მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.9
-0.0084
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.884
0.003
flag
EUR 2.9128
-0.0146
flag
GBP 3.4633
-0.0043
flag
KZT 57.46
0.0005
flag
TRY 0.0524
-0.0001
flag
USD 2.5979
-0.0003
news banner

როგორ პასუხობს „მერქანი“ მომხმარებლების ინდივიდუალურ მოთხოვნებს და რა სიახლეებს გეგმავს კომპანია

news image
mbc image

ავეჯისა და კარების წარმოებაში 26 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „მერქანი“ მომხმარებლებს როგორც სტანდარტულ, ისე ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქციას სთავაზობს. კომპანია სხვადასხვა სივრცისთვის ავეჯს ამზადებს და მომხმარებლების სურვილებს დიზაინისა თუ ზომების შერჩევის პროცესშიც ითვალისწინებს.

როგორ პასუხობს „მერქანი“ მომხმარებლების ინდივიდუალურ მოთხოვნებს, რა მიმართულებით ვითარდება კომპანია და რა სიახლეებს გეგმავს სამომავლოდ - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს „მერქანის“ თანადამფუძნებელი დათა დარსალია ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რა მიმართულებებს აერთიანებს დღეს თქვენი წარმოება?

ბაზარზე სხვადასხვა სახელით ვოპერირებთ და ამ სფეროში დაახლოებით 26 წლიანი გამოცდილება გვაქვს. ვთანამშრომლობთ როგორც კერძო დამკვეთებთან, ისე B2B სეგმენტში. რბილი ავეჯის გარდა, ვაწარმოებთ სხვადასხვა ტიპის ავეჯს სხვადასხვა სივრცისთვის, მათ შორის სამზარეულოს, აბაზანისა და საბავშვო ოთახისთვის.

როგორია ამ ეტაპზე მოთხოვნის დინამიკა ავეჯისა და კარების მიმართულებით და რა ტიპის პროდუქციაზე ფიქსირდება მომხმარებლების მხრიდან ყველაზე დიდი ინტერესი?

ყველაზე დიდი მოთხოვნა სამზარეულოს ავეჯზე ფიქსირდება, თუმცა მოთხოვნა სტაბილურად იზრდება სხვა მიმართულებებზეც.

რა ადგილი უჭირავს ინდივიდუალურ შეკვეთებს თქვენს საქმიანობაში და რამდენად ხშირად მიმართავენ მომხმარებლები არასტანდარტული ზომისა თუ დიზაინის ავეჯისა და კარების დამზადებას?

ჩვენთან ყველა შეკვეთა ინდივიდუალურია და კონკრეტული დამკვეთის საჭიროებებსა და სურვილებზეა მორგებული. პრაქტიკულად, ერთნაირი პროდუქციის დამზადება იშვიათად გვიწევს. შესაძლოა, მომხმარებელმა დიზაინის საწყის ნიმუშად ინტერნეტში ნაპოვნი იდეა ან ჩვენი კატალოგი გამოიყენოს, თუმცა ჩვენი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მას ნებისმიერი დეტალის შეცვლა საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია. ზომები, დიზაინი და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები თითოეულ შეკვეთაზე ინდივიდუალურად განისაზღვრება.

როგორ იცვლება მომხმარებლების მოთხოვნები და რა ტენდენციებს ხედავთ დღეს ავეჯისა და კარების დიზაინის მიმართულებით?

მომხმარებლების გემოვნება და დიზაინის ტენდენციები მუდმივად იცვლება. თუ რამდენიმე წლის წინ უფრო მეტად ლოფტის სტილი იყო პოპულარული, დღეს შედარებით დიდ ინტერესს სკანდინავიური დიზაინი იწვევს. თუმცა მომხმარებლების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ერთ კონკრეტულ ტენდენციაზე საუბარი რთულია - თითოეული მათგანი საკუთარ გემოვნებასა და საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებას ეძებს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს დიზაინისა და არჩევანის მაქსიმალური თავისუფლება ჰქონდეს.

რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ წარმოებას თქვენი კომპანიისთვის და რა უპირატესობებს აძლევს ეს მომხმარებელს პროდუქციის ხარისხის, არჩევანისა და მიწოდების კუთხით?

ადგილობრივი წარმოების მთავარი უპირატესობა დამკვეთთან პირდაპირი კომუნიკაციაა. მომხმარებელს შეუძლია უშუალოდ მწარმოებელთან განიხილოს როგორც მასალებისა და დიზაინის შერჩევა, ისე სხვადასხვა დეტალის შეცვლა და პროდუქტის საკუთარ სურვილებზე მორგება. ასეთი თანამშრომლობა პროცესს უფრო მოქნილსა და მოსახერხებელს ხდის, რადგან დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინება წარმოების ყველა ეტაპზეა შესაძლებელი.

როგორ განვითარდა კომპანიის საწარმოო შესაძლებლობები 2026 წლის განმავლობაში და რა ცვლილებები განხორციელდა წარმოების პროცესში?

2026 წელს B2B მიმართულებით რამდენიმე მსხვილი პროექტი განვახორციელეთ, რამაც კიდევ უფრო განავითარა ჩვენი საწარმოო შესაძლებლობები და მსგავსი შეკვეთების შესრულების გამოცდილება. ამ ეტაპზე კომპანია მზად არის, მსხვილ პროექტებზე შეუფერხებლად, სწრაფად და ხარისხიანად იმუშაოს. შესაბამისად, 2027 წელს B2B მიმართულებაზე უფრო მეტად კონცენტრირებას ვგეგმავთ და ამ სეგმენტში საქმიანობის გაფართოებას ვაპირებთ.

რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას - განიხილავთ თუ არა წარმოების გაფართოებას, ახალი პროდუქციის დამატებას ან სხვა მიმართულებების განვითარებას?

2027 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სერიული წარმოების განვითარება იქნება. მრავალფეროვან დიზაინერებთან თანამშრომლობამ და ინდივიდუალური შეკვეთების შესრულების გამოცდილებამ მოგვცა შესაძლებლობა, უკეთ შევისწავლოთ მომხმარებლების საჭიროებები და ბაზარს მზა პროდუქცია შევთავაზოთ. გვინდა, შევქმნათ ხარისხიანი, გემოვნებიანი და ყოველდღიური გამოყენებისთვის პრაქტიკული ავეჯი, რომლის შესაძენადაც მომხმარებელს აღარ მოუწევს ინდივიდუალური დიზაინის შეთანხმებისა და დამზადების ხანგრძლივი პროცესის გავლა. ჩვენი მიზანია, 2027 წელს ბაზარზე სერიული წარმოების მზა პროდუქციის შეთავაზება დავიწყოთ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ პასუხობს „მერქანი“ მომხმარებლების ინდივიდუალურ მოთხოვნებს და რა სიახლეებს გეგმავს კომპანია

20.10.2026.10:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა