მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ ქმნის BIOLGEMS საერთაშორისო სტანდარტის საიუველირო კოლექციებს

news image
mbc image

BIOLGEMS საიუველირო სახლია, რომელიც ბუნებრივი ძვირფასი ქვებით შექმნილ მაღალი ხარისხის სამკაულებს სთავაზობს მომხმარებლებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia BIOLGEMS-ის დამფუძნებელს, გემოლოგსა და დიზაინერს მარიამ თევზაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?

BIOLGEMS - დამოუკიდებელი საიუველირო სახლია, რომელიც ქმნის fine jewelry და high jewelry კატეგორიის სამკაულებს იშვიათი ბუნებრივი ძვირფასი ქვებით. ბრენდი ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს და ვითარდება, როგორც თანამედროვე საერთაშორისო საიუველირო სახლი, რომლის მთავარი აქცენტებია ხარისხი, ინტელექტი და გამორჩეულობა. ჩვენი მთავარი ღირებულება სანდოობაა, ვუხსნით მომხმარებლებს ყველა დეტალს, რათა იცოდნენ თუ რას ყიდულობენ.

BIOLGEMS-ის ფილოსოფია სამ ძირითად მიმართულებაში გამოიხატება:

  • Investment Pieces - იშვიათი და ღირებული ქვები, რომლებსაც დროის განმავლობაში ღირებულების შენარჩუნებისა და ზრდის პოტენციალი აქვთ;
  • Everyday Luxury - მაღალი კლასის სამკაულები, შექმნილი ყოველდღიური ესთეტიკისა და სიამოვნებისთვის;
  • Technological Jewelry - თანამედროვე გადაწყვეტილებები და ძვირფასი სამკაულების ახალი თაობა, სადაც ინოვაცია სილამაზეს ერწყმის.

რა პრინციპით ხდება ძვირფასი ქვებისა და კოლექციების შერჩევა?

BIOLGEMS-ის ფილოსოფია ემყარება იდეას: (transparency is the new luxury). ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს იმ ნივთის რეალური ღირებულება, რომელსაც იძენს.

თითოეული ქვა გადის მკაცრ შერჩევას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ფერი და მისი სიღრმე/ინტენსივობა;
  • სისუფთავე და ვიზუალური მიმზიდველობა;
  • წარმოშობა;
  • დამუშავების ხარისხი;
  • იშვიათობა;
  • ლიკვიდურობა და გრძელვადიანი საინვესტიციო პოტენციალი;
  • საერთაშორისო სერტიფიკატების არსებობა.

რა არის კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე?

BIOLGEMS-ის მთავარი უპირატესობა არის პროფესიონალური გემოლოგიის, საავტორო დიზაინისა და მომხმარებელთან პატიოსანი ურთიერთობის უნიკალური შერწყმა.

ჩვენ სამკაულებს ვაფასებთ მათი რეალური არსის მიხედვით და არა მხოლოდ მარკეტინგული დაპირებებით.

თუ კონკრეტული ნივთი შექმნილია ესთეტიკური სიამოვნებისა და სილამაზისთვის, ამას მომხმარებელს ყოველთვის დეტალურად ვუხსნით. ხოლო თუ ქვას ნამდვილად აქვს საინვესტიციო პოტენციალი, ამას ფაქტებითა და სერტიფიკატებით ვასაბუთებთ.

ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, რომლისთვისაც გადამწყვეტია:

  • სანდოობა;
  • გამჭვირვალობა,
  • ინდივიდუალობა.

ბრენდის მაღალი დონე დამატებით დაადასტურა BIOLGEMS-ის გამარჯვებამ JCK Jewelers’ Choice Awards-ზე, ლას-ვეგასში.

როგორია BIOLGEMS-ის სამომავლო გეგმები და განვითარების სტრატეგია?

BIOLGEMS-ის სტრატეგიაა ახალი თაობის საერთაშორისო luxury ბრენდის შექმნა.

განვითარების ძირითადი მიმართულებები მოიცავს:

  • პოზიციების გაფართოებას New York-ის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე;
  • private clients და bespoke jewelry მიმართულებების განვითარებას;
  • მონაწილეობას მსოფლიოს წამყვან გამოფენებსა და ინდუსტრიულ ღონისძიებებში;
  • ახალი high jewelry კოლექციების გამოშვებას;
  • გააზრებული ფუფუნების იდეის პოპულარიზაციას, სადაც ცოდნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სილამაზე.

ჩვენი მიზანია გავხდეთ ბრენდი, რომელსაც ირჩევენ იშვიათობის, ინტელექტისა და ნდობისთვის.

ინფორმაციისთვის, BIOLGEMS-ის შოურუმი მდებარეობს ილია ჭავჭავაძის №39ბ-ში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა