როგორ ქმნის BIOLGEMS საერთაშორისო სტანდარტის საიუველირო კოლექციებს
BIOLGEMS საიუველირო სახლია, რომელიც ბუნებრივი ძვირფასი ქვებით შექმნილ მაღალი ხარისხის სამკაულებს სთავაზობს მომხმარებლებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia BIOLGEMS-ის დამფუძნებელს, გემოლოგსა და დიზაინერს მარიამ თევზაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
BIOLGEMS - დამოუკიდებელი საიუველირო სახლია, რომელიც ქმნის fine jewelry და high jewelry კატეგორიის სამკაულებს იშვიათი ბუნებრივი ძვირფასი ქვებით. ბრენდი ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს და ვითარდება, როგორც თანამედროვე საერთაშორისო საიუველირო სახლი, რომლის მთავარი აქცენტებია ხარისხი, ინტელექტი და გამორჩეულობა. ჩვენი მთავარი ღირებულება სანდოობაა, ვუხსნით მომხმარებლებს ყველა დეტალს, რათა იცოდნენ თუ რას ყიდულობენ.
BIOLGEMS-ის ფილოსოფია სამ ძირითად მიმართულებაში გამოიხატება:
რა პრინციპით ხდება ძვირფასი ქვებისა და კოლექციების შერჩევა?
BIOLGEMS-ის ფილოსოფია ემყარება იდეას: (transparency is the new luxury). ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს იმ ნივთის რეალური ღირებულება, რომელსაც იძენს.
თითოეული ქვა გადის მკაცრ შერჩევას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

რა არის კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე?
BIOLGEMS-ის მთავარი უპირატესობა არის პროფესიონალური გემოლოგიის, საავტორო დიზაინისა და მომხმარებელთან პატიოსანი ურთიერთობის უნიკალური შერწყმა.
ჩვენ სამკაულებს ვაფასებთ მათი რეალური არსის მიხედვით და არა მხოლოდ მარკეტინგული დაპირებებით.
თუ კონკრეტული ნივთი შექმნილია ესთეტიკური სიამოვნებისა და სილამაზისთვის, ამას მომხმარებელს ყოველთვის დეტალურად ვუხსნით. ხოლო თუ ქვას ნამდვილად აქვს საინვესტიციო პოტენციალი, ამას ფაქტებითა და სერტიფიკატებით ვასაბუთებთ.
ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, რომლისთვისაც გადამწყვეტია:

ბრენდის მაღალი დონე დამატებით დაადასტურა BIOLGEMS-ის გამარჯვებამ JCK Jewelers’ Choice Awards-ზე, ლას-ვეგასში.
როგორია BIOLGEMS-ის სამომავლო გეგმები და განვითარების სტრატეგია?
BIOLGEMS-ის სტრატეგიაა ახალი თაობის საერთაშორისო luxury ბრენდის შექმნა.
განვითარების ძირითადი მიმართულებები მოიცავს:
ჩვენი მიზანია გავხდეთ ბრენდი, რომელსაც ირჩევენ იშვიათობის, ინტელექტისა და ნდობისთვის.
ინფორმაციისთვის, BIOLGEMS-ის შოურუმი მდებარეობს ილია ჭავჭავაძის №39ბ-ში.
სხვა სიახლეები
შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლას განსაკუთრებული სტუმარი - საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმის (IPC) ხელმძღვანელი, Jacqueline Harmer ეწვევა
28.06.2026.11:22