მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.9
0.0001
flag
AZN 1.5459
-0.0004
flag
CNY 38.834
0.0027
flag
EUR 2.9955
0.0024
flag
GBP 3.5027
0.0002
flag
KZT 55.27
0.0016
flag
TRY 0.0555
0
flag
USD 2.6281
-0.0004
news banner

Haven Capital ტაბახმელაში ხარისხსა და კომფორტზე დაფუძნებულ პრემიუმ საცხოვრებელ უბანს ქმნის

news image
mbc image

Haven Capital დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. კომპანიის საქმიანობის, მიმდინარე პროექტის, ბაზრის ტენდენციებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Haven Capital-ის გაყიდვების გუნდის უფროსი, მარიამ ქავთარაძე ესაუბრა.

როგორია Haven Capital-ის საქმიანობის სპეციფიკა, რა ტიპის პროექტებზე მუშაობთ და როდიდან ოპერირებთ საქართველოს ბაზარზე?

Haven Capital არის დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის პრემიუმ საცხოვრებელ პროექტს, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, მაღალი ხარისხის მშენებლობა და ბუნებასთან ჰარმონიული გარემო ერთიანდება.

დღეს ვმუშაობთ ჩვენს პირველ პროექტზე Haven Fields, რომელიც ტაბახმელაში მდებარეობს და 16 Townhouse-ის ტიპის პრემიუმ სახლისგან შემდგარ უბანს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი პირველი პროექტია, მის უკან დგას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, რომელსაც არაერთ წამყვან დეველოპერულ პროექტზე მუშაობის გამოცდილება აქვს. სწორედ ამ ცოდნასა და პროფესიონალიზმს ვდებთ Haven Fields-ის თითოეულ დეტალში, რათა შევქმნათ სივრცე, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გრძელვადიანი ღირებულებით.

რა კრიტერიუმებით არჩევთ პროექტებს და რა ძირითად პრინციპებს ეყრდნობით მათი განვითარების პროცესში?

ჩვენთვის პროექტის არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლოკაციას, გარემოსა და იმ პოტენციალს, რომელიც მომავალში მომხმარებლისთვის რეალურ ღირებულებას შექმნის. განვითარების პროცესში ვეყრდნობით რამდენიმე ძირითად პრინციპს: ხარისხიან მშენებლობას, ფუნქციურ დაგეგმარებას, სანდო ინფრასტრუქტურას და პასუხისმგებლიან მიდგომას თითოეული დეტალის მიმართ. 

რით გამოირჩევა Haven Capital-ი ბაზარზე და რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

Haven Capital-ის მთავარი უპირატესობა ჩვენი დამოკიდებულებაა საქმის მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი და გადაწყვეტილება, რადგან გვჯერა, რომ ხარისხი სწორედ ამ პროცესში იქმნება.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი, არამედ ის გზაც, თუ როგორ მივდივართ შედეგამდე. პროცესში წარმოქმნილ ნებისმიერ საკითხს ჩვენი გუნდი დიდი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეკიდება, რათა ყველაფერი სწორად და ხარისხიანად შესრულდეს.

სწორედ ეს მიდგომა აისახება Haven Fields-შიც და ვქმნით საცხოვრებელ გარემოს, რომელიც დროთა განმავლობაში შეინარჩუნებს თავის ღირებულებას და ადამიანებს შესთავაზებს კომფორტულ, მშვიდ და ხარისხიან ცხოვრებას.

რა ტიპის საცხოვრებელ პროექტებზეა დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნა და როგორ პასუხობს Haven Capital-ი ბაზრის ამ ტენდენციებს?

თანამედროვე ცხოვრების ტემპის ცვლილებასთან ერთად, ადამიანები სულ უფრო მეტად ირჩევენ ისეთ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც ქალაქთან სიახლოვეს, ბუნების სიმშვიდესა და პირად სივრცეს აერთიანებს.

დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება ადგილი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, იყოს ქალაქთან ახლოს, თუმცა ყოველდღიურობაში მეტი სიმშვიდე, ბუნებასთან სიახლოვე და კომფორტი შეინარჩუნოს.

სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს Haven Fields, ეს პრემიუმ საცხოვრებელი სივრცე არის მათთვის, ვინც აფასებს ხარისხიან ცხოვრებას, თანამედროვე არქიტექტურას და ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნას ისე, რომ არ დაკარგოს ქალაქთან სიახლოვე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

ჩვენი მიზანია Haven Capital ეტაპობრივად იქცეს დეველოპერულ კომპანიად, რომლის სახელიც ხარისხთან, ნდობასა და პასუხისმგებლიან მიდგომასთან ასოცირდება. დღეს ჩვენი მთავარი ფოკუსი Haven Fields-ის წარმატებით განვითარება და განხორციელებაა. გვჯერა, რომ თითოეული წარმატებული პროექტი მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესო საცხოვრებელი სივრცეების შექმნის საფუძველი გახდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა

28.07.2026.16:45

გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, კომერციული უძრავი ქონების მმართველმა კომპანია ემპი დეველოპმენტმა, 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, ორი ტრანშის სახით 6 300 000 აშშ დოლარისა და 5 300 000 ევროს მოცულობის, 1-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა.
ობლიგაციების საპროცენტო სარგებელმა აშშ დოლარის ობლიგაციებისთვის 7.50%, ხოლო ევროს ტრანშისთვის 6.50% შეადგინა.

მოზიდული სახსრები არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კომპანიის ახალი პროექტების დასაფინანსებლად იქნება მიმართული.

აღნიშნული ემისიები ემპი დეველოპმენტის რიგით მეოთხე და მეხუთე განთავსებაა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე, რაც კომპანიის მხრიდან დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროების გამოყენებასა და კაპიტალის ბაზარზე აქტიურობას ადასტურებს.

ემპი დეველოპმენტის ობლიგაციების ემისიები „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„მოხარული ვართ, რომ ემპი დეველოპმენტმა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე კიდევ ორი წარმატებული ემისია განახორციელა. კომპანიის მიერ უკვე მეოთხე და მეხუთე ემისიების განხორციელება, ერთი მხრივ, კაპიტალის ბაზარზე მისი გამოცდილებისა და შესაძლებლობების, მეორე მხრივ კი ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ არსებული ნდობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. გალტ & თაგარტისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ წარმატებულ კომპანიებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში და მხარი დავუჭიროთ მათ განვითარების ახალ ეტაპებზე. გვჯერა, რომ მოზიდული რესურსი ემპი დეველოპმენტს შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს ახალი პროექტების განვითარება და კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი პოზიციები კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ კაპიტალის ბაზარზე ახალი ინსტრუმენტების დანერგვას. საგულისხმოა, რომ 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, გალტ & თაგარტის მონაწილეობით განხორციელებული ემისიების ჯამურმა მოცულობამ თითქმის 3 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ჩვენი გუნდის აქტიურ როლს, ხოლო 2026 წელს გალტ & თაგარტი Global Finance-ის მიერ საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა”,- განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

„მოხარულები ვართ, რომ წელს კიდევ ერთხელ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, წარმატებით განვახორციელეთ ობლიგაციების ემისია. გასული წლის ემისიისადმი ინვესტორების მაღალმა ინტერესმა და მისმა წარმატებამ შეგვაძლებინა, წელს ბაზრისთვის კიდევ უფრო მასშტაბური შეთავაზებით დავბრუნებულიყავით. შედეგად, მიმდინარე ჯამური 57 მილიონიანი პროსპექტის ფარგლებში 6.3 მლნ დოლარი და 5.3 მლნ ევროს ობლიგაციები გამოვუშვით. ემპი დეველოპმენტის გუნდის სახელით მადლობას ვუხდი გალტ ენდ თაგარტს, თიბისი კაპიტალს, და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას მხარდაჭერისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ემისიის წარმატებით განხორციელებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორების მხრიდან მიმდინარე ემისიის მიმართ ინტერესი მაღალია. ამასთან, სასიხარულოა, რომ ემისიაში მონაწილეობას იღებენ ჩვენი წინა გამოშვების ობლიგაციონერებიც, რაც კომპანიის მიმართ ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიისადმი დადებითი შეფასების კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ემპი დეველოპმენტი უკვე 14 წელია თანმიმდევრულად და სტაბილურად ვითარდება. გვჯერა, რომ სწორედ ეს თანმიმდევრულობა და მიღწეული შედეგები განაპირობებს ბაზრის მზარდ ნდობას ჩვენი კომპანიის მიმართ“, - განაცხადა ემპი დეველოპმენტის დირექტორმა, პაპუნა კაციტაძემ.

„მინდა მივულოცო ემპი დეველოპმენტს 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს ჩვენი რიგით მეორე წარმატებული თანამშრომლობაა. პროგრამით პირველად სარგებლობისას კომპანიამ სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რაც ახალი ემიტენტების კაპიტალის ბაზარზე შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა.

„ემპი დეველოპმენტი“ კომერციული უძრავი ქონების მმართველი კომპანიაა, რომლის პორტფელი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 18 სავაჭრო ობიექტს მოიცავს. კომპანია ხელს უწყობს საერთაშორისო ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოსვლას, რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა