან. მომხმარებელს მეწარმესთან შეთანხმების საფუძველზე შეუძლია შეისყიდოს პროდუქცია რეგიონში და თბილისში მიიღოს. რამდენიმე მეწარმე „ყველის გზის“ დახმარებით ამ მიმართულებით მუშაობს და ეს ვითარება უფრო სტაბილური იქნება“, - ამბობს კახა კონიაშვილი.
პროექტს ,,ყველის გზა" აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, ამერიკულ კომპანია ,,ლენდოლეიკთან“ თანამშრომლობით, საქართველოს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს. პროექტში მონაწილეობისთვის მთავარი პირობაა საწარმო სურსათის უვნებლობის სტანდარტს აკმაყოფილებდეს და ამასთან, გააჩნდეს პოტენციალი, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით არის პროექტისთვის მისაღები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.